ოქსფორდის უნივერსიტეტმა საქართველოსადმი მიძღვნილი წიგნი გამოსცა

© FB / Nikoloz Aleksidzeოქსფორდის უნივერსიტეტში გამოცემული წიგნი საქართველოს შესახებ
ოქსფორდის უნივერსიტეტში გამოცემული წიგნი საქართველოს შესახებ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა ქართველმა მეცნიერმა საქართველოს შესახებ უორდროპების კოლექციაში შენახული უძველესი ხელნაწერები და უნიკალური საარქივო მასალები მოიძია.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის პრესტიჟულ ოქსფორდის უნივერსიტეტში გამოიცა წიგნი სახელწოდებით "საქართველო: კულტურული მოგზაურობა უორდროპების კოლექციის ჭრილში", ნათქვამია ოქსფორდის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გამოცემა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავს ეძღვნება. მისი ავტორია ქართველი მეცნიერი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პემბროქსის კოლეჯის უმცროსი მკვლევარი ნიკოლოზ ალექსიძე.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია - Sputnik საქართველო
ოქსფორდის აკადემიური კავშირის საპატიო პროფესორი ქართველი გახდა

წიგნში გამოყენებულია უორდროპების მდიდარი კოლექცია, რომელიც ბოდლეანის ბიბლიოთეკაში ინახება. რარიტეტული კოლექცია და-ძმა ოლივერ და მარჯორი უორდროპებმა საქართველოში ყოფნისას შეაგროვეს.

გამოცემაში შეხვდებით უძველეს ხელნაწერებს, უნიკალურ წიგნებს და იშვიათ საარქივო მასალებს საქართველოს შესახებ.

წიგნის პრეზენტაცია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოში გაიმართა.

„ეს წიგნი ქართულ-ბრიტანული მეგობრობის ძალზე მნიშვნელოვანი სიმბოლოა", — აღნიშნა ბრიტანეთის ელჩმა ჯასტინ მაკენზი სმიტმა.

საღამოს ესწრებოდნენ ინგლისისა და საქართველოს სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, მკვლევარები და ისტორიკოსები.

ყველა ახალი ამბავი
0