თბილისის საიუბილეო ჯაზ-ფესტივალი ნოემბერში ჩატარდება

© Sputnik / Levan Avlabreliთბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი
თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Tbilisi Jazz Festival 2017-ს ამერიკული ჯგუფი Tower of Power გახსნის

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საიუბილეო მეოცე თბილისის ჯაზ-ფესტივალი Tbilisi Jazz Festival 2017 დედაქალაქში 2-5 ნოემბერს ჩატარდება.

გრანდიოზულ ღონისძიებაზე, ტრადიციულად, მსოფლიოში გამოჩენილი მუსიკოსები ჩამოდიან. ფესტივალის მუდმივი ორგანიზატორია ქართული კომპანია Eаstern Promotion.

ფესტივალს ფილარმონიის (Tbilisi Event Hall) სცენაზე 2 ნოემბერს გახსნის ამერიკული სოულ და R&B ჯგუფი Tower of Power, აღნიშნულია ღონისძიების ვებ-გვერდზე.

ჯაზ-ფესტივალი Koktebel Jazz Party - Sputnik საქართველო
Tbilisi Wind Festival მუსიკოსებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შეკრებს

ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ამერიკელი ჯაზ-საქსოფონისტი ჯო ლოვანო კონსერვატორიის სტუდენტებს ექსკლუზიურ მასტერ-კლასს ჩაუტარებს. ამავე დღეს ფილარმონიაში მუსიკოსი თავის კვარტეტთან ერთად კონცერტს გამართავს.

ჯაზ-ფესტივალის დასკვნით დღეს, 5 ნოემბერს, სცენაზე თავის ტრიოსთან ერთად გამოვა ახალგაზრდა ქართველი ჯაზ-პიანისტი პაპუნა შარიქაძე. ქართველი შემსრულებლის სპეციალური სტუმარი იქნება ამერიკელი ჯაზ-კონტრაბასისტი ედი გომესი.

გარდა ამისა, 5 ნოემბერს დაგეგმილია ლეგენდარული სტენლი კლარკის კონცერტი ბენდთან ერთად. ბენდის მუდმივი წევრი, უკვე რამდენიმე წელია, არის ქართველი ჯაზ-პიანისტი ბექა გოჩიაშვილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0