GIFT-ს ფესტივალზე ქორეოგრაფ საშა ვალცის საღამო გაიმართება

© photo: Sputnikფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი
ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე წარმოადგენენ ქორეოგრაფიულ დადგმას Continu.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარის" ფარგლებში თბილისში 20 და 21 ოქტომბერს გაიმართება გერმანელი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის საშა ვალცის საღამო, იუწყებიან ორგანიზატორები.

ფესტივალი „საჩუქარი" (GIFT), რომელსაც წელს 20 წელი უსრულდება, 15 ოქტომბერს დაიწყო და 15 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში გაიმართება. ფესტივალზე სპექტაკლებს წარმოადგენენ თეატრალური დასები საქართველოდან, იაპონიიდან, რუსეთიდან, ისრაელიდან და ევროპის ქვეყნებიდან.

„Sputnik-საქართველო" 2017 წელს კვლავ ფესტივალ "საჩუქრის" საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორია. ადევნეთ თვალი სიახლეებს „Sputnik-საქართველოს" ოფიციალურ გვერდსა და Facebook-ზე და მონაწილეობა მიიღეთ სპექტაკლებზე ბილეთების გათამაშებაში.

ავთანდილ ვარსიმაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი ხოლსტომერი. ცხენის ისტორია. - Sputnik საქართველო
გრიბოედოვის თეატრი ურალის რეგიონში გასტროლებზე გაემგზავრა

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე წარმოადგენენ ქორეოგრაფიულ დადგმას Continu, რომლის რეჟისორი და ქორეოგრაფია საშა ვალცი. სპექტაკლი 20:00 საათზე დაიწყება.

ღონისძიებას წარმოადგენს გოეთეს ინსტიტუტი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოსა და გერმანიის საიუბილეო წლის ფარგლებში.

სპექტაკლში ჟღერს ედგარ ვარეზის, იანის ქსენაკისის, კლოდ ვივიესა და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მუსიკა.

წარმოდგენაში 21 მოცეკვავე მონაწილეობს. სცენოგრაფია ეკუთვნის ტომას შენკს, პიე მაიერსა და საშა ვალცს. კოსტიუმების ავტორია ბერნარდ სკოძიგი.

Continu, რომელიც ფილოსოფიითა და ეგზისტენციალიზმითაა აღსავსე, დაიდგა პროექტის "საშა ვალცი და სტუმრები" ფარგლებში ციურიხის საოპერო თეატრის თანამშრომლობითა და სენდლერ უელსის ლონდონის თეატრის დაკვეთით.

„სახელწოდება CONTINU, ანუ „გაგრძელება" ადამიანზე ქორეოგრაფიის, მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების უწყვეტ გავლენაზე საუბრობს, რადგან ეს ენერგომატარებლები ბუნების ამოუწურავი ძალებით იკვებებიან და მათი სიცოცხლე უსასრულოა. კოსმიური უწონადობა, როგორც ადამიანის სულიერი სუბსტანცია, ვალცის ნაწარმოებში ხორციელ ფორმას იძენს და თავისუფალი სამყაროს თანამკვიდრია", — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

გრიბოედოვის თეატრი - Sputnik საქართველო
გრიბოედოვის თეატრი ურალის რეგიონში გასტროლებზე მიემგზავრება

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს სპექტაკლი უკვე ნახეს ციურიხში, პარიზში, ლონდონში, ათენში, ბრიუსელში, ლუქსემბურგში, ნიუ-იორკში.

GIFT — ერთადერთი ფესტივალია საქართველოში, რომელიც ევროპის ფესტივალთა ასოციაციის წევრია. იგი 1997 წელს დაარსდა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალების მიერ (ედინბურგი, ადელაიდა, მელბურნი, პერტი). ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი ქართველი რეჟისორი ქეთი დოლიძე.

ყოველწლიურად GIFT-ი წარმოადგენს საქართველოსა და მსოფლიოს საუკეთესო თეატრალური დასების შემოქმედებას. მათ შორის არიან მოსკოვის ვახტანგოვის თეატრი, დმიტრი კრიმოვის ლაბორატორია, ბერლინის ფოლკსბიუნეს თეტრი და ბევრი სხვა კოლექტივი. ფესტივალის ფარგლებში იმართება სხვადასხვა გამოფენები, პერფორმანსები, საცეკვაო სანახაობები, მასტერ-კლასები.

© Sputnik / Maria Tsimintiaხელოვნების ფესტივალი GIFT: რა ვნახოთ?
ხელოვნების ფესტივალი GIFT: რა ვნახოთ? - Sputnik საქართველო
ხელოვნების ფესტივალი GIFT: რა ვნახოთ?
ყველა ახალი ამბავი
0