იაპონიაში ქართული ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართება

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიტოკიო
ტოკიო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმი "ნამე" ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოებულ ახალგაზრდა გოგონაზე მოგითხრობთ, რომელიც მაღალმთიან აჭარაში ცხოვრობს.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ტოკიოს ХХХ საერთაშორისო კინოფესტივალის (Tokyo International Film Festival) ფარგლებში ქართველი რეჟისორის ზაზა ხალვაშის ფილმ „ნამეს" მსოფლიო პრემიერა 29 ოქტომბერს გაიმართება.

როგორც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, ქართული ფილმი ფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია.

ფილმი „ნამე" — ეს არის ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოებული ახალგაზრდა გოგონას ისტორია, რომელიც მაღალმთიან აჭარაში ცხოვრობს და თანასოფლელებს ეხმარება და კურნავს.

ფილმში მთავარ როლს მარიკა დიასამიძე ასრულებს. ასევე მონაწილეობენ მსახიობები ალეკო აბაშიძე, ედნარ ბოლქვაძე, რამაზ ბოლქვაძე, როინ სურმანიძე და სხვები.

ფილმი საქართველო-ლატვია-საფრანგეთის კოპროდუქციაა.

თბილისის ერთ-ერთი კინოთეატრის მაყურებელთა დარბაზი - Sputnik საქართველო
ფილმი „მოუსმინე სიჩუმეს“ სერბეთში ფესტივალის პრიზიორი გახდა

ტოკიოს ХХХ საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში, რომელიც იაპონიაში 25 ოქტომბერს გაიხსნება, იაპონელი, რუსი და ევროპელი რეჟისორების 15 ფილმი მონაწილეობს.

კონკურსანტების ნამუშევრებს ხუთი კინოპროფესიონალისგან დაკომპლექტებული კომპეტენტური ჟიური შეაფასებს. ფესტივალზე დაწესებულია სხვადასხვა ნომინაციები — საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო სამსახიობო შესრულება, საუკეთესო სცენარი, გრან-პრი და ჟიურის სპეციალური ჯილდო.

ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალი 1985 წელს დაარსდა და იაპონიაში კინოპროდიუსერების ასოციაციის საერთაშორისო ფედერაციის (International Federation of Film Producers Associations, FIAPF) მიერ აკრედიტებულ ერთადერთ ფესტივალს წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0