18:36 23 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2487
  • 100 RUB4.4689
  • USD2.9336
CineDOC-Tbilisi

CineDOC-Tbilisi-ის ფესტივალს მსოფლიო დოკუმენტალისტები დაესწრებიან

© photo: CineDOC-Tbilisi / FB
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
3001

CineDOC-Tbilisi - სამხრეთ კავკასიაში დოკუმენტური კინოს პირველი საერთაშორისო ფესტივალია.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალი CineDOC-Tbilisi მსოფლიო დოკუმენტალისტებს თბილისში მეოთხედ შეკრებს.  CineDOC-Tbilisi  - სამხრეთ კავკასიაში პირველი საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ფესტივალი პირველად 2013 წელს გაიმართა. 

წლევანდელ ფესტივალზე, რომელიც 21-25 ოქტომბრის პერიოდში ჩატარდება, წარმოდგენილი იქნება რუსეთის, ევროპის, სამხრეთ კავკასიის, აშშ-ის, ინდოეთის, უკრაინისა და ისრაელის დოკუმენტური ფილმები. კინოჩვენებები კინოთეატრებში: „ამირანი“, „რუსთაველი“ და ასევე Frontline Club-სა და გოეთეს ინსტიტუტში გაიმართება.

კინოფორუმის ფარგლებში დაგეგმილია დისკუსიების, პრეზენტაციებისა და სემინარების, ასევე ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენლებთან და სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორებთან შეხვედრა. CineDOC-Tbilisi 2016 დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო  კონკურსისა და რამდენიმე არასაკონკურსო კატეგორიებისგან შედგება.

პირველი კატეგორია — Focus Caucasus-ი, სადაც დოკუმენტურ ფილმებს კავკასიის რეგიონისა და მოსაზღვრე ქვეყნების კინორეჟისორები წარმოადგენენ. აქვე აჩვენებენ კავკასიის რეგიონისადმი მიძღვნილ ფილმებს. მეორე კატეგორია — ეს იქნება ფილმები ადამიანის უფლებებზე, უმცირესობების პრობლემებზე, გენდერული თანასწორობისა და სამოქალაქო აქტივობის შესახებ.

CineDOC-Young-ის მესამე სექციის ფარგლებში 8-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდების მიერ გადაღებულ ფილმებს წარმოადგენენ. ამ პორგრამაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ კინოჩვენებებზე დასწრებისა და დისკუსიებში მონაწილეობის მიღების.

კატეგორიაში „ქვეყანა ფოკუსში“ წელს პოლონეთია წარდგენილი. მაყურებელს საშუალება ექნება გაეცნოს თანამედროვე პოლონურ კინოინდუსტრიას, ხოლო ქართველ კინოპროფესიონალებს კი პოლონელ კოლეგებთან განამტკიცონ ურთიერთობები.

CineDOC-Tbilisi-ის ფესტივალის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს პროექტი Civil Pitch-ი, რომლის მიზანიცაა ქართველი პროფესიონალი კინომოღვაწეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრისათვის აქტიური საკომუნიკაციო სივრცის შექმნა.  აღნიშნული პროექტის ფორმატში, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გაიმართება პრეზენტაციები და დისკუსიები დოკუმენტური ფილმების, მათი რეალიზაციის პერსპექტივებისა და კინოწარმოების მხარდაჭერის აუცილებლობის შესახებ. 

გარდა ამისა, 23 ოქტომბერს,  Club Backstage 76-ში დაგეგმილია თემატური ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მუსიკოსები — დოკუმენტური ფილმების გმირები —  მიიღებენ.

ფესტივალის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ CineDOC-Tbilisi-ის ვებგვერდზე.  ფესტივალი CineDOC-Tbilisi საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის, ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის, გოეთეს ინსტიტუტისა და ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით.


მთავარი თემები