ქართული რომანი კანის ფესტივალზე

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიკანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტო
კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მწერლის წიგნი გამოჩნდება სექციაში Shoot the Book, რომელიც უკვე მეხუთე წელია არსებობს.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ქართული რომანი კანის ფესტივალზე პირველად იქნება წარმოდგენილი — ეს პატივი ცნობილი მწერლის, აკა მორჩილაძის წიგნს obOle ერგო.

კანის 71-ე ფესტივალი 2018 წლის 8-19 მაისს გაიმართება.

როგორც ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, აკა მორჩილაძის ნაწარმოები საერთაშორისო კინოინდუსტრიის წინაშე 15 მაისს წარდგება.

ქართველი მწერლის წიგნი გამოჩნდება სექციაში Shoot the Book, რომელიც უკვე მეხუთე წელია არსებობს. ის ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნის თანამედროვე ლიტერატურის აუდიოვიზუალურ ადაპტაციას.

ცენტრმა ქართული ლიტერატურა პრესტიჟული კინოფესტივალის განსახილველად ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერში წარადგინა.

ბერლინი - Sputnik საქართველო
გერმანიაში გამოსცემენ აკა მორჩილაძის რომანს „გასეირნება ყარაბაღში"

„კანის კინოფესტივალზე ქართული ლიტერატურული ნაწარმოებები ქართველმა გამომცემლებმა გასული წლის ნოემბერში წარადგინეს. შერჩეულ 10 საუკეთესო ლიტერატურულ ნაწარმოებს შორის ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა Sulakauri Publishing-ის მიერ გამოცემული რომანი მოხვდა. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ულოცავს თანამედროვე ქართველ მწერალს აკა მორჩილაძეს და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა Sulakauri Publishing-ს კიდევ ერთ საერთაშორისო აღიარებას", — ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

რომანის მთავარი გმირი ირაკლი, ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭი, რამდენიმე დღით ბაბუის აგარაკზე სახურავის შესაკეთებლად ჩადის. იქ იწყება მისი თავგადასავალი.

სახლის სხვენში ის ძველ კაჟის თოფს პოულობს, რომელმაც ერთ დროს თავისი პატრონი იხსნა და შემდეგ დიდხანს და მშვიდობიანად ეკიდა კედელზე. ამ იარაღის მდიდარი ისტორია, მასთან დაკავშირებული ფანტაზია და რეალობა ერთმანეთს ეჯაჭვება.

obOle 2012 წელს წლის საუკეთესო რომანად აღიარეს. ის „საბას" პრემიით დაჯილდოვდა.

აკა მორჩილაძე მრავალი მოთხრობისა და რომანის ავტორია, პრემია „საბას" ხუთგზის ლაურეატი. მისი ნაწარმოებებისა და სცენარების მიხედვით გადაღებულია ფილმები. აქვს ნაწარმოებები დეტექტიურ ჟანრში.

ყველა ახალი ამბავი
0