სომხური „კონიაკი“ არსებობას შეწყვეტს: ევროკავშირის მოთხოვნა რატიფიცირებულია

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიკონიაკი
კონიაკი - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
გამოწერა
ევროკავშირთან ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, სომხეთმა უნდა შეწყვიტოს დასახელება „კონიაკისა“ და „შამპანურის“ გამოყენება.

თბილისი, 11 ივნისი − Sputnik. სომხეთის ხელისუფლებამ ევროკავშირთან შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა, რომლის თანახმადაც ქვეყანა ვალდებულია, უარი თქვას დასახელება „კონიაკზე“ შესაბამისი ალკოჰოლური პროდუქციის მარკირებისას, იუწყება „Sputnik–სომხეთი“.

სარკინიგზო მიმოსვლა პანდემიის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
სარკინიგზო მიმოსვლა თბილისი–ერევანი 15 ივნისიდან აღდგება: მატარებელი ყოველდღე ივლის

დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი ერევანს, მეზობლობის პოლიტიკის ფარგლებში, 3 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას გაუწევს, რათა უცხო ქვეყნის გეოგრაფიული სახელწოდების გამოყენება რბილად და ეფექტურად შეწყდეს.

სომხეთი ვალდებულია – საკუთარი ალკოჰოლური პროდუქციისთვის ახალი სახელწოდება შეიმუშავოს, გაუწიოს მას რეკლამა და უზრუნველყოს მარკეტინგი შიდა თუ გარე ბაზრებზე.

აღსანიშნავია, რომ მოთხოვნა, შეწყდეს სახელწოდება „კონიაკის“ გამოყენება, შესულია 2017 წლის ნოემბერში ხელმოწერილ შეთანხმებაში ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ, რომელიც ძალაში სრულად მიმდინარე წლის 1 მარტს შევიდა. ამ დოკუმენტის თანახმად, სომხეთმა ასევე უნდა შეწყვიტოს დასახელება „შამპანურით“ ალკოჰოლური სასმელების მარკირება. ამასთან, ადგილობრივ ბაზარზე „კონიაკის“ გამოყენების შესაწყვეტად ქვეყანას 14-წლიანი ვადა აქვს მიცემული, ხოლო უცხოეთის ბაზრებზე − 25 წელი. რაც შეეხება „შამპანურს“, ამ შემთხვევაში ვადა ბევრად მცირეა: ორი წელი ადგილობრივი ბაზრისთვის და სამი − უცხოურისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0