დანიელ სვაროვსკი — იმიტატორი, თაღლითი თუ გენიოსი

© FB/Swarovski Crystalsდანიელ სვაროვსკის 120 წლისთავისადმი მიძღვნილი სამახსოვრო ბარათი
დანიელ სვაროვსკის 120 წლისთავისადმი მიძღვნილი სამახსოვრო ბარათი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელოვნური თვლების შექმნას სხვადასხვა თვალით შეიძლება შევხედოთ, ანუ ან თაღლითობად და ძვირფასი ქვების გაყალბებად აღვიქვათ, ან კიდევ იმიტაციის ხელოვნებად, რომელიც გვარიანად გვიმცირებს ხარჯებს სამკაულების საყიდლად.

ვფიქრობთ, ერთიცა და მეორე მოსაზრებაც თანაბრად მართებულია. სწორედ ამიტომაც უწოდებდნენ დანიელ სვაროვსკის როგორც ეშმაკ თაღლითს, ისე ილუზიის ოსტატსაც და საიუველირო საქმის მეტრსაც.

© FB/Swarovski Crystalsდანიელ სვაროვსკი
დანიელ სვაროვსკი - Sputnik საქართველო
დანიელ სვაროვსკი

და, მაინც, რაც უნდა დავარქვათ, სვაროვსკიმ მოახერხა და საკუთარი კომპანია მსოფლიოს კრისტალების მწარმოებელ უმთავრეს წარმოებად აქცია.

ყალბი ძვირფასი ქვების დამზადებით ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში გაითქვა სახელი ჟორჟ ფრედერიკ სტრაზმა. თავის დროზე ის ავანტიურისტად მიაჩნდათ, მაგრამ მოგვიანებით სწორედ მის პატივსაცემად ეწოდა სტრაზები ძვირფასი ქვების იმიტაციას. ასე რომ, დანიელ სვაროვსკი პირველი არ იყო, ვისაც ძვირფასი ქვების იმიტირების იდეა მოუვიდა თავში. თუმცა პირველი იყო, ვინც ფაბრიკაცია მოდურ ტრენდად გარდაქმნა და ქალბატონები დაარწმუნა, რომ მათი ტარება მოდურიც იყო და პრესტიჟულიც.

© FB/Swarovski Crystalsდანიელ სვაროვსკი პირველი იყო, ვინც ფაბრიკაცია მოდურ ტრენდად გარდაქმნა
დანიელ სვაროვსკი პირველი იყო, ვინც ფაბრიკაცია მოდურ ტრენდად გარდაქმნა - Sputnik საქართველო
დანიელ სვაროვსკი პირველი იყო, ვინც ფაბრიკაცია მოდურ ტრენდად გარდაქმნა

სვაროვსკის თაღლითად და ყალბისმქნელად მიჩნევა არასწორია თუნდაც იმიტომ, რომ მას არასდროს შეუყვანია ადამიანები შეცდომაში, არასდროს დაუმალავს, რომ მისი ნაკეთობები ბუნებრივი ძვირფასი ქვებისგან არ იყო დამზადებული.

დანიელ სვაროვსკის საქმიანობის სფერო მისი დაბადების მომენტიდან იყო განსაზღვრული. ის 1862 წელს დაიბადა ჩრდილოეთ ბოჰემიაში, რომელიც უკვე განთქმული იყო ბოჰემიური მინის წარმოებით. დანიელის მამასაც ჰქონდა მინის სახელოსნო, რომელშიც ბიჟუტერიას ამზადებდა და მერე ცალობით ჰყიდდა, რასაც დიდი შემოსავალი არ მოჰქონდა. დანიელი სულაც არ აპირებდა მამის საქმე განეგრძო, სხვა მისწრაფებები ჰქონდა: მევიოლინე უნდოდა გამოსულიყო და სერიოზულად მეცადინეობდა მუსიკაში. მაგრამ მერე, გაუგებარი მიზეზით, მუსიკას შეეშვა და პარიზში გაემგზავრა საინჟინრო საქმის შესასწავლად.

