ფილმი „მოუსმინე სიჩუმეს“ სერბეთში ფესტივალის პრიზიორი გახდა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის ერთ-ერთი კინოთეატრის მაყურებელთა დარბაზი
თბილისის ერთ-ერთი კინოთეატრის მაყურებელთა დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმმა ჯილდო საუკეთესო სცენარისთვის მოიპოვა.

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორის მარიამ ჭაჭიას დოკუმენტური ფილმი „მოუსმინე სიჩუმეს" შშმ პირების შესახებ ფილმების ბელგრადის საერთაშორისო კინოფესტივალ BosiFest 2017-ის პრიზიორი გახდა, იუწყება საქართველოს ეროვნული კინოცენტრის Facebook-გვერდი.

BosiFest 2010 წელს დაარსდა. ეს არის შშმ პირებზე კინოს ფესტივალი, ამავე დროს ეს არის კინო, გადაღებული შშმ პირების მიერ. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ეს მსგავსი ტიპის ერთადერთი ფესტივალია.

ფესტივალი ყოველწელს სთავაზობს აუდიტორიას დოკუმენტურ ფილმებს შშმ პირების შესახებ. ფორუმზე ჯილდოები გადაეცემა საუკეთესო რეჟისურისა და საუკეთესო სცენარისთვის. მთავარი ჯილდო, გრან-პრი — საუკეთესო ფილმისთვის გადაეცემა.

ფესტივალი ბელგრადში 10-12 ოქტომბერს ჩატარდა. ფილმმა ჯილდო საუკეთესო სცენარისთვის მოიპოვა. 

ფილმი „მოუსმინე სიჩუმეს" — ეს არის ისტორია, თუ რამდენად რთულია საკუთარი ოცნებისკენ სწრაფვა. ლუკა — სკოლის ცხრა წლის სმენადაქვეითებული მოსწავლეა. ის სცენაზე ცეკვაზე ოცნებობს და ამას ერთადერთ უნიკალურ შანსად და გზად მიიჩნევს, რომ ამცნოს სამყაროს მისი არსებობის შესახებ. ლუკას მუსიკა მინიმალურ დონეზე ესმის, მაგრამ ბიჭი არ ნებდება და სჯერა თავისი ოცნების.

კინოფილმისთვის მუსიკა, რომელიც არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე შეფასდა, ქართველმა კომპოზიტორმა ნიკა მაჩაიძემ დაწერა.

კინოსურათმა გასულ წელს ლაიფციგის საერთაშორისო ფესტივალზე გრანპრი დაიმსახურა.

ყველა ახალი ამბავი
0