The Telegraph: ნინო ანანიაშვილი - ყველა დროის საუკეთესო ბალერინა

© photo: Sputnik / Юрий Абрамочкин / გადასვლა მედიაბანკშიბალერინა ნინო ანანიაშვილი
ბალერინა ნინო ანანიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ყველა დროის 12 უდიდესი ბალერინას“ სიის სათავეში მეოცე საუკუნის ლეგენდარული ბალერინა ანა პავლოვაა. მეორე ადგილზეა ასევე რუსი ბალერინა და პედაგოგი - გალინა ულანოვა.

თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. სახელოვანი ქართველი ბალერინა ნინო ანანიაშვილი პოპულარული ბრიტანული გამოცამა The Telegraph — ის „მსოფლიოს ყველა დროის 12 საუკეთესო ბალერინათა“ სიაში მოხვდა. 

დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალტირაჟიანი გამოცემის ვერსიით, ნინო ანანიაშვილი, რომელმაც მოსკოვის დიდი თეატრის სკოლა გაიარა და დღეს საქართველოს ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია, ყველა დროის ჭეშმარიტად დიდებული ბალერინაა. 

„მომაჯადოებელი გრაციოზულობა, საოცარი მისტიკა, პირადი მომხიბვლელობის მაგია, ინსტიქტური გამომსახველობა და ტექნიკური ჯადოსნობა, რაც იპყრობს საზოგადოების ყურადღებას თავისი შეუდარებელი ვნებებით — ეს ის თვისებებია, რითაც  ჭეშმარიტი ბალერინები გამოირჩევიან ჩვეულებრივი მოცეკვავეებისაგან“, — წერს ქართველ ბალერინაზე The Telegraph.

ნინო ანანიაშვილმა რეიტინგულ ბრიტანულ გამოცემაში მეექვსე ადგილი დაიკავა. „ყველა დროის 12 უდიდესი ბალერინას“ სიის სათავეში მეოცე საუკუნის ლეგენდარული ბალერინა ანა პავლოვაა. მეორე ადგილზეა ასევე რუსი ბალერინა და პედაგოგი — გალინა ულანოვა. 

© SPUTNIK/ ВЛАДИМИР ВЯТКИНნინო ანანიაშვილის გამოსვლა "წითელ მოედანზე"
ნინო ანანიაშვილის გამოსვლა წითელ მოედანზე - Sputnik საქართველო
ნინო ანანიაშვილის გამოსვლა "წითელ მოედანზე"

შემდეგ მოდიან ბრიტანელი მოცეკვავე და დიაგილევის რუსული ბალეტის მოცეკვავე ალისია მარკოვა და ლონდონის სამეფო ბალეტის პრიმა-ბალერინა, საბჭოთა კავშირიდან „გაქცეული“ რუდოლფ ნურიევის მუდმივი პარტნიორი მარგო ფონტეინი. 

Telegraph-ის ტოპ სიაში ასევე მოხვდნენ სამხრეთ აფრიკის მკვიდრი ნადია ნერინა, ფრანგი პრიმა ბალერინა სილვი გილემი, ბრიტანელი ბალერინა დარსი ბუშელი და სანკტ-პეტერბურგის მარიინის თეატრის პრიმა ულიანა ლოპატკინა. 

სიას ასრულებენ ინგლისური ეროვნული ბალეტის დასის ხელმძღვანელი, ესპანური წარმოშობის თამარა როხო, რუმინელი ბალერინა ალინა კოჟოკარუ და მიხაილოვის თეატრისა და ლონდონის სამეფო თეატრის  პრიმა-ბალერინა, 29 წლის ნატალია ოსიპოვა. 

ნინო ანანიაშვილი 1963 წელს თბილისში დაიბადა.  ბალეტის შესწავლა 10 წლის ასაკიდან დაიწყო, 1973 წელს იგი ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მიიყვანეს, შემდეგ კი სწავლა ქ. მოსკოვის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში განაგრძო, პედაგოგ ნატალია ზოლოტოვას ხელმძღვანელობით.

1977 წელს მოსკოვში განაგრძო მეცადინეობა დიდი თეატრის პრიმა-ბალერინა რაისა სტრუჩკოვასთან. 1980 წელს საბალეტო სასწავლებლის სპექტაკლში „კოპელია“ მისი სცენური დებიუტი შედგა. 1981 წელს ბოლშოის ბალეტში მიიღეს, როგორც სოლისტი და 1985-2004 წლებში ამ თეატრის პრიმა-ბალერინა იყო.

