06:41 10 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4655
  • 100 RUB4.3263
  • USD3.0600
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
52 0 0

ქუთაისში აზიური კინოს კვირეული ტარდება.

თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. ქუთაისელებსა და ქუთაისის სტუმრებს აზიური კინოს კვირეულის ფარგლებში აჩვენებენ ისეთი რეჟისორების ფილმებს, როგორიცაა ტაკეში კიტანო და კიმ კი დუკი. 

კინოჩვენებები ჩატარდება 27-31 ივლისს, მონ პლეზირის თაღთან, სადაც XX საუკუნის დასაწყისში ქუთაისის ერთ-ერთი პირველი კინოთეატრი მდებარეობდა. ღონისძიების ორგანიზატორია ქალაქის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.

კვირეული გაიხსნა რეჟისორ ვონგ კარ ვაის ფილმით "სასიყვარულო განწყობა". დღესვე, 28 ივლისს, მაყურებელი ნახავს სამხრეთკორეელი რეჟისორის კიმ კი დუკის სურათს „გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი… და კვლავ გაზაფხული“. 

აზიური კინოს კვირეულის პროგრამაშია ტაკეში კიტანოს „თოჯინები“, ისაო ტაკაჰატას „ციცინათელების საფლავი“ და ჰაიაო მიაძაკის „კიკის სახლში მიტანის სერვისი“.

ყველა კინოსეანსის დასაწყისი — 21:00 საათზე. შესვლა თავისუფალია.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის მერია 2011 წლიდან სხვადასხვა თემატურ კინოკვირეულებს რეგულარულად მართავს. სხვადასხვა წლებში ქუთაისში ჩატარდა ქართული კლასიკური კინოს, ევროპული კინოს, ჩარლი ჩაპლინის, ფედერიკო ფელინისა და სხვა კვირეულები.


მთავარი თემები