ოქრო და კინო: თბილისში უნგრეთის კულტურის დღეები იწყება

© photo: Sputnik / Stringerსტუდენტების ჯგუფი თბილისის ცენტრში
სტუდენტების ჯგუფი თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უნგრელი კინემატოგრაფისტები, მხატვრები და ოქრომჭედლები თბილისში საკუთარ ნამუშევრებს გამოფენენ

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. უნგრეთის კულტურის დღეები გაიმართება თბილისში 4 და 5 დეკემბერს — ღონისძიებების ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და უნგრეთის საელჩო საქართველოში.

როგორც კულტურის სამინისტროში აღნიშნავენ, ორი დღის განმავლობაში ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ უნგრეთის ტრადიციულ ფოკლორსა და თანამედროვე თუ კლასიკოსი უნგრელი მხატვრების ნამუშევრებს.

ხელოვნების სასახლეში ცნობილი უნგრელი ფერმწერისა და გრაფიკოსის, მიხაი ზიჩის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. შემდეგ 9 აპრილის ბაღში მხატვრის ძეგლს გვირგვინით საზეომოდ შეამკობენ.

© photo: courtesy of Besik Pipiaუნგრელი მხატვრის მიხაი ზიჩის ძეგლი თბილისში
Памятник венгерскому художнику Михаю Зичи в Тбилиси - Sputnik საქართველო
უნგრელი მხატვრის მიხაი ზიჩის ძეგლი თბილისში

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი 23 თანამედროვე უნგრელი მხატვრის ნამუშევრების ექსპოზიციას უმასპინძლებს. 

ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საეკლესიო და ფოლკლორული მუსიკის კონცერტი გაიმართება. მსმენელის წინაშე წარდგებიან „სალონა და მისი ბენდი“ და წმინდა ეფრემის მამაკაცთა გუნდი. ხოლო კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში უნგრული ეროვნული ცეკვების გალა-კონცერტი გაიმართება.

Wizz Air - Sputnik საქართველო
ლოუკოსტერი უნგრეთიდან ქუთაისის აეროპორტში მუშაობით კმაყოფილია

წელს უნგრეთი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის „ფოკუსის ქვეყანას“ წარმოადგენს. ფესტივალის ფარგლებში ბოლო დროის უნგრელი რეჟისორების 14 საუკეთესი სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი იქნება ნაჩვენები. მათ შორის, 2016 წლის ოსკარის გამარჯვებული “საულის ვაჟი” და ამავე წლის ბერლინის ფილმების ფესტივალის გამარჯვებული, ილდიკო ენიედის ფილმი “სულისა და ხორცის შესახებ“, რომლითაც გაიხსნება თბილისის კინოფესტივალი.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, უნგრეთის კულტურის დღეები თბილისში საქართველო-უნგრეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს მიეძღვნება.


ყველა ახალი ამბავი
0