რა უნდა გაითვალისწინოთ ბავშვის სახელის შერჩევისას, ანუ თუ დედამ ადოლფი დაგარქვათ

© Pixabay / geraltპატარა ბავშვის ფოტო ასაკოვანი მამაკაცის ფონზე
პატარა ბავშვის ფოტო ასაკოვანი მამაკაცის ფონზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „მარტივია, როცა იცი, როგორ“ დღევანდელ პუბლიკაციაში გაგაცნობთ რჩევებს ბავშვის სახელის შერჩევასთან დაკავშირებით და იმასაც გეტყვით, რა შემთხვევაში შეუძლია ადამიანს სახელის შეცვლა.

ახალშობილისთვის სახელის შერჩევა მშობელთა უმრავლესობისთვის კამათის საგანია და დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. ეს ის პროცესია, რომელიც ორსულობის პირველივე კვირიდან იწყება და რომელშიც ჩართული არიან არა მარტო მშობლები, არამედ მეგობრებიც, თანამშრომლებიც, მეზობლებიც და ყველა, ვისაც არ ეზარება. ზოგჯერ დედამთილს უნდა, რომ ბავშვს მამამთილის სახელი დაარქვათ, მამამთილი კი ყოველთვის ოცნებობდა ლიტერატურული პერსონაჟის სახელი ჰქონოდა და ახლა გადაწყვიტა, თქვენ შვილს დაარქვას ის. 

ბიჭები იცინიან - Sputnik საქართველო
ვენიზელოს-კუკური, ანუ უცნაური, იშვიათი სახელები და სახალისო ისტორიები

მოკლედ, თუ ჯერ ისევ ფიქრობთ, რა დაარქვათ პატარას, ანუ ჯერ ვერ ჩამოყალიბდით, ვეცდებით, ჩვენ დაგეხმაროთ.

ბავშვთა ფსიქოდიაგნოსტიკოსი ნატალია ბაქრაძე ამბობს, რომ თუ ბავშვს წინაპრის, ან ისეთი ადამიანის სახელი ჰქვია, ვინც ავტორიტეტულია მშობლებისა და ოჯახის წევრებისთვის, ხშირ შემთხვევაში ამ სახელით მანიპულირება ხდება. ანუ ბავშვს გამუდმებით ახსენებენ, რომ მას ისეთი ადამიანის სახელი ჰქვია, რომ ვალდებულია კარგად მოიქცეს და ა.შ.

მსგავსი დამოკიდებულება ბავშვს ჩარჩოში აქცევს, უკარგავს ინდივიდუალობისა და საკუთარი თავის განცდას, რადგან ბავშვი იწყებს არა საკუთარი სურვილებისა და ოცნებების, არამედ ირგვლივ მყოფთა მოთხოვნების შესაბამისად ცხოვრებას და კონკრეტულ ადამიანთან საკუთარი თავის მუდმივ შედარებას. შედეგად – ხდება არათავდაჯერებული და დათრგუნული. 

„სახელმა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ბავშვის ცხოვრებაზე. როდესაც ბავშვს სახელს ვარქმევთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვისი სახელიც უნდა შევარჩიოთ, ის ვერ იქნება ზუსტად იმ ადამიანის მსგავსი და არც უნდა გვქონდეს ამის მოლოდინი“, – ამბობს ფსიქოლოგი.

ამასთან, მნიშვნელოვანია მშობლის დამოკიდებულება დასარქმევი სახელის მიმართაც. არ შეიძლება ბავშვისთვის იმ ადამიანის სახელის დარქმევა, რომელიც ნაადრევად დაიღუპა. ეს არის თავისებური „დანაკარგის შეცვლა“, რაც დიდი შეცდომაა. ასეთ დროს მშობლები და ახლობლები აღიქვავენ მას, როგორც მიცვალებულის პერსონიფიკაციას, რაც ნეგატივია.

