03:39 24 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ფილმ „მამიკოს გოგოს“ გადაღება

ბრიტანელი რეჟისორი ჯულიან რიჩარდსი საქართველოში ფილმს გადაიღებს

© FB / ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
370 0 0

ფილმი „მამიკოს გოგო“ (Daddy's Girl) მოგვითხრობს 20 წლის გზააბნეული გოგონასა და 40 წლის მექანიკოსის სიყვარულის შესახებ, რომელიც კატასტროფად იქცევა

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. სამთავრობო პროგრამა „გადაიღე საქართველოშის“ ფარგლებში თბილიში იწყება ბრიტანელი რეჟისორის ჯულიან რიჩარდსის მხატვრული ფილმის „მამიკოს გოგოს“ გადაღებები.

გადაღების პროცესში მონაწილეობას ქართული პროდიუსერული კომპანია „სარკე სტუდია“ მიიღებს, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ჯულიან რიჩარდსი — რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, პროდიუსერი და მემონტაჟე, წარმოშობით ნიუპორტიდან (უელსი, დიდი ბრიტანეთი). რიჩარდსი ისეთი ფილმების ავტორია, როგორებიცაა Shiver, Charles Dickens's England, Summer Scars, The Last Horror, Darklands და სხვ.

ფილმში „მამიკოს გოგო“ ქართველ და უცხოელ მსახიობებთან ერთად ერთ-ერთ მთავარ როლს ცნობილი ავსტრალიელი მსახიობი კოსტას მენდილორი შეასრულებს.

ფილმის სიუჟეტი 20 წლის გზააბნეული გოგოს და 40 წლის მექანიკოსი მამაკაცის გარშემო ვითარდება. ერთი შეხედვით ლამაზი რომანი ბოლოს ნადვილ კატასტროფად გადაიქცევა.

ფილმის გადაღებები 2017 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში იწყება და ერთი თვე გასტანს. ფილმის თემატიკიდან გამომდინარე, გადაღებებისთვის საკმაოდ საინტერესო, ლოკაციები შეირჩა: კოჯრის მიმდებარე ტერიტორია, თბილისის ძველი უბნები და ქალაქის გზატკეცილები.

გადაღებების პროცესში 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამა „გადაიღე საქართველოში" ითვალისწინებს ნაღდი ფულის დაბრუნების მექანიზმს, რაც ნიშნავს, რომ კინომწარმოებელი საქართველოში ფილმის გადაღებაზე გაწეული კვალიფიციური ხარჯების 25%-ს უკან მიიღებს.

პროექტის ამოქმედებიდან საქართველოში უკვე 6 ფილმია გადაღებული, მალე კიდევ 3 ფილმის გადაღება იგეგმება, იუწყებიან ეკონომიკის სამინისტროში.

მთავარი თემები