05:13 29 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა–2018 (806)
103 0 0

საგურამოსა და ყვარლის ამჟამად მუზეუმებში ცხოვრობდა და მუშაობდა დიდი ილია ჭავჭავაძე

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, პოეტისა და მწერლის, ილია ჭავჭავაძის (1837-1907) საგურამოსა და ყვარლის სახლ-მუზეუმებს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

სტატუსი სახლ-მუზეუმებს მთავრობის გადაწყვეტილებით მიენიჭა. შესაბამის დადგენილებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა.

ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში 1951 წელს გაიხსნა, ხოლო ყვარელში — 1937 წელს.

სამუზეუმო კომპლექსი ყვარელში მოიცავს ილია ჭავჭავაძის საგვარეულო კოშკს, საცხოვრებელ სახლსა და საგამოფენო დარბაზს. მუზეუმში დაცულია: ილიასა და მისი ოჯახის წევრთა მემორიალური ნივთები, ილიას ხელნაწერები, მის მიერ დაარსებული ჟურნალ-გაზეთების კომპლექტები, საყოფაცხოვრებო ნივთები, XVIII-XIX საუკუნეების იარაღი, ავეჯი, ქართველ და უცხოელ საზოგადო მოღვაწეთა ხელნაწერები, ილიას ნაწარმოებების თემებზე შექმნილი ფერწერული ნამუშევრები, მდიდარი ფოტომასალა და საარქივო დოკუმენტები, ილიას თხზულებათა გამოცემები სხვადასხვა ენაზე.

სახლ-მუზეუმის კომპლექსი საგურამოში მოიცავს ილია ჭავჭავაძის საცხოვრებელ სახლს დამხმარე ნაგებობებითა და ჭავჭავაძისეულ მამულს ბაღ-ვენახით. მუზეუმის სტაციონარულ ექსპოზიციაში წარმოდგენილია მწერლის მემორიალური ნივთები, მე-19 საუკუნის ქართული კულტურის წარმომადგენელთა ფოტოპორტრეტები და ეპოქის ყოფის ამსახველი ფოტომასალები, მწერლის ხელნაწერები, მისივე გამოცემული პერიოდიკის ნიმუშები („ივერია", „საქართველოს მოამბე" და სხვ.), მე-19 საუკუნის ქართული და უცხოური სახვითი ხელოვნების ნიმუშები, XVIII-XIX საუკუნეების გერმანული წარმოების დეკორატიული და საყოფაცხოვრებო ჭურჭელი, ავეჯი და სხვა.

 

თემები:
საქართველო და კულტურა–2018 (806)

მთავარი თემები