06:01 25 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ედიტა ვილკევიჩუტე

ცნობილმა ტოპ-მოდელმა თამუნა ინგოროყვას კაბა ჩაიცვა

© AP Photo/ Charles Sykes
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
41710

ედიტა ვილკევიჩუტემ ქორწილში თამუნა ინგოროყვას უჩვეულო თეთრი კაბა ჩაიცვა.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. სულ უფრო მეტი ცნობილი ტოპ-მოდელი ირჩევს თანამედროვე ქართველი დიზაინერების სამოსს, რომელთა შემოქმედება მთელ მსოფლიოში პოპულარობას შესაშური სისწრაფით იხვეჭს.

ამჯერად ქართულ მოდას ეზიარა ლიტვური წარმოშობის მსოფლიოში ცნობილი ფოტომოდელი ედიტა ვილკევიჩუტე (Edita Vilkevičiūtė). მან იტალიაში ბიორნ ფრედერიკ გერლინგზე იქორწინა და ქორწილისთვის ქართველი დიზაინერის თამუნა ინგოროყვას (Tamuna Ingorokva) კაბა აირჩია.

კადრში, რომელიც ცნობილმა პერულმა ფეშნ-ფოტოგრაფმა და პორტრეტისტმა მარიო ტესტინომ გააკეთა, ედიტა ვილკევიჩუტე ლამაზი, პიკანტური, ჰაეროვანი, თეთრი საქორწილო კაბით გამოჩნდა.

 

ედიტა ვილკევიჩუტე — დაიბადა 1989 წელს კაუნასში. არის Calvin Klein Eternity Aqua-ს არომატის სახე. ედიტა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, სექსუალური და მაღალანაზღაურებადი მოდელია. ის ამშვენებს ცნობილი ჟურნალების გარეკანებს, მონაწილეობდა Victoria"s Secret-ის, Haute Couture Chanel-ის, Givenchy-ს, Valentino-ს და სხვა დეფილეებში.

ედიტა ვილკევიჩუტე ქართველ დიზაინერს პირველად არ ირჩევს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ მოდელი მეგობრობს კიდევ ერთ ქართველ დიზაინერთან — დევიდ კომასთან (კომახიძესთან).

ბრენდი Tamuna Ingorokva 2002 წელს შეიქმნა. დიზაინერმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა, ხოლო მალევე — მსოფლიოში მოდის პირველი სკოლა ESMOD, რომელიც საფრანგეთში 1841 წელს დაარსდა. პარალელურად თამუნა სტილისტის სახით პრაქტიკას გადიოდა პარიზში, Lagerfeld Gallery-ში.

თამუნა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დიზაინერია არა მხოლოდ ქართველი ცნობილი სახეების, არამედ უცხოელი სტუმრებისაც. ახლახან თამუნა ინგოროყვას კაბით Victoria's Secret-ის ერთ-ერთი ანგელოზი, პოპულარული ნიდერლანდელი მოდელი დაუტცენ კრუსი გამოჩნდა.

მის კოლექციებში ყველა საჭიროების სამოსს ნახავთ — საღამოს კაბებს, კოსტიუმებს, რომელთა ჩაცმაც შესაძლებელია როგორც სამუშაოზე, ისე ყოველდღიურად.

მთავარი თემები