რატომ არ სჯერათ საქართველოში პანდემიის?

© photo: Sputnikეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik-საქართველოს“ რუბრიკის ავტორი იძულებულია იმკითხაოს, თუ რით არის გამოწვეული COVID-19-ის მეორე აგრესიული ტალღის მიმართ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ესოდენ ინდიფერენტული დამოკიდებულება.

კოტე ინგოროყვა

კვლავ მკაცრი რეგულაციები! საღამოს გასეირნება აღარ შეიძლება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა შეზღუდულია, ქალაქიდან გასვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. სილამაზის სალონებში მისვლაც პრობლემას წარმოადგენს, არა იმიტომ, რომ არ მუშაობენ, არამედ იმიტომ, რომ სპეციალისტები სამსახურში ვერ დადიან – საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხომ გაჩერებულია. 

რესტორნები და კაფეები - Sputnik საქართველო
რას აცხადებენ საქართველოს ბიზნეს–ასოციაციაში ახალი ლოკდაუნის შესახებ

პრემიერმა თავიდანვე სთხოვა მოსახლეობას, ღამით გადაადგილების შეზღუდვისთვის „კომენდანტის საათი“ არ ეწოდებინათ. ახალ რეგულაციებს კი მთავრობაში სრულიად უწყინარი ტერმინი – „წერტილოვანი შეზღუდვები“ შეურჩიეს. ამასთან, სიტყვა „იზოლაცია“, რომელიც დამსჯელ პრაქტიკასთანაა ასოცირებული, უფრო პომპეზური და ნაკლებ გასაგები სიტყვით – „ლოკდაუნით“ ჩაანაცვლეს.

საკითხავია მხოლოდ – რას ცვლის ეს ყველაფერი? როგორც ირონიულად აღნიშნა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა ვატო სურგულაძემ, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ საკუთარ ავტომობილში ჯერ კიდევ შეიძლება გვერდით სავარძელზე მეუღლის დასმა! ინფიცირების ტემპებით საქართველომ მოასწრო მსოფლიო ლიდერებში მოხვედრა. ჩვენ კი, როგორც რაინდი გზაგასაყარზე: გინდ მარჯვნივ წადი, გინდ მარცხნივ – ყველგან ეკონომიკურ კოლაფსს გადააწყდები.

ამის მიუხედავად, თბილისში ყოველდღიური ყოფის შემხედვარე, რთულად დასაჯერებელია, რომ მოსახლეობა კანონზომიერად განიცდის კორონავირუსის შიშს. მიუხედავად რეგულაციებისა და სოლიდური ჯარიმის საფრთხისა, მსხვილ სუპერმარკეტებს თუ არ ჩავთვლით, სამედიცინო ნიღბებს წესების დაცვით (ანუ ცხვირის ჩათვლით) ცოტა ვინმე თუ ატარებს. ორმეტრიანი სოციალური დისტანცია კი თითქმის ინტიმურ სიახლოვემდე შემცირდა. 

კერძო ჰოსტელი - Sputnik საქართველო
საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის ალიანსი შეზღუდვების გადახედვას ითხოვს

და, რაც მთავარია, მოქალაქეთა უმეტესობის ქცევაში იგრძნობა ერთგვარი ყოყოჩობა, უდიერი დამოკიდებულება ვირუსის მიმართ... ამ ფენომენს, სხვათა შორის, ახსნაც მოეძებნება, თანაც არაერთი.

თითქმის არავის ეპარება ეჭვი, რომ კორონავირუსი – ობიექტურად მსოფლიოზე თავს დატეხილი რეალობაა! მაგრამ რამდენად მრისხანე? სიმართლე უნდა ითქვას, ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი ჯერ არ არის ნაპოვნი. ჩვენ დიდხანს გვაშინებდნენ სხვადასხვა მისტიკური შეთქმულების, „მსოფლიო მთავრობისა“ თუ G5 მობილური კავშირის ანტენების მსგავსი თეორიებით. ვიღაც ვირუსისა და მისი თანმდევი COVID-19-ის პანდემიის ხელოვნურ ხასიათზეც საუბრობდა. თუმცა, ეს ყველაფერი საეჭვო თეორიების დონეზე დარჩა, რომელთა მიმართ ინტერესიც მკვეთრად დაეცა.

ერთი შეხედვით, ერთადერთ ხელშესახებ და დამაჯერებელ არგუმენტს კატასტროფული სტატისტიკა წარმოადგენს. მასმედიის წყალობით, ის პრაქტიკულად ყელში სწვდა კაცობრიობას. არაოფიციალური ტერმინიც კი გაჩნდა – ინფოპანდემია. ამასთან, მთელი ამ დროის განმავლობაში წინდაუხედავად გვიჩიჩინებდნენ: კორონავირუსი არსად გაქრება, საჭიროა მასთან ერთად ცხოვრება ვისწავლოთ. ჰოდა, ვისწავლეთ. შევეგუეთ. სერიოზულადაც დავფიქრდით. 

