ამოიყვანს თუ არა ვალების უფსკრულიდან „შავ სიაში" მოქცეულ მოსახლეობას ახალი პრემიერი

© FB / Mamuka Bakhtadzeსაქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა მომავალი აქვს ეკონომიკურად პასიურ მოსახლეობას, რას გულისხმობს პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული დაკრედიტების სისტემა, რა ცვლილებებია მოსალოდნელი კომერციული ბანკების საკრტედიტო პოლიტიკაში და რას გვპირდება „ქართული ოცნების" რიგით მეოთხე პრემიერ-მინისტრი?

მოსახლეობის დიდი ნაწილი ეკონომიკის განვითარებაში მონაწილეობას ვერ იღებს. ყოველი მეორე-მესამე ადამიანი ამ პროცესის მიღმაა დარჩენილი. არავისთვის სიახლე არ არის, რომ  ვალებში ყელამდე ჩაფლულ მოქალაქეებს ხელ-ფეხი შეკრული აქვთ და არსებობისთვის იბრძვიან. ამ ფონზე, არ ვიცი ვისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, როცა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დეტალურად ისაუბრა იმ მიზეზებზე, რომელთა გამოც ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მესამედი ეკონომიკურ განვითარებას მოწყდა. სხვა მრავალ მიზეზთა შორის, ჩემი ყურადღება „უპასუხისმგებლო დაკრედიტების“ სისტემამ მიიქცია…

მამუკა ბახტაძე: „ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 630 000 ადამიანი დღეს არის ე.წ შავ სიაში და ის მოკლებულია განახორციელოს სრულფასოვანი ეკონომიკური ცხოვრება. ამ ადამინთა რიცხვში არიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ საინტერესო ბიზნეს პროექტები, არიან მცირე მეწარმეები, მაგრამ ვერ ანვითარებენ პოტენციალს და ვერ ასაქმებენ ხალხს, რადგან უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემამ განაპირობა მათი ჩამოშორება ეკონომიკური ცხოვრებიდან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 25-30 პროცენტი მოკლებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მონაწილეობის საშუალებას. ეს ყოველივე ძალიან ცუდად მოქმედებს ინკლუზიურ ზრდაზე. მნიშვნელოვანია გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები. ბევრი და სრულიად უსაფუძვლო კრიტიკა მოვისმინე ამ საკითხზე. მინდა განვაცხადო, ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომელიც მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და  ჩვენი ძირითადი პარტნიორების მიერ. ეს იქნება სწორედ ჯანსაღ ეკონომიკურ ზრდაზე ორინეტირებული ცვლილება თამაშის წესებში…“

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
პასუხისმგებლობას აცდენილი ძალაუფლება, ანუ ამბავი წასვლა-მოსვლისა

ექსპერტ-ანალიტიკოსთა უმრავლესობა ეთანხმება პრემიერ-მინისტრის მოსაზრებას და ხაზს უსვამს, რომ თუ სიღარიბე არ შემცირდა და მოსახლეობის შემოსავალი არ გაიზარდა ქვეყანა ერთ ადგილზე „გაიყინება“… აუცილებელია ხელისუფლება მოსახლეობას ე.წ „შავი სიიდან“ ამოსვლაში დაეხმაროს, რაც მათ ყოფით პრობლემებს მოაგვარებს… 

ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი: „სასწრაფოდ უნდა გავზარდოთ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მთლიანი ოდენობა, რომ სიღარიბე შემციდეს და მოსახლეობის შემოსავალი გაიზარდოს. სხვაგვარად, ჩაკეტილ წრეზე ვიტრიალებთ. ყველა მთავრობის მიზანი უნდა იყოს, დაეხმაროს „შავ სიაში“ მყოფ ადამიანებს და ამოიყვანოს ფინანსური უფსკრულიდან, რომ მათ შეძლონ თავიანთი საქმიანობის გაგრძელება. 2008 წლიდან, როდესაც ეკონომიკური პრობლემები შეიქმნა, ისეთი ადამიანები აღმოჩნდნენ „შავ სიაში“, რომლებიც ნამდვილად იყვნენ აქტიურები… ბიზნესმა დიდი დარტყმა მიიღო. მაშინ მას სახელმწიფო დაეხმარა, მაგრამ უბრალო ხალხს არავინ დახმარებია, უფრო მეტიც, საბანკო სექტორი კიდევ უფრო მკაცრადაც მოიქცა. მოგვიანებით, ბანკები „შავ სიაში“ მოხვედრილ ადამიანებს კრედიტებს აღარ აძლევდნენ. ხალხი იძულებული გახდა არჩევანი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ონლაინ სესხების მაღალპროცენტიანი საკრედიტო რესურსების სასარგებლოდ გაეკეთებინა. შედეგად, მოსახლეობის ეს ნაწილი ბოლომდე ჩაეფლო ვალების ჭაობში, საიდანაც ვეღარ ამოდის. ეს ჩაკეტილი წრეა! მსხვილი საფინანსო ორგანიზაციები დაინტერესებული არიან „შავ სიაში“ ძალიან ბევრი ადამიანი იყოს. სახელმწიფომ უნდა გაარღვიოს ეს წრე…“

ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო
მევახშეობის „გედის სიმღერა“...

