Ты супер!–ის ფინალისტები საბავშვო „ევროვიზიაზე“ მოხვედრას შეძლებენ

გამოწერა
ვოკალური კონკურსი Ты супер!, რომელიც ტელეკომპანია НТВ–სა და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Sputnik–ის ერთობლივ პროექტს წარმოადგენს, 11 თებერვალს დაიწყება.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. რუსეთის ტელეკომპანია НТВ–სა და სააგენტოს Sputnik–ის ერთობლივი პროექტის Ты супер! ფინალისტები საერთაშორისო ვოკალური კონკურსების Новая волна და საბავშვო „ევროვიზიის“ შესარჩევ ტურებში მიიღებენ მონაწილეობას.

ტელეარხ НТВ-ს პროექტი Ты супер! ნიჭიერ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს შანს აძლევს საკუთარ თავზე განაცხადი გააკეთონ და დიდ სცენაზე გაიკვალონ გზა. НТВ–ს გენერალური პროდიუსერი ტიმურ ვაინშტეინი დარწმუნებულია, რომ კონკურსში მონაწილეობა ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერლებისთვის ტრამპლინი გახდება: "Ты супер! НТВ–სთვის სრულიად არატიპური პროექტია, რომელიც ტელეარხის ეთერში საინტერესო ცვლილებათა სიას აგრძელებს. ჩვენ გვესმის, რომ შეგვიძლია იმ ბავშვების დახმარება, რომელთაც აქამდე დიდი აუდიტორიის წინაშე თავისი ნიჭის გამოვლენის საშუალება არ ჰქონდათ“.

ნანა ვარძელაშვილი: კონკურსის Ты Супер! მონაწილე საქართველოდან - Sputnik საქართველო
ნანა ვარძელაშვილი: კონკურსის Ты Супер! მონაწილე საქართველოდან

ვაინშტეინი პირობას დებს, რომ ახალგაზრდა ტალანტებთან ურთიერთობა ამ პროექტით არ დამთავრდება. ჟიურის შემადგენლობაში მსოფლიო დონის ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი მუსიკალური პროდიუსერი იგორ კრუტოი შევიდა. ის ისეთი დიდი მუსიკალური პროექტების პროდიუსერია, როგორებიცაა Новая Волна, Песня года და სხვა. ნორჩი ტალანტებისთვის კრუტოი არა მარტო მკაცრი მსაჯი, არამედ კეთილი ჯადოქარიც გახდება. Ты супер!-ის ფინალისტები Новая волна–სა და საბავშვო „ევროვიზიის“ შესარჩევ ტურებში მიიღებენ მონაწილეობას. ბავშვებისთვის კიდევ ერთი საჩუქარი გახდება მონაწილეობა ახალ მიუზიკლში Республика ШКИД, რომელიც НТВ–ს არხის ეთერში გავა.

Ты супер!-ის პრემიერამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. ვოკალისტების თითოეული დღე გაწერილია წუთების მიხედვით. მათი პირველი გამოცდა ჟიურის წევრების, სტუდიის სტუმრებისა და მილიონობით ტელემაყურებლის წინაშე გამოსვლა გახდება. ახლა ისინი ყველასთვის უცნობი ბიჭები და გოგონები არიან, მაგრამ მალე მათზე ბევრ ქვეყანაში ალაპარაკდებიან.

საბავშვო ვოკალური შოუს Ты супер! პირველი გამოშვება НТВ-ს არხზე 11 თებერვალს, 20:00 საათზე (თბილისის დროით 21:00 საათზე) დაიწყება.

პრეს-კონფერენცია, რომელიც საერთაშორისო საბავშვო შოუს Ты Супер! მიეძღვნა - Sputnik საქართველო
შოუ "Ты-супер": ნიჭის გამოვლენის შანსი

НТВ — მსხვილი კერძო ტელეკომპანიაა რუსეთში, რომელიც ფედერალურ მაუწყებლობას ახორციელებს. 1993 წლის ოქტომბერში ეთერში პირველი გასვლიდან НТВ სტაბილურად შედის რუსული ტელებაზრის ლიდერთა სამეულში.

НТВ — ტრანსლირებს რუსეთის ფედერაციის ყველა სუბიექტებზე და მოსახლეობის 99,2%-ს მოიცავს. რუსულენოვანი მაყურებლისთვის რუსეთის ფარგლებს გარეთ — ახლო საზღვარგარეთის, ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ავსტრალიის ქვეყნებში — НТВ ორ საერთაშორისო ვერსიას — НТВ-Мир-სა და НТВ-Америка-ს ახორციელებს.

НТВ დაარსების დღიდან წარმატებით ქმნის და ავითარებს მთავარ სატელევიზიო ჟანრებს. არხის პროგრამებს შორის ტრადიციულად ლიდერობს ჟურნალისტური გამოძიებები, დისკუსიები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე და, პირველ რიგში, ახალი ამბები და ანალიტიკა — НТВ-ს მაუწყებლობის საფუძველი.

რუსეთსა და მსოფლიოში НТВ-ს კოლექტივის პროფესიონალიზმი აღიარებულია. რეპორტიორები, მიმომხილველები და არხის ტელეწამყვანები ყოველწლიურად იღებენ სამთავრობო და ჟურნალისტურ ჯილდოებს. გასართობი პროექტები — მძაფრსიუჟეტიანი რუსული სერიალები და ფილმები, სოციალური და გასართობი პროგრამები, სათამაშო შოუები — არაერთხელ გამხდარან საავტორო პრემიების პრიზიორები.

Sputnik საქართველო" (sputnik-georgia.com) — სააგენტომ ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო. ის აერთიანებს ამავე სახელწოდების საინფორმაციო პორტალს ქართულ და რუსულ ენებზე და ინტერნეტ-რადიოს. Sputnik – ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ხელმომწერებს ახალი ამბების მიღება შეუძლიათ 24-საათიან რეჟიმში ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე.

ყველა ახალი ამბავი
0