02:49 12 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1656
  • 100 RUB4.6357
  • USD3.4271
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
379 0 0

გუდაური-კობის ზვავსაშიში გზის შემოვლითი ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა საქართველოს სამხედრო გზატკეცილზე, რომელიც საქართველოს რუსეთთან აკავშირებს, ხელსაყრელია არა მხოლოდ ქართული მხარისთვის, არამედ სომეხი გადამზიდავი კომპანიებისთვის

თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. საქართველო წელს იწყებს მასშტაბური პროექტის რეალიზებას, რომელიც „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებისკენ და ამ მიმართულებით დაუბრკოლებელი სატრანსპორტო მიმოსვლის უზრუნველყოფისკენაა მიმართული. იუწყება Sputnik-სომხეთი.

საუბარია მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზატკეცილის გუდაური-კობის სახიფათო მონაკვეთის შემოვლით ახალ, ქვეშეთი-კობის გზაზე. პროექტით გათვალისწინებულია 22,7 კილომეტრიანი გზის, ასევე, 6 ხიდისა და 5 გვირაბის, მათ შორის, ჯვრის უღელტეხილის ქვეშ ცხრაკილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბი და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა.

სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა ლილიტ გრიგორიანმა Sputnik-სომხეთის კორესპონდენტთან საუბრისას აღნიშნა, რომ სომხეთი მიესალმება ნებისმიერ ინფრასტრუქტურულ პროგრამას, რომელიც ხელს შეუწყობს სომხეთიდან და სომხეთისკენ ტვირთის მოძრაობის შემსუბუქებას.

„ქვეშეთი-კობის რეკონსტრუქცია და გვირაბის მშენებლობა სომხეთიდან რუსეთში და უკან ტვირთის გადაზიდვას გაამარტივებს და უფრო უსაფრთხოს გახდის“, - განაცხადა გრიგორიანმა.

როგორც მან აღნიშნა, სომხეთში იმედოვნებენ, რომ გზა წლის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იმუშავებს.

პროექტის მნიშვნელობაზე როგორც საქართველოსთვის, ისე სომხეთისთვის, Sputnik-სომხეთის კორესპონდენტთან ისაუბრა ასევე საქართველოს საერთაშორისიო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა გია წიფურიამ.

„პროექტი ორ ლოტადაა დაყოფილი, გზა იქნება ასფალტ-ბეტონის. გარდა ამისა, გუდაური-კობის მოქმედი გზა ყველაზე რთული მონაკვეთია, რომლის სიგრძეც 35 კილომეტრს შეადგენს. ფურების მძღოლები მის გავლას ერთ საათს ან მეტ დროს ანდომებენ“, - განაცხადა წიფურიამ.

მისი სიტყვებით, პროექტის იმპლემენტაცია მანძილს 12 კილომეტრით, დროს კი თითქმის ორჯერ შეამცირებს. გარდა ამისა, მოდერნიზებული მარშრუტი გაუადვილებს ცხოვრებას გადამზიდავებს, უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას და დაუბრკოლებელ სატრანსპორტო მოძრაობას.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, 15 მეტრის სიგანისა და 9 კილომეტრის სიგრძის გვირაბი - არის ქვეყანაში უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი. წიფურიამ ხაზი გაუსვა, რომ ახალი გზა მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, საქართველოსთვის, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, რომლისთვისაც ამ ეტაპზე ის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი სახმელეთო გზაა.

მისი თქმით, ყოველწლიურად მხოლოდ სომხეთიდან და მისი მიმართულებით „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს კვეთს, სულ მცირე, 10 ათასი რეისი. წელს მათი რაოდენობა შესაძლოა 15 ათასამდე გაიზარდოს ხორბლისა და სხვა მარცვლოვანი კულტურების მიწოდების გამო.

თუმცა იგი, ისევე როგორც სომეხი ექსპერტები, დარწმუნებულია, რომ მიუხედავად მოქმედი მარშრუტისა, ერევანმა მიწოდების დივერსიფიცირებაზე უნდა იფიქროს. არსებულ რეალიებში შედარებით მისაღები, წიფურიას აზრით, გადაზიდვების მულტიმოდალური ტიპია: ერევნიდან ფოთში რკინიგზით ან საავტომობილო გზით, იქიდან - რუსეთის ნოვოროსიისკის და სხვა ქალაქების პორტებში ბორნით.

მთავარი თემები