15:16 16 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8492
  • 100 RUB4.4160
  • USD3.1751
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
166 0 0

მტაცებლები თავს დაესხნენ ბავშვებს, რომლებიც სკოლიდან შინ ბრუნდებოდნენ. ერთ-ერთს ჭრილობა ლოყაზე აქვს, ის სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში.

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში მგლების ხროვა სკოლის მოსწავლეებს დაესხა თავს, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.

მტაცებლების თავდასხმის შედეგად სერიოზულად დაშავდა ორი არასრულწლოვანი – ბიჭი და გოგონა – და ორი მოზრდილი. მოზარდები ადგილობრივი მცხოვრებლების დახმარებით უახლოეს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

გოგონას მდგომარეობა შედარებით მსუბუქი აღმოჩნდა და ის მალე გაწერეს სახლში, ბიჭს კი ჭრილობა ლოყაზე აქვს. ის სამკურნალოდ ქალაქ ნახიჩევანში გაგზავნეს.

მგლების თავდასხმის ბოლო შემთხვევა აზერბაიჯანში მიმდინარე წლის აპრილში მოხდა. მაშინ მტაცებლების ხროვა თავს დაესხა ცხვრის ფარას, სადაც 30 ცხვარი დაგლიჯეს, კიდევ რვა დააზიანეს.

მთავარი თემები