გმირობა ქართველთ ხვედრია: რამდენიმე ამბავი სიმამაცეზე

© Pixabay / kat7214ქვიშის საათი
ქვიშის საათი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში „გმირის“ ცნება მას შემდეგ დამკვიდრდა, რაც კოლხეთში სისასტიკით ცნობილმა კიმირიელებმა ილაშქრეს

ქრისტეშობამდე დაახლოებითVIII საუკუნეში კოლხეთს კიმერიელთა ურიცხვი ურდო შემოესია. კიმერიელებმა ტაიფუნივით გადაურეს ჩვენს ქვეყანას და მცირე აზიაში გადაინაცვლეს. კოლხებმა ვერ შეძლეს მათთვის წინააღმდეგობის გაწევა. გარდა იმისა, რომ მტერი მრავალრიცხოვანნი გახლდა, მათ ჰყავდათ უშიშარი და გულადი მეომრები, რომელთაც „გიმირებს“ უწოდებდნენ. მათ კი ვერავინ და ვერაფერი უდგებოდათ წინ და კოლხებიც მათთან პაექრობაში დამარცხდნენ.

Меч поднятый вверх - Sputnik საქართველო
ზოგი ჭირი მარგებელია, ანუ როგორ გააღვიძა მტრის სისასტიკემ ქართველთა მებრძოლი სული

სწორედ კიმერიელთა თავზარდამცემი ლაშქრობის დროს დამკვიდდრდა ჩვენს მეტყველებაში „გიმირის“, ანუ გმირის ცნება. უფრო მეტიც, ჩვენი ქვეყანა საუკუნეთა განმავლობაში გმირების — გულადი და მამაცი ადამიანების ნამდვილი სამჭედლოდ გახდა, რომლებიც კვდებოდნენ, მაგრამ მტრის წინაშე ქედს არ იხრიდნენ.

ქვემოთ რამდენიმე ისტორიას გაგაცნობთ.

***

თათარყან და მურზაყან დადეშქელიანის ოჯახებს შორის დიდი განხეთქილება მოხდა. თათარყანმა, რომელსაც გარკვეული ნათესაობა ჰქონდა შერვაშიძეებთან, გამოიწვია აფხაზეთიდან მებრძოლები და სოფელ ფარში თავს დაესხა მურზაყან დადეშქელიანის ოჯახს.

საგვარეულო კოშკის დაცვას სათავეში დიგორხან გარდაფხაძე — მურზაყანის ბებია ჩაუდგა სათავეში. თათარყანის მხარემ დიდი მსხვერპლის ფასად შეძლო კოშკთან ახლოს მისვლა და  ცეცხლის შენთება. დიგორხანმა უჩუმრად გააყვანინა შთამომავლები სამშვიდობოს, თავად კი ბრძოლა განაგრძო.

Кольчуга, топор и мечи - Sputnik საქართველო
მტრისთვის ნაჩუქარი სიცოცხლე: ამბავი მხცოვანი ქართველი გმირისა

მამაცი და შეუდრეკელი ქალი მანამ ცდილობდა კოშკის ქონგურებიდან მომხდურთა შეჩერებას, სანამ მისი შვილიშვილები სამშვიდობოს არ გავიდნენ. მერე კი, როცა შთამომავლები სამშვიდობის დაიგულა, კოშკს კი ცეცხლის ალი კიდევ უფრო მოედო, დიგორხან– ქონგურებიდან გადაეშვა ცეცხლში — არ ისურვა, ცოცხლად ჩაბარებოდა თათარყანს.

***

მიუხედავად ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთებისა, XIX საუკუნის პირველ ნახევარში მაინც არ შეწყვეტილა ლეკთა თარეში.

ერთხელაც დიდოელი ლეკები პატარა სოფელ შენაქოს დასხმიან თავს. თუშებს ციხეში გამაგრება მოუსწრიათ, მაგრამ ცხვარ-ძროხას კი ვერ უშველეს და ლეკებმა გასტაცეს. დიდოელებმა ერთი თუში ქალიც იგდეს ხელთ, რომელიც თავდასხმის დროს ციხის გარეთ აღმოჩნდა. მდევარს რომ არ გადაყროდნენ, ლეკებმა დიდოეთში გადასასვლელად მოკლე გზა აირჩიეს. ერთგან ქარაფების გავლამ მოუწიათ. ერთ დიდოელს თუში ქალისთვის უთქვამს, თუ გეშინია, მე გადაგიყვანო. შენაქოელს უთქვამს, შენ ვერ გენდობი, ბელადმა გადამიყვანოსო. ლეკთა ბელადი გაბრიყვებულა და ქალისთვის მართლაც წაუვლია ხელი მისაშველებლად, მაგრამ თუშმა ტყვემ დრო იხელთა თურმე, ბელადს ჩაეხუტა და თან გადაიყოლა ქარაფიდან უფსკრულში.