პირბადეების არსწორი ტარება - Sputnik საქართველო
დავით გადელია: „24 დეკემბრიდან 3 იანვრამდეც არ უნდა მოიხსნას შეზღუდვები...“
 

პრესაში გამოჩნდა სკეპტიკური პუბლიკაციები, რომლებიც იმაზე მეტყველებს, რომ მსოფლიოში არ არსებობს ერთიანი გამართული მეთოდიკა კორონავირუსით გამოწვეული ზარალის განსასაზღვრად. მაგალითად, დამტკიცებულია, რომ დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა ეს ხელს არ უშლის იმას, რომ ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმად (ამაზე მეტყველებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური ვებ-გვერდი www.stopcovid.com) ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა განიხილებოდეს. თანაც, დაავადების სიმძიმისა და ამა თუ იმ ქვეყანაში ტესტირებული მოსახლეობის ხვედრითი წონის მიუხედავად.

ვიღაც ლეტალური დასასრულის პროცენტსაც ამ მაჩვენებელზე დაყრდნობით ანგარიშობს. სხვა, უფრო საფუძვლიან კრიტერიუმებად გვისახავენ ინფიცირების ტემპებსა და სიკვდილიანობის დონეს ერთ მილიონ მოსახლეზე გათვლით. სხვათა შორის, საქართველო, რომელიც პირველი პარამეტრით ლიდერებს შორის მოხვდა, მეორე პარამეტრით თითქმის ყველაზე კეთილსაიმედო რეგიონების სიაში ფიგურირებს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ბოლო დროს სულაც იმის მტკიცება დაიწყო, რომ სიკვდილიანობის სტატისტიკა მთლიანობაში კატასტროფულად გადაჭარბებულია. სტატისტიკაში შეჰყავთ შემთხვევები, როდესაც მიზეზი სულაც არ არის კორონავირუსი, რომელიც მხოლოდ თანმდევი ფაქტორის როლს ასრულებს. მეტიც, ამერიკელმა მედიკოსებმა დაასკვნეს, რომ მათ წილად ყველა ლეტალური დასასრულის 94% მოდის. ამგვარი მიდგომის გათვალისწინებით, გამოდის, რომ კორონავირუსი ორჯერ ნაკლებად სახიფათოა, ვიდრე ჩვეულებრივი სეზონური გრიპი! რომლის გამოც, სხვათა შორის, არავის არასდროს არავითარი „ლოკდაუნები“ არ გამოუცხადებია. 

პარლამენტი - Sputnik საქართველო
რა შეიძლება და რა - არა? მთავრობა განმარტავს, როგორ იმოქმედებს ახალი შეზღუდვები

საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერს ასევე, რომ COVID-19-ის პანდემია არ ასახულა ბოლო წლების სიკვდილიანობის საშუალო მსოფლიო მაჩვენებელზე. მართალია, ასეთი მონაცემები ჩვენს ქვეყანაში პრესას არ გამოუქვეყნებია. ამიტომ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას: აი, სადამდე მიგვიყვანა მიტინგებმა, დასვენებამ, დროსტარებამ. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის.

არავის დავიწყებია, ალბათ, როგორი გულის ფანცქალით ვადევნებდით თვალს გაზაფხულზე დილის სტატისტიკას. როგორ გვაძრწუნებდა, თუ დღე-ღამეში ინფიცირებულთა მაჩვენებელი ერთნიშნა რიცხვს ასცდებოდა. დღეს ქართველი ეპიდემიოლოგები ყოველდღიურად რამდენიმე ათას ინფიცირებულს ავლენენ. ამის მიუხედავად, საზოგადოებისთვის მთავარი უბედურება, როგორც ჩანს, ეს აღარ არის.

სტატისტიკის აღქმა და განმარტება განსხვავებულად შეიძლება, მით უმეტეს, რომ კორონავირუსის ქცევის წინასწარ განჭვრეტა კვლავაც შეუძლებელია. ამის მიუხედავად, არსებობს ერთი მომენტი, რომელიც არავის ეჭვს არ იწვევს – როგორც არ უნდა იყოს, ადამიანებმა ვირტუოზულად ისწავლეს პანდემიის გამოყენება პოლიტიკური მიზნით!

ხელისუფლებაზე გაბრაზებული ოპოზიცია მას მკაცრად აკრიტიკებს იმის გამო, რომ ცუდად მოემზადა მეორე ტალღისთვის და თავის დროზე არ გაატარა მკაცრი ზომები. თუმცა, სამართლიანი არ იქნებოდა, არ გაგვეხსენებინა, რომ გაზაფხულზე იგივე ოპოზიცია მთავრობას არანაკლები კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებდა მეტისმეტად მკაცრი შეზღუდვების გამო. თუმცა მეტისმეტადაც ნუ ავუშარდებით – ეს პოლიტიკური პროცესია და მისი არსი საპირწონეების გამოძებნაა, ყოველთვის თანმიმდევრული რომც არ იყოს.

