რიკოთის უღელტეხილზე მეექვსე გვირაბი გაიჭრა

© photo: Sputnik / Stringerრიკოთის უღელტეხილი
რიკოთის უღელტეხილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა საუკუნის პროექტად შეფასდა. ამ დროისათვის რიკოთზე გადაადგილების საშუალო სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი სიჩქარე გაორმაგდება.

თბილისი, 12 იანვარი - Sputnik. რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში უბისა-შორაპნის მონაკვეთზე რიგით მეექვსე გვირაბი გაიჭრა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე - Sputnik საქართველო
საუკუნის პროექტი: გზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე 2023 წელს დასრულდება

ახალი გვირაბის სიგრძე 885 მეტრია და რიკოთის ახალ საუღელტეხილო გზაზე ამ დრომდე გაჭრილ გვირაბებს შორის ყველაზე გრძელია.

უბისა-შორაპნის მონაკვეთზე სულ 13 კმ-იანი გზა, 27 ხიდი და 18 გვირაბი აშენდება.

ამ დროისათვის სამშენებლო სამუშაოები, უბისა–შორაპნის გარდა, ჩუმათელეთი–ხევის მონაკვეთზე (11,7 კმ სიგრძის) და ხევი–უბისას მონაკვეთზე (12,2 კმ სიგრძის) გრძელდება. მთლიანობაში პარალელურ რეჟიმში სამუშაოები 53 ხიდსა და 39 გვირაბზე მიმდინარეობს.

რიკოთის უღელტეხილზე საერთო ჯამში იგეგმება 51,6 კმ სიგრძის თანამედროვე გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.

რიკოთის უღელტეხილზე გზის ძირითადი მონაკვეთების მშენებლობის დასრულება 2022 წლისთვის, სრულად ექსპლუატაციაში შესვლა კი 2023 წლისთვის იგეგმება.

ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა სტანდარტის შესაბამისი იქნება. პროექტის ღირებულება დაახლოებით 1 მლრდ დოლარია.

გზის ახალი მონაკვეთების მშენებლობის წყალობით წითელი ხიდიდან სარფამდე მანძილის დასაფარი დრო 8 საათიდან 4-4,5 საათამდე შემცირდება.

აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0