02:07 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
კონფლიქტები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრეზიდენტი (152)
8810

რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას ალტერნატივა არ გააჩნია, დარწმუნებულია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. კავკასიაში საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის ახალი ეპოქა იწყება, ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას. 

გუშინ აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის სახელმწიფო მეთაურებმა ხელი მოაწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრიდან ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. განცხადების თანახმად, ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები განთავსდებიან, აზერბაიჯანი და სომხეთი დაკავებულ პოზიციებზე დარჩებიან და ამასთან ტყვეთა გაცვლას დაიწყებენ.

„კავკასიაში ახალი ეპოქა იწყება, ვულოცავ ჩვენს მეგობრებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, ტრაგიკული ომის დასრულებას და მადლობას ვუხდი ფასილიტატორებს. თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. მშვიდობასა და სტაბილურობას ალტერნატივა არ გააჩნია. ერთად ვიწყებთ თანამშრომლობის ახალ ეტაპს საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის“, – დაწერა ზურაბიშვილმა Twitter-ზე.

სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარ განცხადებაში აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება მისთვის მძიმე გადაწყვეტილება იყო. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, თავის მხრივ, დოკუმენტის ხელმოწერას სომხეთის კაპიტულაცია უწოდა. მისი თქმით, შეთანხმება მაქსიმალურად ხელსაყრელია ბაქოსთვის, ახლა საომარი ეტაპი დასრულდა და შესაძლებელია პოლიტიკურ საკითხებზე გადასვლა. 

სომხეთის მოქალაქეებს პრემიერ ფაშინიანის განცხადებაზე მთიან ყარაბაღში ომის დასრულებისა და ტერიტორიების დაკარგვის შესახებ მყისიერი რეაგირება ჰქონდათ. მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა. მომიტინგეები შენობაში შეიჭრნენ, ფაშინიანის კაბინეტი დაარბიეს და სახელმწიფო სიმბოლიკა გაიტაცეს. ამის შემდეგ ისინი პარლამენტისკენ დაიძრნენ.

მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო, რაშიც ერევანი და ბაქო ერთმანეთს სდებენ ბრალს. მხარეებმა რამდენჯერმე მოილაპარაკეს ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ ბრძოლები ამ დრომდე გრძელდებოდა.

კონფლიქტის მონაწილეებმა სრული ან ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადეს. ომმა მშვიდობიანი მოსახლეობა იმსხვერპლა.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო, როდესაც ავტონომიის მოსახლეობის სომხურმა ნაწილმა საბჭოთა აზერბაიჯანის შემადგენლობიდან საბჭოთა სომხეთის შემადგენლობაში გადასვლა მოისურვა. კონფლიქტი 1990-იანი წლების დასაწყისში სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. 1992–1994 წლებში ბაქომ მთიან ყარაბაღზე და მიმდებარე შვიდ რაიონზე კონტროლი დაკარგა.

თემები:
საქართველოს პრეზიდენტი (152)

მთავარი თემები