03:31 12 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1656
  • 100 RUB4.6357
  • USD3.4271
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
929 0 0

ეკონომიკური თვალსაზრისით ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისათვის, დარწმუნებულია ქერემ ყარაბულუთი.

თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. რუსეთის, თურქეთისა და ირანის თანამშრომლობა რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების გარანტიაა, განუცხადა Sputnik-აზერბაიჯანს თურქეთში „ათათურქის უნივერსიტეტის“ პროფესორმა, ექსპერტმა ეკონომიკისა და პოლიტიკის საკითხებში ქერემ ყარაბულუთმა.

„რეგიონის ამ სამი ქვეყნის თანამშრომლობისა და უერთიერთგაგების გარეშე რაიმე პროცესები შეუძლებელია. მოსკოვის, ანკარისა და თეირანის კავშირი სწორედ რომ მნიშვნელოვანი ფაქტორია მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისათვის ახლო აღმოსავლეთისა და კავკასიის რეგიონში”, - განაცხადა ყარაბულუთმა.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი, ექსპერტის აზრით, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანია, ზოგადად, მთელი მსოფლიოსთვის და განსაკუთრებით რეგიონისთვის. ეს არის ისტორიული „აბრეშუმის გზის" აღორძინება, რომელიც კონტინენტებს დააკავშირებს.

„ყარსი-იღდირი-ნახიჩევანის მონაკვეთი და ზანგეზურის დერეფნის გახსნა იქნება გაგრძელება ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტისა, რომელიც თავის მხრივ დააკავშირებს ჩინეთს რუსეთთან და ევროპასთან”, - განაცხადა ყარაბულუთმა.

ექსპერტის აზრით, „სარკინიგზო აბრეშუმის გზის" აღორძინება შეამცირებს საქონლის ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის ხარჯებს, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ქვეყნების საგარეო ვაჭრობის განვითარებას და, შედეგად, მთელი რეგიონის ეკონომიკის განვითარებას.

„თუ სომხეთი განაგრძობს კონსტრუქციულ პოლიტიკას რეგიონში, მაშინ მომავალში ოფიციალურ ერევანს ასევე შეუძლია მონაწილეობა მიიღოს პროექტში და ამით ააღორძინოს ქვეყნის ეკონომიკა”, - განაცხადა ყარაბულუთმა.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით 2021 წლის 29 იანვარს ანკარიდან რუსეთის მიმართულებით პირველი სატვირთო მატარებელი დაიძრა. ამავე დღეს სატვირთო მატარებელი დაიძრა ანკარა-სიანის მარშრუტით: ორი კონტინენტის გავლით სარკინიგზო შემადგენლობა საერთო ჯამში 7.792 კილომეტრს გაივლის.

ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო დერეფანი აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე აშენდა. პროექტის რეალიზება 2008 წელს დაიწყო. სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა. მარშრუტის სავარაუდო გამტარუნარიანობა – წელიწადში მილიონი მგზავრი და 6,5 მილიონი ტონა ტვირთი. მომავალში ამ სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობა შეიძლება გაიზარდოს სამ მილიონ მგზავრამდე და 20 მილიონ ტონა ტვირთამდე წელიწადში.

მთავარი თემები