00:10 23 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
საქართველოს მთავრობა

საქართველოში დაწესდება ვაჟა-ფშაველას სახელობის ლიტერატურული პრემია

© Sputnik / Alexander Imedashvili
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
17 0 0

„სახელმწიფო ჯილდოების“ შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები განხორციელდება

თბილისი, 22 ივლისი-Sputnik. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ცვლილებების პროექტი კანონში „სახელმწიფო ჯილდოების“ შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, ვაჟა-ფშაველას სახელობის ლიტერატურული პრემიის დაწესებას, ნათქვამია საქართველოს მთავრობის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

ცვლილებები იძლევა საშუალებას ვაჟა-ფშაველას პრემიაზე წარდგენილ იქნას პროზა, პოეზია და პუბლიცისტიკა, რომლებიც ეროვნულ აღიარებას მოიპოვებენ.

ამასთან ცვლილება შეეხება შოთა რუსთაველის სახელობის პრემიასაც, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი მკვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

„ვფიქრობთ, შოთა რუსთაველის პრემია იყოს ლიტერატურის დარგში ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგებში, ხოლო  მეცნიერებისთვის იყოს კონკრეტულად ეროვნული პრემია, რაც მეცნიერების მიმართულებით კიდევ უფრო წაახალისებს  უმაღლესი ჯილდოსთვის ბრძოლას, მუშაობას და ჩვენი მეცნიერების განვითარებას.“-განაცხადა კვირიკაშვილმა.

დღევანდელი მონაცემებით, არც ერთი პრემია სახელმწიფო ჯილდო არ არის. საქართველოში სახელმწიფო ჯილდოებად ითვლება მედლები და ორდენები, რომლებიც ასევე ითვალისწინებს ფულად პრემიებს.

ცვლილებებში გათვალისწინებულია ეროვნული გმირის ორდენზე ფულადი ანაზღაურების  გაზრდა.


მთავარი თემები