ანანიაშვილი დიდ თეატრში სტრუჩკოვას 90 წლის საიუბილეო საღამოში მიიღებს მონაწილეობას

© FB / Valiko Mizandariნინო ანანიაშვილი
ნინო ანანიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის მხატვრული ხელმძღვანელი, რუსეთისა და საქართველოს სახალხო არტისტი ნინო ანანიაშვილი 1981 წელს დიდი თეატრის საბალეტო დასში მიიღეს, სააც მისი პედაგოგი გამოჩენილი ბალერინა რაისა სტრუჩკოვა იყო.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. დიდი თეატრის წარსულში პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი თავისი პედაგოგის, გამოჩენილი ბალერინა რაისა სტრუჩკოვას საღამოს ორგანიზებაში მიიღებს მონაწილეობას.

საღამო 2016 წლის 25 თებერვალს მოსკოვის დიდი თეატრის ისტორიულ სცენაზე გაიმართება. ანანიაშვილმა მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი დაამთავრა, 1981 წელს დიდი თეატრის დასში მიიღეს, სადაც მისი პედაგოგი რაისა სტრუჩკოვა იყო.

„წელს რაისა სტრუჩკოვას დაბადებიდან 90 წელი სრულდება და ლეგენდარული ბალერინას საპატივსაცემოდ დიდ თეატრში საიუბილეო საღამოს გავაკეთებ. ეს ჩემი ვალია ჩემთვის ძვირფასი ადამიანის წინაშე, რომელიც ჩემთვის არა მარტი პედაგოგი, არამედ რუსი დედაც იყო“, — განაცხადა ადრე ნინო ანანიაშვილმა.

ბალერინა ნინო ანანიაშვილი - Sputnik საქართველო
The Telegraph: ნინო ანანიაშვილი - ყველა დროის საუკეთესო ბალერინა

ბალერინას თქმით, თებერვალში ის დიდი თეატრის სცენაზე გამოვა, სადაც ბოლოს ათ წელზე მეტი ხნის წინ, ისტორიული სცენის რეკონსტრუქციის გამო დაკეტვის წინ იცეკვა. „ეს „გედების ტბა“ იყო, სადაც პარტნიორობას სერიოჟა ფილინი მიწევდა“, — აღნიშნა მან.

საღამოზე პირველად მოსკოვში ნაჩვენები იქნება ერთაქტიანი ბალეტი „საგალობელი“, რომელიც იური პოსოხოვმა — უწინ დიდი თეატრის ბრწყინვალე წამყვანი ბალერონი იყო და ამჟამად საბალეტო დასთან ქორეოგრაფის რანგში თანამშრომლობს. სპექტაკლის დადგმის ინიციატორია ნინო ანანიაშვილი, რომლისთვის საინტერესო აღმოჩნდა აკადემიურ სცენაზე ქართული ცეკვის გამოტანა, მისი სულის შენარჩუნება, მაგრამ, ამავე დროს, მისთვის კლასიკური ფორმის მიცემა.

„საგალობელი“ ერთმოქმედებიანი ბალეტია, შეიქმნა ქართულ და ქართველი კომპოზიტორების მუსიკაზე. ასრულებენ თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის მსახიობები.

მეორე მოქმედებაში ანანიაშვილი ალექსეი რატმანსკის მისტიკურ ბალეტში „ლეა“ გამოვა. სპექტაკლი მე-20 საუკუნის დასაწყისში ცნობილი პიესის სიუჟეტზე და ლეონარდ ბერნსტაინის მუსიკაზე სპეციალურად ქართველი პრიმასთვის შეიქმნა.

ყველა ახალი ამბავი
0