ვინ იამაყებს საქართველოს ევროპაში გაწევრიანებით, ჩვენ თუ პატივცემული ევროპა?

© John Wნარიყალა
ნარიყალა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი და საყოველთაოდ აღიარებული ფაქტი: საქართველო - უძველეს ევროპელთა სამშობლოა! ანუ დღეს ბებერ კონტინენტზე მცხოვრებნი „Homo Georgicus“-ად მონათლულ უძველეს ევროპელთა - ზეზვას და მზიას შთამომავლები არიან!

ამ ქვეყნად ყველაფერს აქვს თავისი საზომი და ფასი, იქნება ეს რაიმე ნივთი თუ მოვლენა. თუ ამ კუთხით შევხედავთ, მაშინვე ჩნდება კითხვა — რა მისცა ქართველმა ხალხმა კაცობრიობას?  გვაქვს კი რაიმე დამსახურება მთელი სამყაროს  მასშტაბით? მგონი, აბსოლუტურად ლეგიტიმურია, ნებისმიერი ერის წარმომადგენელს აინტერესებდეს მისი წინაპრების დამსახურება ისტორიის წინაშე. ამიტომ სასწრაფო წესით „ჩავყვინთე“ ისტორიის წიაღში იმის გასაგებად, რა შეუქმნია ჩვენს ერს გამორჩეული და რაში ვართ მსოფლიოში პირველები. დიდი შრომა არც დამჭირვებია, რადგან ყველაფერი ისტორიის ზედაპირზე დევს. გთავაზობთ მეცნიერულად დასაბუთებულ  ფაქტებს და არა ვერსიებს.

© ალავერდის ეპარქიის არქივიყურძენი ალავერდის ეპარქიაში
ყურძენი ალავერდის ეპარქიაში - Sputnik საქართველო
ყურძენი ალავერდის ეპარქიაში

 

პირველი და საყოველთაოდ აღიარებული ფაქტი: საქართველო — უძველეს ევროპელთა სამშობლოა! ანუ დღეს ბებერ კონტინენტზე მცხოვრებნი,,Homo Georgicus“-ად მონათლულ უძველეს ევროპელთა — ზეზვას და მზიას შთამომავლები არიან!

მეორე: საქართველო ყურძნისა და  ღვინის უძველესი სამშობლოა!

სწორედ საქართველოშია აღმოჩენილი 8 ათასი წლის წინანდელი ქვევრი, ყურძნის წიპწებით! ამიტომაც,  იუნესკომ ქართული ქვევრი და ღვინის წარმოება კაცობრიობის არამატერიალურ მემკვიდრეობად აღიარა!

მესამე: საქართველო — ოქროს წარმოების უძველესი სამშობლოა!

ამას ამტკიცებს  არა მხოლოდ არგონავტებისა და,,ოქროს საწმისის" ცნობილი უძველესი მითი, არამედ, თბილისის მახლობლად, საყდრისთან აღმოჩენილი 6 ათასი წლის წინანდელი (ძველეგვიპტურ საბადოებზე ხნიერი) ოქროს საბადო და იქ ნაპოვნი  უძველესი ხელსაწყოები.

© Sputnik / Levan Avlabreliმეტეხის ხიდი
Вид на Метехский мост и старый Тбилиси - Sputnik საქართველო
მეტეხის ხიდი

მეოთხე: საქართველო — მეტალურგიის უძველესი სამშობლოა!

ძველი წელთააღრიცხვის მე-5 საუკუნის დასასრულს, თავისი ლაშქრით  შუამდინარეთიდან მომავალმა ცნობილმა ისტორიკოსმა ქსენოფონტემ  მოინახულა ხალიბების ქვეყანაც და მიუთითა, რომ ისინი, ე.ი. ხალიბები, რკინას იღებდნენ ქვიშისაგან, რომელიც დიდი რაოდენობით ჩამოჰქონდათ მათი ქვეყნის მდინარეებს. საქართველოში აღმოჩენილი უძველესი არტეფაქტების გარდა, ამ მოსაზრებას ამყარებს  თვით ქსენოფონტესა და არისტოტელეს  ცნობები, რომელთა  მიხედვით ისტორიკოსები აკეთებენ დასკვნას, რომ კოლხებს, ანუ ხალიბებს  ძველი წელთაღრიცხვის  IV საუკუნეზე გაცილებით ადრე სცოდნიათ რკინისა და უჟანგავი ფოლადის მიღება.

ანუ,  სწორედ პროტოქართული ცივილიზაციიდან გავრცელდა მეტალურგია და რკინის იარაღი ასირიაში, მესოპოტამიასა თუ ძველ საბერძნეთში…

მეხუთე: საქართველო — ძაფის უძველესი სამშობლოა!

340 საუკუნის (!) წინათ, სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე — დასავლეთ საქართველოში დაიწნა პირველი ძაფი!

დარეჯან დედოფლის სასახლე - Sputnik საქართველო
რომელი სახელმწიფო წყობაა მისაღები საქართველოსთვის?