***

Книги на полке - Sputnik საქართველო
ქიზიყელთა განთქმული ბელადი და მეფის ერთგული მეომარი: ამბავი „შავი პაატასი“

სოხუმის დაცემის დღეს ყაბარდოელმა ბოევიკებმა მინისტრთა საბჭოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს. ალი მთელ კორპუსს მოედო, მინები ლაწალუწით სკდებოდა. ყველასაგან მოულოდნელად, კვამლისა და ცეცხლის კორიანტელიდან ერთი მოხდენლი ქართველი მებრძოლი გამოვიდა დაბლა დაშვებული ავტომატით.  ეტყობოდა, რომ სროლას არ აპირებდა, მაგრამ ხელსაც არ უშვებდა. მეომარი კიბეებზე მშვიდი და აუჩქარებელი  ნაბიჯებით ჩამოდიოდა.

ყაბარდოელებმა იარაღის დაგდება უბრძანეს. ქართველს თითქოს არც გაუგონია, კვლავ მშვიდად მიაბიჯებდა მათკენ. ბრძანება გაუმეორეს, ისევ ამაოდ — ქართველმა ავტომატი მხარზე გაიდო და სვლა განაგრძო.

აღფრთოვანებულან ყაბარდოელები, ერთმანეთისთვის უნიშნებიათ, არ ესროლოთო. მაგრამ ერთ აფსუას მაინც მიუშვია ავტომატის ჯერი და ქართველი ჯარისკაცი ჩაუცხრილავს...

და როცა კონფედერატებმა მისი ავტომატი აიღეს, აღმოჩნდა, რომ მასში ერთი ტყვიაც კი არ იდო! გმირმა ქართველმა დამამცირებელ ტყვეობას იარაღით ხელში სიკვდილი ამჯობინა – ლამაზად და გმირულად.

***

სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე ქალაქში ქუთაისის ბატალიონის ახალი ჯგუფი ჩავიდა. ქუთათურები სოხუმს კარგად არ იცნობდნენ და გზა შეეშალათ — მოწინააღმდეგის დაგებულ ხაფანგში აღმოჩნდნენ.

მუზარადები - Sputnik საქართველო
ომში ტიტანი ქართველები, ანუ „მე შენ გეტყვი, გურჯი არ იყო“

ალყაშემორტყმულები მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ მომხვდურთ. ალყის გარღვევაც კი სცადეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. მტერი რიცხობრივად ხუთჯერ მაინც აღემატებოდა მათ. თანაც ტყვია-წამალიც მალე გაუთავდათ...

„კონფედრატებმა“ უმოწყალოდ ჩაცხრილეს დაჭრილ-დასახიჩრებული ქართველი მებრძოლები, რომლებიც ტყვიის სეტყვას „მრავალჟამიერით“ შეხვდნენ...

სიკვდილის წინ მღეროდა ქემერტელი მერაბ მინდიაშვილიც, რომელიც თავზარს სცემდა სამაჩაბლოში სეპარატისტებს. ლეგენდები დადიოდა მის ვაჟკაცობასა და შეუპოვრობაზე. მტერი მის მშობლიურ სოფელ ქემერტს კი არა, იმ სოფლებსაც არიდებდა თავს, რომლებსაც მერაბი სტუმრობდა. მისი მოკვლისათვის დიდძალი ფულადი ჯილდო იყო დაწესებული.
სამწუხაროდ, ციხე შიგნიდან გატყდა — სეპარატისტებმა შეიტყვეს, რომ მინდიაშვილი მარტო მიდიოდა წვერიახოს მიმართულებით. ჩაუსაფრდნენ და დაატყვევეს. დაჭრილი მეომარი შორს აღარ წაუყვანიათ, იქვე ხეზე მიაბეს და ცეცხლი წაუკიდეს. მაინც ვერ მოდრიკეს — სულის ამოსვლამდე „შავლეგოს“ მღეროდა...

ყველა ახალი ამბავი
0