„ემეგობრე მემკვიდრეობას“: ახალი მასშტაბური კამპანია იწყება

© Sputnik / Ekaterina Mikaridzeსასულიერო სემინარია
სასულიერო სემინარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ისტორიული ძეგლების აღდგენის პრობლემისადმი საზოგადოების ყურადღების მიქცევას აპირებს.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ისტორიული ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესის გასააქტიურებლად, იწყებს ახალ მასშტაბურ კამპანიას — „ემეგობრე მემკვიდრეობას“.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, პროექტის მიზანია — კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და მათი რესტავრაციისადმი საზოგადოებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების ყურადღების მიქცევა.

გელათის სამონასტრო კომპლექსი - Sputnik საქართველო
იუნესკო გელათის დანგრევას აღარ ელოდება

პროექტს უკვე შეუერთდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი შემდეგი ორგანიზაციები: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი — ხელოვნების სასახლე.

პროექტის „ემეგობრე მემკვიდრეობის“ საზეიმო პრეზენტაცია 15 ივლისს, ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე შედგება. საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრება.

ღონისძიების ფარგლებში, ნაკრძალის ტერიტორიაზე, სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიება გაიმართება. მარჯანიშვილის თეატრი მაყურებელს უილიამ შექსპირის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „როგორც გენებოთ“ შესთავაზებს. რეჟისორ ლევან წულაძის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლის პრემიერა 5 წლის წინ დიდ ბრიტანეთში შექსპირის თეატრ „გლობუსში“ შედგა და მან კრიტიკოსებისა და პრესის თბილი გამოხმაურება დაიმსახურა.

ქართული ალფავიტი - Sputnik საქართველო
ქართული ანბანი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს

ხელოვნების სასახლე დამსწრე საზოგადოებას შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ექსპოზიციას წარუდგენს, სადაც დამთვალიერებელი იხილავს ექსპრესიულ კადრებს კოტე მიქაბერიძის მიერ, 1936 წელს, ვეფხისტყაოსნის თემაზე გადაღებული პირველი და ერთადერთი ფილმიდან.

გარდა ამისა, ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ტრადიციული ხალხური რეწვის გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.

როგორც კულტურის სამინისტროში იუწყებიან, სახელმწიფო ინსტიტუციებისა და კერძო სექტორის სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლებთან ერთად, კლუბში პარტნიორებად სამოქალაქო, პროფესიული და სხვა საზოგადოებრივი წრეების წარმომადგენლებს გაწევრიანება ნებაყოფლობით შეუძლიათ.

„წინასწარი გათვლებით, „ემეგობრე მემკვიდრეობის“ პარტნიორთა წრე 30 000-მდე წევრს გააერთიანებს, რომელთა წლიური საწევრო შენატანები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კომპლექსური რეაბილიტაციისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს შექმნის“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0