როგორ გაასაღა ქართველმა თაღლითმა ინდაურები ფარშევანგებად: ნამდვილი ამბავი

CC BY 2.0 / Tax Credits / Money Plantმონეტები
მონეტები - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
გამოწერა
ცხოვრებისეული ტვირთის ზიდვა რომ მარტივი არ არის, ეს ცნობილი ფაქტია. ისიც ყველამ იცის, რომ სირთულეებთან გამკლავება ყველას პატიოსნად არ შეუძლია... ან არ უნდა.

ისტორიამ არაერთი მაგალითი იცის გაუგონარი აფერებისა, რომელთა „შემოქმედებიც“ დიდ ფულსაც იჯიბავდნენ და მავანთა სიბრიყვით ერთობოდნენ კიდეც.

დღეს რამდენიმე მათგანზე გიამბობთ.

ფულის გადაცემა ხელიდან ხელში - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2020
როგორ გაყიდა ფირმა „შიბლამ“ ისტორიული ხომალდი: ქართველი თაღლითების ნამდვილი ისტორიები

ეს ამბავი უკრაინაში მოხდა, როცა საზღვრები უკვე გახსნილი იყო და უცხოელებთან საქმიანი ურთიერთობა — ნებადართული.

ერთ-ერთი იაპონური ფირმის წარმომადგენელმა მილიციაში განცხადება შეიტანა, რომლითაც ის ფირმა „ფარშევანგის“ დირექტორის, ვინმე არნოლდ ზაუერის დაპატიმრებასა და მისგან 1,4 მლნ დოლარის დაბრუნებას მოითხოვდა.

ბიზნესმენის განცხადებით, ზაუერის ფირმას იაპონიაში ათასი ცალი ფარშევანგი უნდა გაეგზავნა, ამის ნაცვლად კი მათ შეღებილი ინდაურები მიართვა.  

— ჩვენ ალბათ ვერც კი მივხვდებოდით თაღლითობას, რომ არა ჰოკაიდოს პორტში წამოსული კოკისპირული წვიმა. ინდაურები ისე ოსტატურად იყვნენ გაკრეჭილი და ფერად-ფერადად მოხატულები, რომ ნამდვილ ფარშევანგებს ჰგავდნენო, ჩიოდა იაპონელი.

ბუნებრივია, მილიცია ფირმა „ფარშევანგის“ კვალს მიჰყვა და ორთვიანი ძიების შემდეგ მისი დირექტორი ვლადივოსტოკის პორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც შეღებილი ინდაურების ათასცალიან პარტიას კანადურ გემზე ატვირთინებდა ჩრდილოეთ ამერიკაში გასაგზავნად. მას 1,2 მლნ დოლარი და ყალბი საბუთები უპოვეს.

ზაუერი სინამდვილეში ქუთაისელი მხატვარი-დიზაინერი აღმოჩნდა, რომელიც პროფესიულ ოსტატობას ინდაურების „გაფარშევანგებას“ ახმარდა.

***

გლობუსი და საწერი მოწყობილობა სამუშაო მაგიდაზე - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2019
ავანტურისტი და თაღლითი ქართველი პატრიოტი, ანუ ამბავი გურული აზნაურისა

ეს ამბავი კი მოსკოვში ჩაიდინა სამმა ქართველმა. ერთ დღეს სოლიდურად გამოწყობილი ყმაწვილი, რომელსაც ხელში ვიოლინო ეჭირა, საფირმო მაღაზიაში შევიდა და მუსიკალური ცენტრის ყიდვა დააპირა. მაგრამ მცირე თანხა დააკლდა. ამიტომ გამყიდველს მოკრძალებით სთხოვა, ფულის სანაცვლოდ ვიოლინოს დავტოვებ, რამდენიმე საათში მოვალ და გადავიხდიო. ქალბატონი გამყიდველიც დათანხმდა, რადგან თანხა უმნიშვნელო იყო, ვიოლინო კი ძვირფასი ნივთი ჩანდა.

კმაყოფილი ახალგაზრდა „ფულის მოსატანად“ წავიდა, ცოტა ხნის შემდეგ კი მაღაზიის წინ „მერსედესი“ გაჩერდა და იქიდან უცხოელი ცოლ-ქმარი გადმოვიდა. ვიტრინების დათვალიერებისას ისინი კუთხეში მიყუდებული ვიოლინოთი დაინტერესდნენ და გამყიდველს ნივთის ჩვენება სთხოვეს. აღფრთოვანებულმა ცოლ-ქმარმა მისი შეძენა გადაწყვიტა, მაგრამ გამყიდველი უარზე იყო, არ იყიდება, ჩვენი არ არისო. უცხოელები არ ეშვებოდნენ მაღაზიის თანამშრომელს, გრანდიოზული თანხა შესთავაზეს, ოღონდ ვიოლინო დაეთმო... და მაშინ გამყიდველმა კლიენტები მეორე დღისთვის დაიბარა. უცხოელებმა მას სასტუმროს მისამართი და ადმინისტრატორის ტელეფონი დაუტოვეს.  

