საქართველო მოდის მთავარი მოვლენისთვის ემზადება: რითი გაგვაოცებს Tbilisi Fashion Week?

© photo: Sputnik / STRINGERდიზაინერ Salome-ს ჩვენება Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ფარგლებში
დიზაინერ Salome-ს ჩვენება Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ფარგლებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსებიდან მასტერ-კლასებამდე - თბილისის მოდის კვირეული მრავალფეროვან პროგრამას გვთავაზობს

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. საქართველოს მოდის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოვლენა — შემოდგომა-ზამთრის სეზონის Tbilisi Fashion Week 19-22 აპრილს გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.

მოდის კვირეულის ყველა ძირითადი ღონისძიება თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე ჩატარდება.

ნანუკა ჩხეიძის ახალი კოლექციიდან - Sputnik საქართველო
ქართველი დიზაინერის კოლექცია მაღალი მოდისთვის და ქართული მასალით დამზადებული ნაწარმი

თბილისის მოდის კვირეულის გახსნის დღე, ტრადიციისამებრ, ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდებს ეძღვნება. პირველ დღეს წარმოდგენილი იქნება პროექტი „მედეა ჯაფარიძე — StyleIcon".

ღონისძიებაზე გაცოცხლდება კადრები ქართული ფილმიდან „ქეთო და კოტე", გაიმართება გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება „ქეთოს სამოსი", ასევე ნაჩვენები იქნება ეპიზოდები საკულტო ფილმიდან.

ოთხი დღის განმავლობაში დედაქალაქში დაახლოებით ოცი ღონისძიება გაიმართება, მათ შორის ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებები. მათ შორის არიან: ქეთი ჩხიკვაძე, ანი დათუკიშვილი, Tsite by Tamara Tsiteladze, ლაშა ჯოხაძე, ELENNY, MIA, SAYYA, MIRO, MakMari. ლონდონისა და მილანის მოდის კვირეულების შემდეგ თბილისელების წინაშე წარდგება მამაკაცის სამოსის საერთაშორისო ბრენდი "1377".

თბილისის მოდის კვირეული განაგრძობს ახალი ტალანტების გამოვლენას — 20 აპრილს დამწყებ დიზაინერთა კონკურსში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით ათი დამწყები დიზაინერი. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორებისგან პრიზებს მიიღებენ.

ჩვენებების გარდა გაიმართება სხვა ღონისძიებებიც: Martini და Sobranie afterparty, ატელიე „მარტას" აქსესუარების პრეზენტაცია „ვეფხისტყაოსნის" თემაზე; პრეზენტაციები Flying Painters, Ethere accessoire; ახალგაზრდა არტისტების გამოფენა Authentic ArtLab თემაზე „ელემენტარული ნაწილაკები".

ქართული ეროვნული სამოსი ჩოხა - Sputnik საქართველო
ქართული მოდის ისტორია, ანუ თამარ მეფის „კუართიდან“ დახეულ ჯინსებამდე

ამას გარდა, მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართება ექსპოზიცია „ქართული სამოსი", რომელიც სპეციალურად საერთაშორისო პრესისთვის საქართველოს ხელოვნების სასახლეში გაიმართება.

მოდის სფეროს წარმომადგენლები, ასევე მარკეტოლოგები მოისმენენ INSTITUTO MARANGONI-ს ხელმძღვანელის, გიუზი ლარასა და მოდის საერთაშორისო პორტალის NOWFASHION მთავარი რედაქტორის, ელიზაბეტა ტუდორის გამოსვლას. ღონისძიება დახურულ ფორმატში გაიმართება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით თბილისის მოდის კვირეულს ამ სეზონზე 20-ზე მეტი საერთაშორისო გამოცემა გააშუქებს, რომელთა შორისაა: Vogue Italia, Vogue UK, Vogue Russia, Vogue Ukraine, Vogue Poland, Style Sight Worldwide, Buro 24/7, L"officiel Ukraine, Harper"s Bazaar Kazakhstan – Ukraine and Russia, NOWFASHION, Glamour Italy and Netherlands, WWD, WhoWhatWear, Trendspace, Esquire Italy, Oyster magazine, StreeTrends, SNC magazine, Refinery 29, Frankie & Clo.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელშეწყობით თბილისში რამდენიმე მნიშვნელოვანი მყიდველი/ბაიერი ჩამოვა თბილისში და ქართველ დიზაინერებს მიეცემათ შანსი რომ საერთაშორისო გაყიდვები აწარმოონ ისეთ პარტნიორებთან, როგორიც არიან: H Lorenzo (LA, USA), ALDUCA D"AOSTA (VENEZIA, Italy), TOMORROW SHOWROOM (MILAN, PARIS, LONDON, NEW YORK), Mytheresa.com (Germany), Espacemonochrome.com (Monaco), Bangkok department store, Saks Fifth Avenue (Kazakhstan), Youconcept London (UK).

თბილისის მოდის კვირეული ჩატარდება თბილისის მერიის, კულტურისა და სპორტის, ეკონომიკისა და მდგრადი გამვითარების სამინისტრობის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში", ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და პროექტის Check in Georgia მხარდაჭერით.

 

ყველა ახალი ამბავი
0