ამ ჩამონათვალში შევიყვანე ისეთი ფაქტები, რომლებსაც, როგორც იტყვიან, წყალი არ გაუვა. ახლა, მოვიყვან იმ ჩამონათვალს, რომელიც ან დაზუსტების პროცესშია ან ეს მოვლენები მეცნიერულად გაუმყარებელია. ერთ-ერთი მათგანია თაფლის წარმომავლობის საკითხი. არქეოლოგებმა ბორჯომის მახლობლად აღმოაჩინეს 5,5 ათასი წლის წინანდელი თაფლის ჭურჭელი! ეს კი, 2 ათასი წლით უფრო ძველია,  ეგვიპტეში, თვით ტუტანჰამონის სამარხში რომ  აღმოაჩინეს! ეს სწორედ ის  ტუტანჰამონია, რომელსაც, შვეიცარიელი გენეტიკოსების დასკვნით, კავკასიური გენები აქვს… ისევე როგორც, თანამედროვე ევროპელთა 50-70 პროცენტს! თუმცა, ამ საკითხზე საინტერესო მოსაზრება გააჩნია საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელ ირინა ღამბაშიძეს: „მართალია, დღევანდელი სამეცნიერო მონაცემებით, უძველესი თაფლი საქართველოშია აღმოჩენილი, მაგრამ ეს სურათი შეიძლება შეიცვალოს და სხვაგან აღმოჩნდეს უფრო ადრეული. მაგალითად, სომხებმა იპოვეს პირველი ფეხსაცმელი, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ფეხშიშველი დადიოდნენ. უბრალოდ იმ ნიადაგმა შეინახა უკეთ“.  თუ გავითვალისწინებთ, რომ ფუტკარი საქართველოს გარდა სხვაგანაც დაფრინავდა, უნდა დავეთანხმოთ, ხოლო ფეხსაცმლის ვერსიასთან დაკავშირებით, ქალბატონ ირინას იუმორის გრძნობა უნდა შევუქო.  

ასევე დაუზუსტებელია ცნობილი გერმანელი  მეცნიერის ბორის  გრეინშპოლის ნააზრები. იგი თავის  ნაშრომში ,,ტროელები  და  იბერიელები’’  პირდაპირ  წერდა: ,,ქართველებმა  დედამიწაზე  პირველებმა   მოიშინაურეს   ცხენი  და  როგორც  ჩანს,  ავსტრიამდე  მივიდნენ,  სადაც  ჩვ. წ-აღ-მდე დაახლოებით  2800  წელს  შექმნეს  ბადენური  კულტურა.  როგორც  ჩანს,  ქართველები  იყვნენ  ლეგენდარული  ტროელებიც,  თუმცა,  მათგან  დღეს  მხოლოდ   ერთი  ხალხი   დარჩა  —  ქართველები“…შესაძლოა ასეც იყო, მაგრამ…

© Sputnik/ Oxana Vointsevaსიღნაღი — სიყვარულის ქალაქი და ქართული ლას-ვეგასი
სიღნაღი — სიყვარულის ქალაქი და ქართული ლას-ვეგასი - Sputnik საქართველო
სიღნაღი — სიყვარულის ქალაქი და ქართული ლას-ვეგასი

ახლა, იმასაც მოგახსენებთ, რაც  საამაყო თუ არა, უდავოდ  საინტერესოა:

სიღნაღის ციხე-გალავანი ევროპაში ფართობით პირველი და მსოფლიოში მეორეა  ჩინეთის დიდი კედლის შემდეგ.

ევროპის უმაღლესი მწვერვალები საქართველოშია.

ევროპის ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი, ზღვის დონიდან 2345 მეტრზე მდებარეობს, სოფელი ბოჭორნა — თუშეთი.

ევროპაში ყველაზე ღრმა უფსკრული არის თოვლიანი უფსკრული საქართველოში (აფხაზეთში).

ყველაზე ღრმა უფსკრული – კარსტული წარმონაქმნი არამარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოში – ესეც საქართველოშია, აფხაზეთში – კრუბერის (ვორონიას) მღვიმე – 2005 წელსაა აღმოჩენილი და უდიდესი სიღრმეა აქამდე გამოკვლეული – 2190მ!

© courtesy of Tusheti Municipalityთუშეთი
горный массив в районе Тушети - Sputnik საქართველო
თუშეთი

რკინის ხანის არქოლოგიური ძეგლი თრიალეთში, სადაც კლდეზეა ნაკაწრ-ნახატები (პირველი ნახატები საქართველოში, აქაა უნივერსიტეტის სიმბოლოს პირველი ეგზემპლარი, შველი ძუძუს აწოვებს ნუკრის).

საქართველოშია 1800-წლოვანი უთხოვარის ხე.

მრავალსართულიანობის მიხედვით,  მსოფლიოში პირველობა ეკუთვნის ცუცხვათის (მაღარას) მღვიმეს (ტყიბული), ეს მღვიმე 11-12 სართულისგან შედგება.

მსოფლიოში ყველაზე ცხელი წყალი აღმოჩნდა საქართველოში, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღის ტერიტორიაზე, სადაც მიწის ბურღვის დროს ჭაბურღილიდან იფეთქა თერმულმა წყალმა. მისი ტემპერატურა 104 გრადუსია ცელსიუსით. წყალი ამოჩქეფს 3580 მეტრი სიღრმიდან. თითქმის ასეთივე ტემპერატურა აქვს ფონიჭალის მიდამოებში აღმოჩენილ წყალს (103 გრადუსი), ეს წყალი აღმოაჩინეს 1966 წელს ბურღვის შედეგად, რომელიც 3600 მ სიღრმიდან ამოჩქეფს და ბოლოს, ცაიშის მინერალური წყლის ტემპერეტურა 81 გრადუსია.

აღარაფერს ვამბობ ქართულ დამწერლობაზე, რომელიც ასევე ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. არ მგონია, რომ ჩემს მიერ მოწოდებული ჩამონათვალი სრულია. როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს მცირე დროში მოკვლეული ზედაპირული მასალაა, თუმცა, ალბათ, დამეთანხმებით, რომ საკმაოდ შთამბეჭდავი. ასე რომ, ჩემო ძვირფასო ქართველებო, მოდით, კარგად დავფიქრდეთ, ევროპაში გაწევრიანებით  ვინ  უფრო მეტად  უნდა იამაყოს — ჩვენ თუ პატივცემულმა ევროპელებმა?

ყველა ახალი ამბავი
0