21:32 17 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2699
  • 100 RUB4.6206
  • USD2.9608
გამოფენა

თბილისი პეტერბურგის არქიტექტურული სკოლის გამოფენას უმასპინძლებს

© Питерский институт живописи
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
5211

IArt Gallery-ში გამოფენაზე მისული დამთვალიერებელი რუსი სტუდენტების 44 ნამუშევარს იხილავს.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. მოსკოვის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან არსებული  ი. რეპინის სახელობის სანქტ-პეტერბურგის ფერწერის, ქანდაკებისა და არქიტექტურის ინსტიტუტის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა თბილისში,  IArt Gallery-ში, 27 თებერვალს გაიხსნება.  

არქიტექტურული განათლების საერთო სისტემაში პეტერბურგული სკოლის თავისებურებები საინტერესო იქნება არქიტექტორებისთვის, სტუდენტებისთვის და ხელოვნების მოყვარულთ. ექსპოზიციაზე „პეტერბურგის აკადემიური არქიტექტურული სკოლა“ დამთვალიერებელი რუსი სტუდენტების 44 ნამუშევარს იხილავს. 

„გამოფენაზე  ნაჩვენები იქნება მხატვარ-არქიტექტორის პროფესიული ფორმირების მთელი პროცესი — მისაღები გამოცდებიდან დაწყებული საკურსო ნამუშევრებით დაწყებული გრაფიკაში, არქიტექტურასა და გამომსახველობით ხელოვნებაში. ამ ასპექტში არქიტექტურული სკოლა ადრე ფართო პუბლიკის წინაშე არ გამოჩენილა, რომელიც ინტერესს იჩენდა არქიტექტურული ხელოვნებისა და პროფესიონალური სწავლებისადმი“, — აღნიშნავენ არქიტექტორები.

გამოფენის ოფიციალური გახსნის ცერემონია 27 თებერვალს, 19:00 საათზე, უზნაძის №3-ში გაიმართება. გამოფენა 4 მარტამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.

გამოფენის ორგანიზატორები არიან სანქტ-პეტერბურგის ფერწერის ინსტიტუტი, ა. გორჩაკოვის სახალხო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდი და ე. პრიმაკოვის რუსულ-ქართულო საზოგადოებრივი ცენტრი.


მთავარი თემები