არის მოსაზრება, რომ თვითდასაქმებულებს უნდა ეძლეოდეთ საშუალება, საკუთარი მცირე წარმოება განავითარონ, რასა სახელმწიფომ სხვადასხვა კამპანიით უნდა შეუწყოს ხელი.

ანალიტიკოსი სოსო არჩვაძე: „გვყავს საკმაოდ დიდი კატეგორია მოსახლეობის, რომელიც ეკონომიკურად არააქტიურია. ვალაუვალი მოსახლება 30 პროცენტზე უფრო მეტია. ყოველი დასაქმებულის კეთილდღეობა დამოკიდებულია მის მიერ შექმნილი დოვლათის სიდიდეზე. სოფლის მეურნეობაში საკმაო დიდი კონტინგენტი მუშაობს, მაგრამ შარშან ეკონომიკური ზრდის ნაცვლად, შემცირება მოგვცა. მათი კეთილდღეობა მხოლოდ ბიუჯეტის ხარჯზე იზრდება. ცოტათი გაუმჯობესდა დაქირავებით დასაქმებულების მდგომარეობა, ხოლო თვითდასაქმებულების არ შეცვლილა. ამიტომ ჩვენ გვინდა ისეთი ეკონომიკა, რომლის ყველა დარგი გაიზრდება. დღეს სოფლის მეურნეობაში დამატებითი ღირებულება იქნება 10-ჯერ ნაკლები, ვიდრე ეკონომიკის სხვა დარგებში. შრომის წარმოება უნდა გაიზარდოს და ასევე ნებისმიერ სფეროში დასაქმებულთა ეკონომიკური მდგომარეობა გამოვასწოროთ…“

ანალიტიკოსთა ნაწილი აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობისას, ქვეყნის ეკონომიკაში დომინირება დაიწყეს ბანკებმა, რაც სერიოზულად აფერხებდა მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირებას. ამ ვითარებაში „ქართული ოცნების“ რიგით მეოთხე პრემიერ-მინისტრს ეკონომიკური განვითარების სწორი ხედვა აქვს…

ბანკის საქმიანობა - Sputnik საქართველო
კიიიდო?!. ანუ რა სარგებლობა მოაქვს ეროვნულ ბანკს

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: „სისტემური პრობლემების შეფასებისას პრემიერ-მინისტრი აბსოლუტურად სწორია. ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას განსაზღვრავს საშუალო ფენა. საშუალო ფენის ფორმირება კი ხდება მცირე და საშუალო ბიზნესიდან. ფაქტობრივად, მამუკა ბახტაძის ინიციატივები მიმართულია იქითკენ, რომ მსხვილი მოთამაშეების დომინირება დასრულდეს და წვრილი და საშუალო ბიზნესი გახდეს კონკურენტული. სწორედ აქეთ არის კონცენტრირებული მისი რეფორმები. ეს ინიციატივები მას პირველად არ გაუხმოვანებია. უკვე რამდენიმე თვეა ამაზე საუბრობს, ე.წ სტარტაპებთან მიმართებაში, საბანკო სექტორის გარკვეულ ფარგლებში მოქცევასთან დაკავშირებით და საერთოდ, მცირე და საშუალო ბიზნესის რეგულირების მიმართულებით ჰქონდა რამდენიმე საკმაოდ საინტერესო წინადადება. სხვა საკითხია ის, თუ როგორ ვიხილავთ ამ ყველაფერს აღსრულებაში. აქ ქვეყანას არ აქვს მაინცდამაინც კარგი გამოცდილება, ხშირ შემთხვევაში კეთილ სურვილებად დარჩენილა ძალიან ბევრი კარგი ინიციატივა. იმედი ვიქონიოთ, რომ სისტემური ცვლილებები მოხდება ხედვებშიც და აღსრულებაშიც…“

რას შეძლებს ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი დრო გვიჩვენებს. მანამდე კი როგორც ანალიტიკოსების უმრავლესობა აღნიშნავს, ჭარბვალიანობა ქვეყანას ახრჩობს და სიღარიბის მთავარი წყაროც სწორედ ეს არის!

ყველა ახალი ამბავი
0