17:01 26 მაისი 2017
პირდაპირი ეთერი
სულელური ქმედება

„ობოლო ვის მოკლავო და ვინც გამზარდა, იმასო“...

© Flickr/ Raymond Zoller
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
თამაზ ჩიქვანაია
12240

15 თებერვალს ტუტუცებისა და ბრიყვების საერთაშორისო დღეა!

გამოგიტყდებით და ცოტა უხერხულობის შეგრძნებას მიტოვებს გუშინდელი ვალენტინობის დღე (თუ მისი დაარსების ისტორიას გადავხედავთ).

როგორც ეტყობა, მარტო არ ვარ. ერთმა მეგობარმა ფაცებოოკ-ში გუშინ მომწერა – ეს დღე 8 მარტის დემო-ვერსიააო(!).

ჩემი აზრით, სიყვარულისა და შეყვარებულებისთვის წელიწადის 365-ვე დღე გამოდგება…

ნუ, ეს გუშინ იყო, დღეს კი, 15 თებერვალს, გაგიკვირდებათ და, ტუტუცებისა და ბრიყვების საერთაშორისო დღეა!

ქართულ ზეპირსიტყვიერებაში არის ასეთი კარგი გამონათქვამი: ბრიყვი მიუშვი ნებასა თვით შეეყრება სნებასაო. სიტუტუცე და სიბრიყვე სათავეს იღებს უმადურებისგან. ეს კი დიდი ცოდვაა. ისევ ქართული სიბრძნიდან გაგახსენებთ ერთ ზღაპარს, რომელსაც ჯერ არ შეხებია ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე. მითის მიხედვით, ქრისტე ღმერთი ამირანის ნათლია იყო და მან თავის ნათლულს საოცარი ძალა და ენერგია დაანათლა. ამირანმა ყველა დაამარცხა, დედამიწაზე მეტოქე აღარავინ ჰყავდა და ბოლოს ნათლიაღმერთს აუხირდა — გინდა თუ არა, უნდა დამეჭიდოო, ბოლოს და ბოლოს, უნდა დადგინდეს, ვინ არის ჩვენ შორის უძლიერესიო. მაშინ უფალმა ამირანი კავკასიის ქედის ერთ სალ კლდეს მიაბა და საუკუნო სატანჯველში ჩააგდო. ხალხის ცნობიერებაში ასე დაისაჯა უმადურობა და მასზე დამყნობილი სიბრიყვე.

ერთმა უმადურმა და ბრიყვმა კაცმაც კი შეიძლება უსიამოვნება მოუტანოს საზოგადოებას და თუ ბევრი გაბრიყვდა — მტრისას. ახლა ამ კატეგორიის ადამიანების განხილვა-განსჯის არც სურვილი მაქვს და არც დრო. უბრალოდ, მაინტერესებს, როგორ და რატომ უნდა ვიზეიმო ამ დუნიაზე მომრავლებული ტუტუცებისა და ბრიყვების დღესასწაული. თუ როგორ – ეს პიროვნულია და თავისუფლებისა და დემოკრატიის ეპოქაში ყველამ თავად გადაწყვიტოს. რაც შეეხება რატომს — სავარაუდოდ, კალენდრის შემდგენელმა იფიქრა, ადამიანთა ეს ტიპი ისე გამრავლდა, არიქა, არატოლერანტობა არ დამწამონო და საზეიმო დღეც დაუწესა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, დღეს ცოტა ფრთხილად გმართებთ ყოფნა. გაღიმებულ-გახარებული თუ ვინმემ დაგინახათ, მერე ტუტუცის იარლიყს კარგა ხანს ვერ მოიშორებთ, ხოლო მოღუშულსა და შუბლშეკრულს, იქნებ ჰომოფობობაც დაგწამონ. მე, პირადად, მეორე ვერსიას ვემხრობი. „ფობია“ მოგეხსენებათ ბერძნული სიტყვაა და შიშს ნიშნავს. შესაბამისად, ადამიანი გაურბის გარკვეულ ობიექტებსა თუ სუბიექტებს, რის ან ვის მიმართაც განიცდის ამ „ფობიას“. ამიტომაც მირჩევნია ბრიყვთმოშიში მეძახონ. დილიდანვე გავაფრთხილე ყველა ჩემი ახლობელი, ვისთანაც, სავარაუდოდ, დღეს კონტაქტი მექნება, რომ რაიმე მხიარული და სასიამოვნო არ შემატყობინონ. ხომ შეიძლება რამეთი გახარებულს სახეზე ნეტარი ღიმილი გადამეფინოს. ამტკიცე მერე, რომ არ ხარ ტუტუცი და ბრიყვი!

P.ს. მინდოდა ერთი ლაზათიანი ანეკდოტიც მომეყოლა თქვენთვის, მაგრამ თავი შევიკავე; ვაი და გაგეცინოთ?! ხომ დაგკარგეთ სამუდამოდ და მერე ვინღა წაიკითხავს ჩემი ჯადო-კალენდრის მომდევნო ისტორიებს.

პატივისცემით,

სხვადასხვა სახის „ფობიებით“ შეპყრობილი თამაზ ჩიქვანაია.

მთავარი თემები