08:13 23 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
სცენა სპექტაკლიდან „ანა კარენინა“ (ბალტიის სახლი)

თბილისში სანქტ-პეტერბურგის სპექტაკლ „ანა კარენინას“ აჩვენებენ

© FB / Baltic House Theatre Festival
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი GIFT - 2017 (8)
1910

თბილისელები ნოემბრის დასაწყისში ლევ ტოლსტოის რომანის მიხედვით დადგმულ სპექტაკლ „ანა კარენინას“ ნახავენ

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ბალტიის თეატრი-ფესტივალი „ბალტიის სახლი" თბილისში წარმოადგენს თავის ერთ-ერთ საუკეთესო დადგმას — „ანა კარენინას" ლევ ტოლსტოის რომანის მიხედვით (ელენა გრემინას პიესა).

მაყურებელი სპექტაკლს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე 3 და 4 ნოემბერს 20:00 საათზე ნახავს.

წარმოდგენები გაიმართება ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, რომელიც თბილისში 15 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება.  „Sputnik-საქართველო" 2017 წელს კვლავ ფესტივალ Gift-ის საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორია. ადევნეთ თვალი სიახლეებს „Sputnik-საქართველოს“ ოფიციალურ გვერდსა და Facebook-ზე და მონაწილეობა მიიღეთ სპექტაკლებზე ბილეთების გათამაშებაში.

„ქალი წარსულისა და მომავლის გარეშე. ქალი, რომელიც ანგრევს. მისტიური ფიგურა, დემონური პერსონაჟი. ანა კარენინა აწყდება იმას, რომ არ იცნობს თავის თავს, არ იცის, რა სურვილები ამოძრავებს მას. უყვარს თუ არა ვრონსკი? სძულს თუ არა კარენინი? სჭირდება თუ არა მას შვილი? და ბოლოს და ბოლოს, რატომ ჩახტა ის მატარებლის ქვეშ? ეს არ არის სიყვარულის ისტორია. არც ღალატის ისტორიაა. ეს არის ტრაგედია: ძველბერძნული, საერთო საკაცობრიო. კარენინას თავში სხვადასხვა ხმებია, მისი ვნებებისა და სურვილების ხმები, რომლებიც მას ჯერ სხვის მკლავებში უბიძგებს, შემდეგ კი ცხოვრებიდან წასვლას აიძულებს“, — ნათქვამია „ბალტიის სახლის“ ვებგვერდზე სპქტაკლის ანონსში.

როგორც თეატრ-ფესტივალსი აღნიშნავენ, მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი საკულტო პერსონაჟი ცნობილი მსახიობისა და რეჟისორის ალექსანდრ გალიბინის დადგმაში ახალ ინტერპრეტაციას იძენს. დრამატურგ ელენა გრემინასთან ის არამარტო ქალის ტრაგედიას იკვლევს, არამედ მარადიულ თემებს ეხება — მეუღლეების, დედა-შვილის ურთიერთობებს, მეგობრობასა და ღალატს, სიყვარულსა და სიძულვილს.

„ანა კარენინას“ სპექტსკლზე ბილეთები თეატრის სალაროში და ონ-ლაინ იყიდება.

Сцена из спектакля Анна Каренина театра-фестиваля Балтийский дом
სცენა სპექტაკლიდან „ანა კარენინა“ (თეატრ-ფესტივალი „ბალტიის სახლი“)

GIFT — ერთადერთი ფესტივალია საქართველოში, რომელიც ევროპის ფესტივალთა ასოციაციის წევრია, იგი 1997 წელს დაარსდა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალების მიერ (ედინბურგი, ადელაიდა, მელბურნი, პერტი). ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი ქართველი რეჟისორი ქეთი დოლიძე.

ყოველწლიურად GIFT-ი წარმოადგენს საქართველოსა და მსოფლიოს საუკეთესო თეატრალური დასების შემოქმედებას. მათ შორის არიან მოსკოვის ვახტანგოვის თეატრი, დმიტრი კრიმოვის ლაბორატორია, ბერლინის ფოლკსბიუნეს თეტრი და ბევრი სხვა კოლექტივი. ფესტივალის ფარგლებში იმართება სხვადასხვა გამოფენები, პერფორმანსები, საცეკვაო სანახაობები მასტერ-კლასები.

 

თემები:
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი GIFT - 2017 (8)

მთავარი თემები