პანდემიის მართვის პროცესში მთავარი ფაქტორი პოლიტიკური მიზანშეწონილობა იყო – თავს დაესხა მოქმედ ხელისუფლებას „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე. ძნელია შეედავო, თუმცა აქვე უნდა ითქვას: შენიშვნა თანაბრად სამართლიანია როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციის მიმართ. ბევრი არცთუ წარუმატებლად ცდილობს სარგებლის პოვნას ხელისუფლებისა და ოპოზიციის გაცხარებულ პოლიტიკურ ბრძოლაში. ისინი კი, დაპირისპირებაში თავით ფეხამდე ჩაფლული, განაგრძობენ სიტუაციის გამწვავებას და ვერ ან არ ამჩნევენ, როგორ აზარალებენ საზოგადოებასა და საზოგადოებრივ ინტერესებს.

ადამიანების უანგარო მხარდაჭერისა და ურთიერთდახმარების ფონზე, რომლის მომსწრეც პირველი ტალღის დროს გავხდით, ზოგიერთი სტრუქტურა, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე წესიერად მოიქცა. მოგებას ჩაებღაუჭნენ და არ სურთ არაფრის დათმობა კომერციულ ბანკებს, რომლებმაც, სხვათა შორის, სახელმწიფოსგან პრეფერენციები მიიღეს და თან პანდემიის შედეგად დაზარალებული ბიზნესმენების ქონებაც მიისაკუთრეს. ამ მოვლენის ადეკვატური შეფასების შერჩევაც კი მიჭირს. 

კერძო ჰოსტელი - Sputnik საქართველო
საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის ალიანსი შეზღუდვების გადახედვას ითხოვს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მონაცემების თანახმად, ბოლო დროს ქვეყანაში გააქტიურდნენ საფინანსო კომპანიები, რომლებიც მოვალეებისგან „ფულის ამოღებით“ არიან დაკავებული და არ თაკილობენ დაშინებისა და ძალადობის დახვეწილი მეთოდების გამოყენებას. მაშ რა წარმოადგენს ჩვენს საერთო ეროვნულ სოლიდარობას? და რატომ გვიკვირს, როდესაც რიგითი მოქალაქეები ავლენენ ინდიფერენტულობას, იმედგაცრუებასა და სკეპტიციზმს?

მით უმეტეს, თუ ბიზნესმა, ცნობილი ბიზნესმენის თემურ ჭყონიას თქმისა არ იყოს, გადაიტანა შეზღუდვები, ყველამ მოიჭირა ქამრები, სახელმწიფო აპარატის შემადგენლობა კი იმავე დონეზე დარჩა. გავბედავ და ვივარაუდებ, რომ ამ ყველაფრის უკან პოლიტიკური ინტერესები იკვეთება. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ჩვენს ერთგულებასაც ახლა კონკრეტული ფულადი ეკვივალენტი აქვს...

რეგულაციები – პანდემიის შედეგია და ზომაც, რასაკვირველია, იძულებითია. მაგრამ ამის ახსნა ადამიანებისთვის, რომლებიც მასობრივად კარგავენ სამსახურს და ამჩნევენ, რა ხდება ირგვლივ, სულ უფრო რთულდება. მიღებულია ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რომლებიც აიხსნება პოლიტიკური კონიუნქტურით და არა ეპიდემიოლოგიური მიზანშეწონილობით. როგორც, ვთქვათ, მიტინგების არარსებობა მასობრივი ღონისძიებების ჩამონათვალში, რომლებიც მთავრობამ აკრძალა. ვინმე იტყვის, რომ ეს ასე არ არის?

ხელისუფლება უყოყმანოდ აწესებს მკაცრ შეზღუდვებს მოქალაქეთა სოციალური ყოფის ნაწილში. მაგრამ ამასთან არ ჩქარობს ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში ადმინისტრირების გამკაცრებას. ერთადერთი მოკრძალებული მცდელობაა – არ დაუშვას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კვების პროდუქტების გაძვირება და ისიც უშედეგოდ. ამასობაში, ეკონომიკური აქტივობის მკვეთრი შემცირების პირობებში უკიდურესად მნიშვნელოვანია მკაცრი სახელმწიფო კონტროლის დაწესება შემოსავლის გადანაწილებაზე. თუნდაც სანუკვარი საბაზრო პრინციპების საზიანოდ.

გადარჩენის შანსი ყველას უნდა ჰქონდეს – ეს არის კრიზისთან ბრძოლის მორალური მხარე და ფორსმაჟორული გარემოებების საქმიანი არსი.

ავტორის მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ყველა ახალი ამბავი
0