01:18 20 იანვარი 2017
პირდაპირი ეთერი
ფილმი „სტუმარი“

საფრანგეთის კინოფესტივალზე საქართველოს მოკლემეტრაჟიანი ფილმი „სტუმარი“ წარადგენს

© FB / Фильм "Гость"
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
13 0 0

ფილმი „სტუმარი“ უკვე იყო წარდგენილი დიდ ბრიტანეთში გამართულ Bafta Qualifying Aesthetica Film Festival–ზე და ასევე კანის კინოფესტივალზე, გარდა ამისა, გახდა ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის (BIAF) პრიზიორი.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. საფრანგეთის ქალაქ ობანში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე საქართველოს სახელით წარდგენილი იქნება ნინო შაბურიშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „სტუმარი“.

ფესტივალი Aubagne International Film Festival სხვადასხვა ქვეყნების ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა ნამუშევრებს უწევს პოპულარიზაციას. განსაკუთრებული ყურადღება კინოფორუმზე ფილმების მუსიკალურ გაფორმებას — საუნდტრეკებს ეთმობა.

კინოფესტივალის პროგრამაში ტრადიციულად სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორების მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი სურათები იქნება წარმოდგენილი. წელს კინოფესტივალი 20–25 მარტს ჩატარდება, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

ქართული დრამა „სტუმარი“ მოგვითხრობს ათი წლის ანდროს შესახებ, რომელსაც, თანატოლებისგან განსხვავებით, ზაფხული არ უყვარს, ვინაიდან ამ დროს მას ყოველდღიურად მთელი დატვირთვით უწევს  მუშაობა — პლაჟზე მოხარშულ სიმინდს ჰყიდის.

ფილმის სიუჟეტის მიხედვით, საქართველოში დასასვენებლად ერთი ფრანგული ოჯახი ჩამოდის და ანდროს სადილზე დაპატიჟებს. ბიჭი ტურისტებთან სახლში მიდის და დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ექცევა ოფიციალური სტუმრის ამპლუაში აღმოჩენის და მის მიმართ უცხოელების დამოკიდებულების გამო.

ფილმი გადაღებულია Gemini-ს და Artizm-ის კომპანიების მიერ. ფილმში მონაწილეობენ ბექა სამადბეგიშვილი, ალექსანდრე დალაქიშვილი, გიორგი ბახუტაშვილი, ზვიად ჯორბენაძე და სხვები.

ფილმი „სტუმარი“ უკვე იყო წარდგენილი დიდ ბრიტანეთში გამართულ Bafta Qualifying Aesthetica Film Festival–ზე და ასევე კანის კინოფესტივალზე, გარდა ამისა, გახდა ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის (BIAF) პრიზიორი.

ფილმის რეჟისორი ნინო შაბურიშვილი 2011 წლიდან საფრანგეთში ცხოვრობს. წელს მან სტრასბურგის უნივერსიტეტის კინემატოგრაფიის ფაკულტეტი დაამთავრა.

მთავარი თემები