09:59 11 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0412
  • 100 RUB4.0143
  • USD2.6670
საგამოფენო დარბაზი

მოსკოვის „ვინზავოდში“ ქართული ხელოვნება შესახლდა

Вадим Шекун
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
3401

მოსკოვის ცნობილ საგამოფენო დარბაზ „ვინზავოდში“ ახალი გალერეა გაიხსნა, რომლის კურატორები ცნობილი ქართველი ფერმწერები - ძმები გიორგი და კონსტანტინე თოთიბაძეები გახდნენ. Sputnik-ი ახალი საგამოფენო სივრცის გახსნას ეწვია.

ლევ რიჟკოვი

„თოთიბაძის გალერეა“ ყოფილ „დუღილის საამქროშია“ განთავსებული. გახსნაზე თავი მოიყარეს მხატვრებმა, კოლექციონერებმა და ფერწერის მოყვარულებმა. ახალ გალერეაში პირველი მხატვრები, ვისი ნამუშევრებიც გამოიფინა, თავად გიორგი და კონსტანტინე არიან.

გიორგი თოთიბაძის განცხადებით, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ძმებს საკუთარი გალერეის გახსნაზე არც უფიქრიათ, მაგრამ ყველაფერი ერთმა შემთხვევამ გადაწყვიტა. 

ძმები გიორგი და კონსტანტინე თოთიბაძეები
ВАДИМ ШЕКУН
ძმები გიორგი და კონსტანტინე თოთიბაძეები

 „ზუსტად ორი  კვირის წინ მეგობარმა, კინორეჟისორმა მარინა წურწუმიამ დაგვირეკა და გვაცნობა, რომ მოსკოვის ცენტრში შენობის აღებისა და იქ ნამუშევრების გამოფენის შესაძლებლობა გაჩნდა. ჩვენ გალერისტების ამბიცია არასდროს გვქონია, მაგრამ ახლა, როცა მხატვრულ ცხოვრებაში ქაოსია გამეფებული, საკუთარი ხელოვნების საჩვენებლად ყველანაირი შესაძლებლობა უნდა გამოიყენო“, — აღნიშნა გიორგიმ.

მარინა წურწუმიას გარდა ახალი გალერეის ორგანიზებაში დიდი წვლილი შეიტანა კოლექცონერმა გიორგი ტაშკერმა. 

ძმები თოთიბაძეების ნამუშევრების გამოფენა
ВАДИМ ШЕКУН
ძმები თოთიბაძეების ნამუშევრების გამოფენა

ძმების ექსპოზიცია თავისებური საცდელი გამოფენაა. უკვე ერთ კვირაში აქ სხვა გამოფენა გაიმართება, მაგრამ ახლა თეთრ კედლებზე გიორგის პეიზაჟები და კონსტანტინეს ნატურმორტებია გამოფენილი.

ნატურმორტი კონსტანტინეს საყვარელი ჟანრია, სადაც, კრიტიკოსების აზრით, მხატვარმა უმაღლეს ოსტატობას მიღწია.

„ყველაფერი ბავშვობაში დაიწყო. მოსკოვში მიუნხენის პინაკოთეკის ექსპონატები ჩამოიტანეს. ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ფრანსისკო დე სურბარანის ნატურმორტმა. ასევე შთამაგონებდა ადრეული, „შავი“ სეზანი. საერთოდ კი პეიზაჟების ხატვაც შემიძლია და პორტრეტებისაც. თუ გიორგისთან პეიზაჟები უფრო მეტ სტილიზაციას ატარებს, ჩემთან ეს, უბრალოდ, სილამაზის კონსტატაციაა“, — აღნიშნა კონსტანტინემ. 

ძმები თოთიბაძეების ნამუშევრების გამოფენა
ВАДИМ ШЕКУН
ძმები თოთიბაძეების ნამუშევრების გამოფენა

გიორგი თოთიბაძე ერთ-ერთ თავის პეიზაჟს გვაჩვენებს და იქ ერთადერთი ცოცხალი არსების პოვნას გვთხოვს. ამ ამოცანასთან გამკლავება არ ისე ადვილია. როგორც აღმოჩნდა, ცოცხალი არსება — ეს ფურცელზე პატარა ალისფერი ლაქა — ჭიამაიაა.

ძმები საქართველოს ფარგლებს გარეთ კარგად ცნობილი შემოქმედებითი დინასტიის — თოთიბაძე-ქუთათელაძეების წარმომადგენლები არიან. 

გიორგი თოთიბაძის ნამუშევარი
ВАДИМ ШЕКУН
გიორგი თოთიბაძის ნამუშევარი

 „დედის მამა, აპოლონ ქუთათელაძე საქართველოში ძალზე ცნობილი ადამიანი იყო, მხატვარი, აკადემიკოსი. მისი სახელობისაა თბილისის სამხატვრო აკადემია. ის დიდი ხნის განმავლობაში იყო აკადემიის რექტორი, ბევრი რამ გააკეთა მისთვის, განავითარა. ამის შემდეგ ათ წელზე მეტხანს მისი რექტორი მამაჩვენი იყო. ისიც ასწავლიდა, ჩვენ მასთან ვსწავლობდით. გარდა ამისა, მამის ძმებმა — გურამმა, ტარიელმა და ყარამანმა საქართველოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებისთვის ბევრი გააკეთეს“, — განაცხადა გიორგიმ. 

ძმები თოთიბაძეების გამოფენის გახსნა
ВАДИМ ШЕКУН
ძმები თოთიბაძეების გამოფენის გახსნა

 

 

 

მთავარი თემები