ფსიქოლოგების აზრით, მიზანშეწონილია ბავშვს დაარქვათ საშუალოდ გავრცელებული სახელი, რომელიც გონივრულად შეითავსებს თქვენი შვილის ინდივიდუალობას საზოგადოებრივ ხედვასთან. მომავალში კი არ შეზღუდავს ადამიანის ქცევას საზოგადოებაში, არ შეუქმნის მას პირობით ჩარჩოებს. 

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე - Sputnik საქართველო
დაარქმევს თუ არა ბერა ივანიშვილი პირველ შვილს მილიარდერი ბაბუის სახელს

თუ არ გსურთ თქვენ შვილს ძალიან გავრცელებული სახელი ერქვას, შეგიძლიათ მოიძიოთ საქართველოში პოპულარული სახელების ათეულები. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში კაცის ყველაზე გავრცელებული სახელია გიორგი, ქალისა – ნინო.

საქართველოში პოპულარული სახელების ათეულები კი ასეთია:

ქალი: ნინო - 115 484, მარიამ - 68425, თამარი - 49 935, ანა - 48 152, მაია - 47 289, ნანა - 42 666, ნათია - 38 291, ელენე - 36 210, მანანა - 34 042.

კაცი: გიორგი - 192 256, დავითი - 67 755, ალექსანდრე - 42 593, ლუკა - 40 067, ნიკოლოზი - 37 143, ირაკლი - 36 003, ზურაბი - 31 206, ლევანი - 28 169, საბა - 26 816.

პერიოდულად საზოგადოებაში ჩნდება განსხვავებული, ორიგინალური და იშვიათი სახელების დარქმევის მოთხოვნილებაც. ხშირად ბავშვის გარემოცვისათვის გაუგებარი და უცნაური სახელის გამო თანატოლები ბავშვს დასცინიან, ან სახელის დამახინჯებით შექმნილ დამამცირებელ მეტსახელს არქმევენ, რის შედეგადაც ბავშვს უყალიბდება კომპლექსები და ბოლოს საკუთარი სახელის წარმოთქმის რცხვენია.

ასევე გასათვალისწინებელია სახელის კეთილხმოვანება, გვართან მისი შესატყვისობა, როგორ მიმართავენ თქვენ შვილს თანატოლები ბავშვობაში და შემდგომ ასაკებში, შესაძლებელია თუ არა, რომ შერჩეულ სახელს ჰქონდეს ბავშვის ასაკისათვის მორგებული შემოკლებული ვარიანტი და ა.შ.

ადამიანები წვიმიან ქუჩაში - Sputnik საქართველო
დასახელდა საქართველოში ყველაზე გავრცელებული სახელები და გვარები

და თუ მშობელმა შვილს მაინც, ვთქვათ, ადოლფი დაარქვა, და ეს მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, გარკვეულ ასაკში მას უკვე შეუძლია შეიცვალოს სახელი და დაირქვას ის, რაც სურს.

10 წლამდე ბავშვს სახელის შეცვლისთვის ორივე მშობლის თანხმობა ესაჭიროება. 10-დან 18 წლამდე მოზარდის ნებართვაა საჭირო, უკვე 18 წლის, ანუ სრულწლოვან მოქალაქეს კი მხოლოდ ერთხელ შეუძლია სახელის შეცვლა. პროცედურას 60 კალენდარულ დღე ესაჭიროება და 55 ლარი ღირს.

სახელის შეცვლის რეგისტრაციის მოთხოვნით პირმა შეიძლება მიმართოს:

-       იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს;

-       სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზღვარგარეთ, საქართველოს დიპლომატიურ  წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას.

ყველა სახელს აქვს წარმოშობის ისტორია და მნიშვნელობა. თუ გსურთ იცოდეთ, რას აღნიშნავს თქვენი სახელი, მიმართეთ საიტს: 

ყველა ახალი ამბავი
0