თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. მოსკოვის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან არსებული ი. რეპინის სახელობის სანქტ-პეტერბურგის ფერწერის, ქანდაკებისა და არქიტექტურის ინსტიტუტის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა თბილისში, IArt Gallery-ში, 27 თებერვალს გაიხსნება.
არქიტექტურული განათლების საერთო სისტემაში პეტერბურგული სკოლის თავისებურებები საინტერესო იქნება არქიტექტორებისთვის, სტუდენტებისთვის და ხელოვნების მოყვარულთ. ექსპოზიციაზე „პეტერბურგის აკადემიური არქიტექტურული სკოლა“ დამთვალიერებელი რუსი სტუდენტების 44 ნამუშევარს იხილავს.
„გამოფენაზე ნაჩვენები იქნება მხატვარ-არქიტექტორის პროფესიული ფორმირების მთელი პროცესი — მისაღები გამოცდებიდან დაწყებული საკურსო ნამუშევრებით დაწყებული გრაფიკაში, არქიტექტურასა და გამომსახველობით ხელოვნებაში. ამ ასპექტში არქიტექტურული სკოლა ადრე ფართო პუბლიკის წინაშე არ გამოჩენილა, რომელიც ინტერესს იჩენდა არქიტექტურული ხელოვნებისა და პროფესიონალური სწავლებისადმი“, — აღნიშნავენ არქიტექტორები.
გამოფენის ოფიციალური გახსნის ცერემონია 27 თებერვალს, 19:00 საათზე, უზნაძის №3-ში გაიმართება. გამოფენა 4 მარტამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.
გამოფენის ორგანიზატორები არიან სანქტ-პეტერბურგის ფერწერის ინსტიტუტი, ა. გორჩაკოვის სახალხო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდი და ე. პრიმაკოვის რუსულ-ქართულო საზოგადოებრივი ცენტრი.