03:38 23 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
თბილისი

თბილისური უქმეები: 20-22 ნოემბერი

კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
თბილისური უქმეები (71)
4201

 სიყვარულის სულის შემძვრელი ისტორია საქართველოს მთებში, ფოროსმანის სკანდალური ნახატი, ბალეტის ვნებანი და ფეხბურთის ჟინი, მოდური გერმანელი დიჯეები და როკერები საქართველოში — რა არაორდინალური ნაკრებია არა?! გიორგობის თვის თბილისი გაოცებთ და გითრევთ თავგადასავლების სამყაროში! ასე რომ იჩქარეთ, არ გამოტოვოთ ეს მოვლენები!

 პარასკევი, 20 ნოემბერი

 ტრადიციული თეატრი მოგბეზრდათ? ინებეთ ექსპერიმენტული! გალერეა Tilde-ში თბილისის ექსპერიმენტული თეატრი გიწვევთ ფრანგი დრამატურგის, 38 წლის ასაკში გარდაცვლილი ჟან-ლუკ ლაგარსის ფსიქოლოგიურ დრამაზე  „სახლში ვიყავი და ველოდი წვიმა როდის გადაიღებდა“.  ამ დრამატურგს ხშირად ფრანგ ჩეხოვად მოიხსენიებენ, ხოლო სამშობლოში, დრამატურგებს შორის პოპულარობით მხოლოდ შექსპირსა და მოლიერს თუ ჩამორჩება. ასე რომ, ამ ჟანრის თაყვანისმცემლებს ვურჩევთ არ გამოტოვონ ეს სპექტაკლი!

 ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსის ალექსანდრე ქართველის მიღწევებს შეგიძლიათ გაეცნოთ სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში, გამოფენაზე, რომელიც ცნობილ ქართველ ავიაკონსტრუქტორს ეძღვნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია საარქივო ფოტომასალა,  ცნობილი  თვითმფრინავების "F-84 Thunderjet", "F-105 Thunderchief" и "A-10".  ესკიზები და მაკეტები. მუზეუმი ყოველ დღე მუშაობს გარდა ორშაბათისა. 

 თანამედროვე ქართული კინემატოგრაფიის სიახლე! რეჟისორ ლევან თუთბერიძის ფილმი „ცხრა მთას იქით“, რომელიც ძალიან ბევრი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი გახდა. „ცხრა მთას იქით“ – ინგლისელი ფოტოგრაფის ემის ისტორიაა, რომელიც საქართველოში ჩამოდის ფოლკლორულ ექსპედიციაში და მოულოდნელად მთებში თავის სიყვარულს შეხვდება. ახალგაზრდა გოგონას გულში ძლიერ გრძნობას აღვიძებს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანი სოფლის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცი, თუმცა სასიყვარულო განცდებთან ერთად, ემის მოუწევს შეეჩეხოს ამ თვითმყოფადი მხარის ძველებურ, მკაცრ ტრადიციებს.

 ფილმის ნახვა თბილისის ყველა კინოთეატრში შეგიძლიათ. აღსანიშნავია, რომ ლევან თუთბერიძის მეორე ფილმი „მოირა“ საქართველოდან „ოსკარზეა“ ნომინირებული.

  შაბათი, 21 ნოემბერი

 ХХ საუკუნის  უდიდესი ქართველი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის მოსმენა პოეტის მემორიალურ სახლ-მუზეუმში შეგიძლიათ. იქ, პოეზიის საღამოზე სახელწოდებით „მე გალაკტიონს ვკითხულობ“ თბილისის N51 სკოლის მოსწავლეები გაიხსენებენ ქართველ პოეტს და მის საუკეთესო ლექსებს წაიკითხავენ.

 ამ უქმეებზე გულდაწყვეტილნი არც სპორტული გულშემატკივრები დარჩებიან. ფეხბურთში ეროვნული პირველობის ლიდერის თბილისის „დინამოსა“ და „სამტრედიას“ მატჩი „დინამო არენას“ სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის მეთორმეტე ჩემპიონატის ფარგლებში შედგება. ხოლო კალათბურთის გულშემატკივრებს, სამი შეჯიბრით შეუძლიათ დატკბნენ: კალათბურთში ქართული სუპერლიგის მეექვსე ტურის ფარგლებში „დინამო“ ოლიმპთან ითამაშებს, „რუსთავი“ „აკადემიასთან“ და „“მზარდები“ „სოხუმთან“. ყველა მატჩი თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება. 

 ნამდვილი გერმანული ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს საშუალება ექნებათ თბილისურ კლუბ "Bassiani"-ში პოპულარული გერმანელი დიჯეის რომან ფლიუგელის (Roman Flügel) და ფრანკფუტის ერთ-ერთი ყვალაზე მოდური ღამის კლუბის "Robert Johnson"-ის პრეზიდენტის ოლივერ ხაფენბაუერის (Oliver Hafenbauer) მუსიკით დატკბნენ. Deep House, German House და Minimal House-ის მოყვარულებისათვის ამ კონცერტის გაცდენა რეკომენდირებული არ არის!

 კვირა, 22 ნოემბერი

ბალეტომანების საყურადღებოდ! მხოლოდ ამ უქმეებზე, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასი, გრობოედოვის თეატრის სცენაზე ცნობილ ბალეტს „დონ კიხოტს“ წარმოგიდგენთ. სამმოქმედებიან ბალეტში მთავარ პარტიებს ასრულებენ თეატრის სოლისტები — ლალი კანდელაკი და იონენ ტაკანო. 

 უნიკალური საჩუქარი ელით ქართველ როკერებს კვირას — მსოფლიოში უდიდესი მძიმე მუსიკის ფესტივალის Wacken Open Air-ის სამყაროში შესაბიჯებლად მათ რუსთაველის კინოთეატრი ეპატიჟება. ჯერ ნაჩვენები იქნება ფილმი Wacken 3D — Louder Than Hell (Wacken 3D – ჯოჯოხეთზე ხმამაღლა). ეს არის ისტორია ცნობილ ვაკენზე, მის გადარეულ ფანატებზე მთელი მსოფლიოდან, რომლებიც სხვადასხვა წელს ჩადიოდნენ გერმანიაში, რათა მოესმინათ ცნობილი მუსიკალური კოლექტივების Deep Purple, Anthrax, Motorhead, Rammstein, Annihilator, Alice Cooper და სხვათა ცნობილი ჰიტები. ექსკლუზიური კინოჩვენების შემდეგ, როკერებს ცოცხალი მუსიკის კონცერტზე მიიწვევენ ქართული ალტერნატიული და როკ მუსიკის ჯგუფები. ასევე ელოდებიან სპეციალურ სტუმრებს გერმანიიდან The Coffin Riders. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

 და ბოლოს, ცოტა რამ ფიროსმანის სკანდალური ტილოს შესახებ! ამ უქმეებზე დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ქართველი პრიმიტივისტის ცნობილ ტილოს „არსენალის მთა ღამით“ წარმოგიდგენთ. ნიკო ფიროსმანის ამ ნახატმა განსაკუთრებით მას შემდეგ გაითქვა სახელი, რაც მიმდინარე წლის ზაფხულში აუქციონზე ქართველმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა იგი  მილიონ ნახევარ დოლარად შეიძინა და საქართველოს ხელოვნების ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადასცა. ეჭვგარეშეა ამ შედევრის ნახვა საკუთარი თვალით ნამდვილად ღირს!


თემები:
თბილისური უქმეები (71)

მთავარი თემები