მოსკოვის „ვინზავოდში“ ქართული ხელოვნება შესახლდა

© Вадим Шекунსაგამოფენო დარბაზი
საგამოფენო დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვის ცნობილ საგამოფენო დარბაზ „ვინზავოდში“ ახალი გალერეა გაიხსნა, რომლის კურატორები ცნობილი ქართველი ფერმწერები - ძმები გიორგი და კონსტანტინე თოთიბაძეები გახდნენ. Sputnik-ი ახალი საგამოფენო სივრცის გახსნას ეწვია.

ლევ რიჟკოვი

„თოთიბაძის გალერეა“ ყოფილ „დუღილის საამქროშია“ განთავსებული. გახსნაზე თავი მოიყარეს მხატვრებმა, კოლექციონერებმა და ფერწერის მოყვარულებმა. ახალ გალერეაში პირველი მხატვრები, ვისი ნამუშევრებიც გამოიფინა, თავად გიორგი და კონსტანტინე არიან.

გიორგი თოთიბაძის განცხადებით, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ძმებს საკუთარი გალერეის გახსნაზე არც უფიქრიათ, მაგრამ ყველაფერი ერთმა შემთხვევამ გადაწყვიტა. 

© ВАДИМ ШЕКУНძმები გიორგი და კონსტანტინე თოთიბაძეები
ძმები გიორგი და კონსტანტინე თოთიბაძეები - Sputnik საქართველო
ძმები გიორგი და კონსტანტინე თოთიბაძეები

 „ზუსტად ორი  კვირის წინ მეგობარმა, კინორეჟისორმა მარინა წურწუმიამ დაგვირეკა და გვაცნობა, რომ მოსკოვის ცენტრში შენობის აღებისა და იქ ნამუშევრების გამოფენის შესაძლებლობა გაჩნდა. ჩვენ გალერისტების ამბიცია არასდროს გვქონია, მაგრამ ახლა, როცა მხატვრულ ცხოვრებაში ქაოსია გამეფებული, საკუთარი ხელოვნების საჩვენებლად ყველანაირი შესაძლებლობა უნდა გამოიყენო“, — აღნიშნა გიორგიმ.

მარინა წურწუმიას გარდა ახალი გალერეის ორგანიზებაში დიდი წვლილი შეიტანა კოლექცონერმა გიორგი ტაშკერმა. 

© ВАДИМ ШЕКУНძმები თოთიბაძეების ნამუშევრების გამოფენა
ძმები თოთიბაძეების ნამუშევრების გამოფენა - Sputnik საქართველო
ძმები თოთიბაძეების ნამუშევრების გამოფენა

ძმების ექსპოზიცია თავისებური საცდელი გამოფენაა. უკვე ერთ კვირაში აქ სხვა გამოფენა გაიმართება, მაგრამ ახლა თეთრ კედლებზე გიორგის პეიზაჟები და კონსტანტინეს ნატურმორტებია გამოფენილი.

ნატურმორტი კონსტანტინეს საყვარელი ჟანრია, სადაც, კრიტიკოსების აზრით, მხატვარმა უმაღლეს ოსტატობას მიღწია.

„ყველაფერი ბავშვობაში დაიწყო. მოსკოვში მიუნხენის პინაკოთეკის ექსპონატები ჩამოიტანეს. ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ფრანსისკო დე სურბარანის ნატურმორტმა. ასევე შთამაგონებდა ადრეული, „შავი“ სეზანი. საერთოდ კი პეიზაჟების ხატვაც შემიძლია და პორტრეტებისაც. თუ გიორგისთან პეიზაჟები უფრო მეტ სტილიზაციას ატარებს, ჩემთან ეს, უბრალოდ, სილამაზის კონსტატაციაა“, — აღნიშნა კონსტანტინემ. 

© ВАДИМ ШЕКУНძმები თოთიბაძეების ნამუშევრების გამოფენა
ძმები თოთიბაძეების ნამუშევრების გამოფენა - Sputnik საქართველო
ძმები თოთიბაძეების ნამუშევრების გამოფენა

გიორგი თოთიბაძე ერთ-ერთ თავის პეიზაჟს გვაჩვენებს და იქ ერთადერთი ცოცხალი არსების პოვნას გვთხოვს. ამ ამოცანასთან გამკლავება არ ისე ადვილია. როგორც აღმოჩნდა, ცოცხალი არსება — ეს ფურცელზე პატარა ალისფერი ლაქა — ჭიამაიაა.

ძმები საქართველოს ფარგლებს გარეთ კარგად ცნობილი შემოქმედებითი დინასტიის — თოთიბაძე-ქუთათელაძეების წარმომადგენლები არიან. 

© ВАДИМ ШЕКУНგიორგი თოთიბაძის ნამუშევარი
გიორგი თოთიბაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გიორგი თოთიბაძის ნამუშევარი

 „დედის მამა, აპოლონ ქუთათელაძე საქართველოში ძალზე ცნობილი ადამიანი იყო, მხატვარი, აკადემიკოსი. მისი სახელობისაა თბილისის სამხატვრო აკადემია. ის დიდი ხნის განმავლობაში იყო აკადემიის რექტორი, ბევრი რამ გააკეთა მისთვის, განავითარა. ამის შემდეგ ათ წელზე მეტხანს მისი რექტორი მამაჩვენი იყო. ისიც ასწავლიდა, ჩვენ მასთან ვსწავლობდით. გარდა ამისა, მამის ძმებმა — გურამმა, ტარიელმა და ყარამანმა საქართველოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებისთვის ბევრი გააკეთეს“, — განაცხადა გიორგიმ. 

© ВАДИМ ШЕКУНძმები თოთიბაძეების გამოფენის გახსნა
ძმები თოთიბაძეების გამოფენის გახსნა - Sputnik საქართველო
ძმები თოთიბაძეების გამოფენის გახსნა

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0