© SPUTNIK/ АЛЕКСАНДР МАКАРОВანდრის ლიეპა და ნინო ანანიაშვილი
ანდრის ლიეპა და ნინო ანანიაშვილი - Sputnik საქართველო
ანდრის ლიეპა და ნინო ანანიაშვილი

1988 წლიდან ნინო ანანიაშვილი გამოდიოდა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე. ის იყო პირველი მოცეკვავე, ანდრის ლიეპასთან ერთად, ყოფილი სსრკ-დან, რომელიც მიიწვიეს ბალანჩინის თეატრში „ნიუ-იორკ სიტი ბალე”, სადაც იცეკვა ჯორჯ ბალანჩინის ბალეტებში „სიმფონია დო მაჟორი“, „აპოლო“, „რაიმონდა ვარიაციები“. იგი ასევე გამოდიოდა ინგლისის სამეფო ბალეტში(კოვენტ-გარდენი), დანიის სამეფო თეატრში.

1993-2009 წლებში ნინო ანანიაშვილი ამერიკული ბალეტის თეატრის მიწვეული პრიმა-ბალერინა იყო. იგი შვედეთის,ნორვეგიის, პორტუგალიის, ფინეთის, ბავარიის, მონტე-კარლოს, ბირმინგემის, ბოსტონის, ტოკიოს და სხვა საბალეტო სცენების ხშირი სტუმარია.

არის საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტი, ზურაბ ანჯაფარიძისა და რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, საქართველოს პრეზიდენტის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი.

ნინო ანანიაშვილი პირველი ბალერინაა, რომელსაც ხელოვნების დარგში მიღწევებისათვის რუსეთის ეროვნული პრიზი „ტრიუმფი“ მიენიჭა.

© SPUTNIK/ АЛЕКСАНДР МАКАРОВსცენა ბალეტიდან "რომეო და ჯულიეტა". ჯულიეტას როლში - ნინო ანანიაშვილი
სცენა ბალეტიდან რომეო და ჯულიეტა. ჯულიეტას როლში - ნინო ანანიაშვილი - Sputnik საქართველო
სცენა ბალეტიდან "რომეო და ჯულიეტა". ჯულიეტას როლში - ნინო ანანიაშვილი

1997 წელს ნინო ანანიაშვილს ამერიკის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა მიანიჭა „წლის საუკეთესო ქალბატონის“ წოდება.

1999 წლის დეკემბერში ნ. ანანიაშვილს გადაეცა საფრანგეთის მეფეთა შტოს მემკვიდრის, პრინცესა მარია დე ბურბონის, მიერ დაწესებული საერთაშორისო პრემია „ოქროს ქალღმერთი“.

2002 წელს ნინო ანანიაშვილი დასახელდა ჟურნალ Dance Magazine-ის პრიზის მფლობელად, რომელიც ბალეტში ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე პრესტიჟულ ყოველწლიურ ჯილდოს წარმოადგენს.

ნინო ანანიაშვილი პირველი ბალერინაა, რომელსაც იაპონიაში გადაუხადეს საბალეტო მოღვაწეობის ათი და ოცი წლის იუბილე.

2004 წლიდან პრეზიდენტ სააკაშვილის მოწვევით ნინო ანანიაშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს ხელმძღვანელობს.

2004 წლის სექტემბრიდან ნინო ანანიაშვილი დაინიშნა ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელად. ათი თეატრალური სეზონის განმავლობაში დასში მისი ხელმძღვანელობით ორმოცდაათზე მეტი საბალეტო სპექტაკლი და მინიატურა დაიდგა. 

2007 წელს ნინო ანანიაშვილი, ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევისათვის საქართველოში, არჩეულ იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩად.

2011 წელს იტალიის პრეზიდენტმა დააჯილდოვა იტალიის სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენით. 

2012 წელს თბილისში, მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავების მონაწილეობით, აღინიშნა ნინო ანანიაშვილის სასცენო მოღვაწეობის 30 წლის იუბილე.


ყველა ახალი ამბავი
0