© FB/Swarovski Crystalsდანიელ სვაროვსკის მუზეუმი
დანიელ სვაროვსკის მუზეუმი  - Sputnik საქართველო
დანიელ სვაროვსკის მუზეუმი

მერე დანიელი ელექტროტექნიკით დაინტერესდა და ელექტროხელსაწყოების შექმნამ გაიტაცა და 1883 წელს ვენაში წავიდა ამ თემაზე პირველი გამოფენის სანახავად. სწორედ იქ დაებადა მინის დასახვეწ-გასაპრიალებლად ელექტრობის გამოყენების იდეა და საქმესაც შეუდგა.

ახალი ხელსაწყოს შექმნასა და გამოცდას ათი წელი შეალია. ბოლოს, როგორც იქნა, 1892 წელს საკუთარ გამოგონებაზე პატენტი მიიღო. ეს იყო ხელსაწყო, რომელიც ბროლს სწრაფად და ხარისხიანად აწახნაგებდა. სწორედ მისი მეშვეობით შეძლო სვაროვსკიმ ბროლისგან დამზადებული „ბრილიანტების“ მასიურად წარმოება.

დანიელი ბოჰემიაში აღარ დაბრუნებულა, ავსტრიაში დაფუძნდა, დაბა ვატენსში. მერე ნახევრადდანგრეული ქარხნის შენობა შეისყიდა, ბროლის ნაკეთობების ფაბრიკა გახსნა და…

მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს პაწია სოფელი წლების შემდეგ ბროლის იმპერიად და ტურისტულ მექად იქცეოდა.

წარმოება სწრაფად ვითარდებოდა. 1900 წელს დანიელმა ფაბრიკა გააფართოვა, დამატებით 200 მუშა დაიქირავა და საკუთარ წარმოებას Swarovski დაარქვა.

© FL/ David Torciviaსვაროვსკის ჭაღი
სვაროვსკის ჭაღი - Sputnik საქართველო
სვაროვსკის ჭაღი

ოსტატის მთავარი ნოუ-ჰაუ ბროლის დამუშავების ტექნოლოგია კი არ იყო, არამედ ხელოვნური ბროლის მისაღები საწყისი მასალების შემადგენლობის საიდუმლო ფორმულა. სწორედ ამის გამოა სვაროვსკის ბროლის კრისტალები ესოდენ უჩვეულოდ გამჭვირვალე და ელვარე. ეს ფორმულა დღემდე უმკაცრესადაა გასაიდუმლოებული.

ХХ საუკუნის დასაწყისში მოდის მიმდევარი ქალბატონები უკვე თამამად ირგებდნენ „ყალბ“ სამკაულებს — აღარ ერცხვინებოდათ მათი ტარება. კოკო შანელი და ელზა სკიაპარელი კი მათ საკუთარ კოლექციებში იყენებდნენ. შანელი ამბობდა კიდეც, სამკაული ბევრი უნდა იყოს, მაგრამ ბევრი ნამდვილი ძვირფასეულობა უგემოვნობისა და ყოყოჩობის ნიშანიაო.

© FL/ NAParishსვაროვსკის თვლებით შემკული ავტომობილი პარიზის ავტოშოუზე
სვაროვსკის თვლებით შემკული ავტომობილი პარიზის ავტოშოუზე - Sputnik საქართველო
სვაროვსკის თვლებით შემკული ავტომობილი პარიზის ავტოშოუზე

ბიჟუტერია იმ პერიოდიდან აღარ მიიჩნევა ცუდ ტონად თვით მეფის კარზეც კი. ის კი არა, „ელიტარული ბიჟუტერიის“ ცნებაც კი გაჩნდა, რომლის მთავარი მწარმოებელიც სწორედ დანიელ სვაროვსკი იყო.

ბროლის იმპერიის დამაარსებელი 1956 წელს გარდაიცვალა, როცა უკვე 94 წლისა იყო. მისი საქმე შვილებმა და შვილიშვილებმა განაგრძეს და კიდევ უფრო განავრცეს. სამკაულების გარდა ახლა ბრენდი „სვაროვსკი“ ჭაღების ბურთულებსაც ამზადებს, ბროლის სუვენირებსაც და უფრო მეტიც: ავტომობილების ტიუნინგსაც კი აკეთებს. 

ყველა ახალი ამბავი
0