18:40 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
39 0 0

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მისი გადადგომა უკავშირდება ნიკოლ ფაშინიანის მიერ აზერბაიჯანთან საზღვარზე ვითარების დეესკალაციის გეგმის გამოქვეყნებას.

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა საგარეო საქმეთა მინისტრის, არა აივაზიანის გადადგომას ხელი მოაწერა.

ბრძანებას, რომელიც პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, საფუძვლად პრემიერ-მინისტრის წინადადება დაედო. აივაზიანი გათავისუფლებულია კონსტიტუციის 131-ე მუხლისა და „მთავრობის სტრუქტურისა და საქმიანობის“ შესახებ კანონის შესაბამისად.

აივაზიანმა გადადგომის შესახებ განცხადება გასულ კვირაში, 27 მაისს დაწერა. ამ დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი გამოვიდა საზღვრიდან სომხეთის და აზერბაიჯანის ჯარის გაყვანის და იქ საერთაშორისო დამკვირვებლების განთავსების შესახებ ინიციატივით. ორშაბათს აივაზიანმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს, რათა არ დარჩეს რაიმე ეჭვი იმისა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო შეიძლება დაეთანხმოს ინიციატივებს, რომლებიც ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ამის შემდეგ სომხურმა მედიასაშუალებებმა დააანონსეს მასობრივი გადადგომები საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში და ეროვნული უშიშროების სამსახურშიც. აღინიშნა, რომ გადადგომის შესახებ განცხადებები დაწერეს საგარეო საქმეთა მინისტრის ოთხმა მოადგილემ, ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, იუწყება Sputnik-სომხეთი.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ 12 მაისს განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სცადეს გარკვეული ღონისძიებების გატარება „საზღვრების დასაზუსტებლად“ სიუნიქის ოლქის ერთ-ერთ სასაზღვრო მონაკვეთზე. ამასთან, უწყებაში არ დაუზუსტებიათ, კონკრეტულად რა სამუშაოები ჩაატარეს აზერბაიჯანელმა სამხედროებმა. ფაშინიანმა აცნობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომ ამ სიტუაციასთან დაკავშირებით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (CSTO) მიმართავს.

მთავარი თემები