https://sputnik-georgia.com/20190808/omSi-titani-qarTvelebi-246196028.html
ომში ტიტანი ქართველები, ანუ „მე შენ გეტყვი, გურჯი არ იყო“
ომში ტიტანი ქართველები, ანუ „მე შენ გეტყვი, გურჯი არ იყო“
Sputnik საქართველო
მიუხედავად განვლილ-გადატანილი უდიდესი ისტორიული განსაცდელისა, ქართველობა და საქართველო გადარჩა. თუ როგორ — ამ სასწაულზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს... 08.08.2019-ს, Sputnik საქართველო
2019-08-08T18:34+0400
2019-08-08T18:34+0400
2019-08-08T19:51+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2019
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავტორები, ანალიტიკა, საქართველოს ისტორიიდან
ავტორები, ანალიტიკა, საქართველოს ისტორიიდან
ომში ტიტანი ქართველები, ანუ „მე შენ გეტყვი, გურჯი არ იყო“
18:34 08.08.2019 (განახლებულია: 19:51 08.08.2019) მიუხედავად განვლილ-გადატანილი უდიდესი ისტორიული განსაცდელისა, ქართველობა და საქართველო გადარჩა. თუ როგორ — ამ სასწაულზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს...
ვანო სულორი
საქართველოს არასდროს აკლდა მტრები. ასე დაგვებედა — მუდამ ბრძოლაში იყო ქართველი კაცი, ხშირად ორი-სამი მხრიდან მოსულ მტერს ერთდროულად უმკლავდებოდა. მოწინააღმდეგე კი თითქმის არასდროს ყოფილა ჩვენი ტოლ-სწორი. მუდამ განუზომლად აღმატებულ მომხდურთან გვიხდებოდა ჭიდილი.
და მაინც, ხშირად გამარჯვებული გამოვსულვართ.
მიუხედავად განვლილ-გადატანილი უდიდესი ისტორიული განსაცდელისა, ქართველობა და საქართველო გადარჩა. თუ როგორ — ამ სასწაულზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ერთი კია, მომხდურთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის დასალაშქრად მოდიოდა, რაგინდ მრავალნიც უნდა ყოფილიყვნენ, მაინც ეშინოდათ ქართველებისა.