სახელგანთქმული „უზნაძის ეფექტი“

გამოწერა
2 დეკემბერი დიმიტრი უზნაძის დაბადების დღეა

ხშირად მიფიქრია იმის შესახებ, თუ რა გვაქვს მსოფლიო რანგის სამეცნიერო ბრენდი?! ერთ-ერთი, რაც შეიძლება დაფიქრების გარეშე თქვას კაცმა, დიმიტრი უზნაძის სახელია, რომლითაც სამყაროში ქართველი ადამიანის ნიჭი გაცხადდა. დიმიტრი უზნაძე საქართველოში ფსიქოლოგიური მეცნიერების ფუძემდებელი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელიცაა. მან გერმანიაში დაიცვა დისერტაცია დოქტორის ხარისხის მოსაპვებლად და მერე სამშობლოში დაბრუნდა.

© National Libraryდიმიტრი უზნაძე
დიმიტრი უზნაძე - Sputnik საქართველო
დიმიტრი უზნაძე

1915 წელს პირველად საქართველოში, კერძოდ, ქუთაისში დააარსა ქალთა ქართული სკოლა „სინათლე“, რომლის დირექტორიც თავადვე იყო. 1917 წელს დიმიტრი უზნაძე ქუთაისიდან თბილისში გადმოვიდა და შეუდგა დიდი და მამულიშვილური ქართული საქმის მსახურებას, გვერდით დაუდგა ივანე ჯავახიშვილს უნივერსიტეტის დაარსების საქმეში. 1918 წელს მისი ხელმძღვანელობით უნივერსიტეტშივე შეიქმნა ფსიქოლოგიის კათედრა და ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ლაბორატორია, რომლის გამგე იყო გარდაცვალებამდე; მოგვიანებით მან დააფუძნა უკვე ფსიქოლოგიის ინსტიტუტიც.

© National Libraryკორიფეების კრებული - პირველ რიგში მარცხნიდან სხედან: ალექსანდრე ბარამიძე, ს. ჯანაშია, აკაკი შანიძე, კორნელი კეკელიძე, გ. ჩუბინაშვილი, დიმიტრი უზნაძე, ლ. მელქისეთბეგი. მეორე რიგში დგანან: ქსენია სიხარულიძე, შოთა ძიძიგური, ვარლამ თოფურია, ილია აბულაძე
კორიფეების კრებული - პირველ რიგში მარცხნიდან სხედან: ალექსანდრე ბარამიძე, ს. ჯანაშია, აკაკი შანიძე, კორნელი კეკელიძე, გ. ჩუბინაშვილი, დიმიტრი უზნაძე, ლ. მელქისეთბეგი. მეორე რიგში დგანან: ქსენია სიხარულიძე, შოთა ძიძიგური, ვარლამ თოფურია, ილია აბულაძე - Sputnik საქართველო
კორიფეების კრებული - პირველ რიგში მარცხნიდან სხედან: ალექსანდრე ბარამიძე, ს. ჯანაშია, აკაკი შანიძე, კორნელი კეკელიძე, გ. ჩუბინაშვილი, დიმიტრი უზნაძე, ლ. მელქისეთბეგი. მეორე რიგში დგანან: ქსენია სიხარულიძე, შოთა ძიძიგური, ვარლამ თოფურია, ილია აბულაძე

სრულიად უპრეცედენტოა ის ფაქტი, რომ 1935 წელს დისერტაციის დაუცველად მიენიჭა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. დიმიტრი უზნაძე, ამასთანავე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი შემადგენლობის აკადემიკოსია. 

დიმიტრი უზნაძის ექსპერიმენტს საზღვარგარეთის სამეცნიერო წრეებში „უზნაძის ეფექტის“ სახელით მოიხსენიებენ. საყოველთაოდაა ცნობილი მისი მიდგომები თამაშსა და სწავლაზე. სწავლას იგი გარდამავალ ფორმად მიიჩნევს თამაშსა და შრომას შორის. 

დიმიტრი უზნაძის ძეგლი - Sputnik საქართველო
სიკვდილი ფორმაა ცხოვრებისა, მაგრამ იგი დაუძინებელი მტერია სიცოცხლისა

დიმიტრი უზნაძე მსოფლიოსთვის, უპირველესად, ცნობილი გახდა თავისი „განწყობის თეორიით“. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, მას უნდოდა ორი სუბსტანციის, მატერიალურისა და სულიერის დაკავშირება განწყობის ტერმინით.… განწყობა, მისი აზრით, სულს აკავშირებს სხეულთან. ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნება, როგორ განასხვავებს დიდი ფსიქოლოგი ადამიანის ქცევას ცხოველისაგან:

„სრულიად უდავოა, რომ ადამიანის ქცევას მოთხოვნილება უდევს საფუძვლად და ამ თვალსაზრისით ცხოველსა და ადამიანს შორის განსხვავება, მართლაც, არაფერია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ნამდვილად განსხვავება მათ შორის მაინც დიდია. საქმე ისაა, რომ ცხოველის მოთხოვნილებათა ბუნება და წრე ერთხელ და სამუდამოდ არის განსაზღვრული. მათ ცოცხალი ორგანიზმის ბიოლოგიური თავისებურებები უდევს საფუძვლად. სულ სხვა სურათს წარმოადგენს ადამიანის მოთხოვნილება. ადამიანი ისტორიული არსებაა და მისი მოთხოვნილება სოციალურ ურთიერთობათა განვითარების ნიადაგზე განუწყვეტელი ქმნადობის პროცესში იმყოფება, ამის შედეგი ისაა, რომ არა მარტო ძველი მოთხოვნილებები იცვლება, არამედ განუწყვეტლივ ახალ-ახალი მოთხოვნილებებიც ჩნდება, მოთხოვნილებები, რომლის მსგავსსაც კი ვერაფერს ვნახავთ ცხოველთა სამკვიდროში: ადამიანი შეუდარებლად უფრო მრავალფეროვანის და მრავალმხრივი მოთხოვნილების პატრონია, ვიდრე ცხოველი“. 

დიმიტრი უზნაძემ დაგვისაბუთა ის, რომ მთავარ როლს, ზოგადად, ადამიანის ცხოვრებაში ცნობიერება ასრულებს, რომ ჩვენს ქცევას განწყობა უდევს საფუძვლად. მისი აზრით, განწყობა პიროვნების განვითარებაა, მართალია,  გაუცნობიერებელი, მაგრამ ის წინ უსწრებს და განსაზღვრავს ნებისმიერი ადამიანის ქცევას.

საუკეთესო განწყობას, მამულისათვის კეთილად წარმართულ ქცევასა და ბედნიერებას გისურვებთ!


ყველა ახალი ამბავი
0