01:38 09 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4576
  • 100 RUB4.2035
  • USD3.1794
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
72 0 0

„მანდარინები“ ერთობლივი ქართულ-ესტონური ნამუშევარია, რომელიც 2013 წელსაა გადაღებული და რომელმაც საერთაშორისო ფესტივალების 15-ზე მეტი ჯილდო მიიღო. გაუდის პრემია ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოპრემიაა.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინანტი ქართული ფილმი „მანდარინები", რომელიც რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ გადაიღო, კიდევ ერთი პრესტიჟული ჯილდოს — ანტონიო გაუდის სახელობის პრემიის მფლობელი გახდა. 

„მანდარინებმა“ გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო ევროპული ფილმი“. დაჯილდოების ცერემონია ბარსელონაში 31 იანვარს გაიმართა. 

„დაჯილდოების ცერემონიალზე დაპატიჟებული ვიყავი. სამწუხაროდ, ესპანეთში ჩასვლა ვერ მოვახერხე. პირდაპირი ეთერიდან გავიგე, რომ „მანდარინები" საუკეთესო ევროპულ ფილმად აღიარეს. სცენაზე ჩემს მაგივრად ფილმის ესპანელი დისტრიბუტორი ავიდა“, —ციტირებს ურუშაძეს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი

ურუშაძის ფილმის კონკურენტები ბარსელონაში იყო: ბრიტანელი რეჟისორის, მეთიუ უორჩასის კომედია „სიამაყე“, ფრანგი ოლივიე ასაიასის დრამა „ზილს-მარია“ და „შვედი რუბენ ესტლუნდის „ფორს-მაჟორი“.

„მანდარინები“ ერთობლივი ქართულ-ესტონური ნამუშევარია, რომელიც 2013 წელსაა გადაღებული და რომელმაც საერთაშორისო ფესტივალების 15-ზე მეტი ჯილდო მიიღო. 

გაუდის პრემია ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოპრემიაა. კატალონიის კინოაკადემიამ ის 2009 წელს დააარსა. 


მთავარი თემები