მალე ყმაწვილიც დაბრუნდა, გამყიდველს დანაკლისი თანხა ჩაუთვალა და ის იყო, უკვე წასვლას აპირებდა, რომ ნოქარმა ჰკითხა, თქვენი ვიოლინო ძალიან მომეწონა და ხომ არ გაყიდითო? ახალგაზრდამ მტკიცე უარი განაცხადა, ეს ერთადერთი რამაა, რაც გამაჩნიაო. მაშინ გამყიდველმა პროფესიონალიზმი გამოიჩინა, ვაჭრობა დაიწყო და კარგა სოლიდური თანხაც შესთავაზა. ბევრი ყოყმანის შემდეგ მუსიკოსი ინსტრუმენტის გაყიდვას დათანხმდა, ოღონდ იმ პირობით, რომ მაღაზიის თანამშრომელი ფულს იქვე გადაუხდიდა. 

დანიელ სვაროვსკის 120 წლისთავისადმი მიძღვნილი სამახსოვრო ბარათი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2016
დანიელ სვაროვსკი — იმიტატორი, თაღლითი თუ გენიოსი

სარფიანი გარიგებით აღფრთოვანებულმა მოლარემ ფული მყის ჩაუთვალა ახალგაზრდას და „ძვირფას“ ვიოლინოს დაეუფლა. მაღაზიიდან გასვლისას ყმაწვილმა სევდიანი მზერა შეავლო ინსტრუმენტს, თქვენი ასეთი დაჟინებული თხოვნა რომ არა, ამ ნივთს ნამდვილად ვერ შეველეოდიო. გამყიდველმა მუსიკოსს დიდი მადლობა გადაუხადა, მანქანა გაუჩერა და შინ გაუშვა.

მერე სასწრაფოდ ტელეფონს ეცა, რომ უცხოელი ცოლ-ქმრისთვის დაერეკა და ვიოლინო ზედმეტ ფასად მიეყიდა. ამ გზით მაღაზიის სალაროდან აღებულ თანხასაც დაფარავდა და კარგა გვარიანი მოგებაც დარჩებოდა. მაგრამ ოცნება ხუხულასავით ჩამოეფშვნა თავზე, როცა სასტუმროს ადმინისტრატორმა უთხრა, მაგ გვარის ცოლ-ქმარს არასდროს უცხოვრია ჩვენთანო.

რაღა თქმა უნდა, ისინი არც მას შემდეგ გამოჩენილან. 

***

ინგლისური კანონმდებლობა კავშირგაბმულობის სამინისტროს ნებას რთავს, რომ სატელეფონო „ატეესი“ კერძო საკუთრებაში გადასცეს. ამ ნორმით შესანიშნავად ისარგებლეს ქართველმა თაღლითებმა. მათ სატელეფონო კვანძი იყიდეს და მომსახურებაზე იმაზე გაცილებით მაღალი საფასური დააწესეს, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ღირდა. როდესაც „ატეესს“ რეგისტრაციაში ატარებდნენ, მაშინვე გააფრთხილეს, ისეთ ფასს ადებთ, ამ კვანძით მილიონერიც ვერ ისარგებლებსო. თუმცა თაღლითებმა ეს ისედაც იცოდნენ.

მობილური ტელეფონი - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2017
ახალი მსოფლიო აფერა: სასწრაფოდ გათიშეთ ტელეფონი, თუ ეს კითხვა დაგისვეს

მათი სამუშაო სქემა ასეთი იყო: ერთ-ერთი მათგანი მილიონერების უბანში მცხოვრებ ოჯახს პიცით ხელში ადგებოდა და თავაზიანი ღიმილით მათ ვითომ შეკვეთილ პროდუქტს სთავაზობდა. ბუნებრივია, სახლის პატრონი უარს ეუბნებოდა შეკვეთის მიღებაზე, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. თაღლითი კი უმტკიცებდა, ჩვენს ფირმაში დარეკეს და შეკვეთის ფურცელზეც თქვენი მისამართია მინიშნებულიო. დავა იმით მთავრდებოდა, რომ სახლის პატრონი ფირმაში რეკავდა დეტალების დასაზუსტებლად და განმარტების მისაღებად. „პიცერიის“ ტელეფონის ნომერი კი ქართველების მიერ შეძენილ ძვირადღირებულ „ატეესს“ ეკუთვნოდა. ხანგრძლივი საუბრის შემდეგ „ფირმა“ შეკვეთას აუქმებდა და შეცდომისათვის მოკრძალებულად იხდიდა ბოდიშს...

ერთი თვის შემდეგ კი პიცის ყველა „შემკვეთს“ სატელეფონო საუბრისთვის კოლოსალური გადასახადი მისდიოდა.

ამ გზით ქართველმა აფერისტებმა კარგა დიდი ქონება დააგროვეს...

ყველა ახალი ამბავი
0