საქართველოს შუამავლობით აზერბაიჯანმა სომხეთის 15 დაკავებული მოქალაქე გაათავისუფლა

© photo: Sputnikსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2021
გამოწერა
საქართველომ გამოთქვა მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს საერთაშორისო საზოგადოების მცდელობებში, რომელიც რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას ემსახურება.

თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. აზერბაიჯანმა კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური შუამავლობით და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით გაათავისუფლა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2021
საქართველო და სომხეთი მედიცინის სფეროში კატასტროფების მართვაში ითანამშრომლებენ

ადმინისტრაციის მონაცემებით, სომხეთის მოქალაქეები სამშობლოში საქართველოს ტერიტორიის გავლით დაბრუნდნენ. გარდა ამისა, განცხადების თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახმარებით სომხურმა მხარემ აზერბაიჯანულ მხარეს დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი მასალები გადასცა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირადად იმყოფებოდა მუდმივ კავშირზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიესალმება მეზობელი სახელმწიფოების ამ გადაწყვეტილებას, რამაც საფუძველი უნდა დაუდოს რეგიონში დაძაბულობის შემცირებას და გრძელვადიან პერსპექტივაში თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას და მზად არის საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო საზოგადოების მცდელობებში, რომელიც რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას ემსახურება.

ყველა ახალი ამბავი
0