00:13 23 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
ნინო ცნობილაძე

ქართველი მომღერალი "უკრაინის ხმის" ფინალში გავიდა

FB / Голос країни (Voice of the Country)
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
34511

ნინი ცნობილაძემ უკრაინული ხალხური სიმღერა Чом ти не прийшов შეასრულა ქართული ინტერპრეტაციით.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველი შემსრულებელი ნინი ცნობილაძე უკრაინაში ვოკალური პროექტის "უკრაინის ხმის" მეშვიდე სეზონის პირდაპირი ეთერის ეტაპზე გავიდა.

ტურში "ნოკაუტები" ნინიმ შეასრულა უკრაინული ხალხური სიმღერა Чом ти не прийшов. ქართველმა ამ კომპოზიციის შესრულებაში მისთვის დამახასიათებელი სტილი და ქართული ჟღერადობა შეიტანა, რაც ჟიურის წევრებს ძალიან მოეწონათ.

„დიდი მადლობა, ეს სიმღერა თქვენებურად რომ იმღერეთ. უკრაინული ტექსტია, მაგრამ ის აბსულუტურად ქართულად შეასრულეთ. რა თქმა უნდა, მასში თქვენი ბუნება ჩანს. მთელი თქვენი თაობა ისმის. ეს იყო ჯადოსნური, ძალიან ლამაზი", — მიმართა ნინის ჟიურის წევრმა, მუსიკოსმა სერგეი ბაბკინმა.

თუმცა ცნობილაძემ ყველას მოხიბვლა ვერ მოახერხა. ჟიურის ოთხეულიდან ერთ-ერთმა — ტინა კაროლმა შენიშნა, რომ ქართველი მონაწილის გამოსვლა მას არ მოეწონა.

"არ ვიცი, დღეს რა გიშლიდათ ხელს, მაგრამ რაღაც გიშლიდათ გამოსულიყავით ისევე ბრწყინვალედ და გენიალურად, როგორც ადრე. ამიტომ, სიმართლეს გეტყვით, თქვენი ადრეული გამოსვლები უკეთესად იყო მომზადებული", — აღნიშნა კაროლმა.

მაგრამ კაროლს არ დაეთანხმა ნინის გუნდის ხელმძღვანელი, მომღერალი პოტაპი.

„თუ ტინა კაროლი ხედავს, რომ ადამიანში საფრთხეა, ის ილანძღება: „თქვენ ახლა უფრო ცუდად იმღერეთ, ვიდრე წინა ტურში!" ჰოდა, ნინი — სუპერმომღერალია", — მიიჩნევს პოტაპი.

სწორედ პოტაპის გადაწყვეტილების შედეგად ნინიმ პირდაპირი ეთერის ეტაპის ოთხიდან ერთ-ერთი ადგილი დაიკავა. ამ ეტაპზე პოტაპის გუნდში ნინისთან ერთად გამარჯვებისთვის იბრძოლებენ რომან რუსუ, ინგრეტ კოსტენკო და ვლადისლავ ბელიკი.

ნინი თბილისში მუსიკალურ ოჯახში დაიბადა – დედა მუსიკოსი მანანა ურუშაძეა, მამა — რამაზ ცნობილაძე, "სუხიშვილების" ყოფილი მოცეკვავე. ნინი არის რუსული ბოშური რომანსის ჟანრის ერთ–ერთი შესანიშნავი წარმომადგენლის თამარ წერეთლის შვილთაშვილი. თავად ნინი სამი წლიდან მღერის. საქართველოში ბევრ ვოკალურ და გასართობ პროექტში მონაწილეობდა: "ახალი ხმა", "საქართველოს ხმა", "ორი ვარსკვლავი", "ცეკვავენ ვარსკვლავები" და სხვ.

"უკრაინის ხმა" (Голос Країни) — ტელეარხ "1+1"-ის უკრაინული ვოკალური სატელევიზიო შოუ, ორიგინალური ფორმატის The Voice of Holland-ის ადაპტაციაა, რომელიც ჰოლანდიურ ტელევიზიის ეთერში პირველად 2010 წელს გამოჩნდა. უკრაინული შოუს ჟიურის წევრები არიან მომღერალი ტინა კაროლი, შარშანდელი "ევროვიზიის" გამარჯვებული ჯამალა, მუსიკოსი და პროდიუსერი პოტაპი და მუსიკოსი, მსახიობი და ჯგუფ "5"nizza–ს წევრი სერგეი ბაბკინი.

მთავარი თემები