07:19 22 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0064
  • 100 RUB4.4826
  • USD3.3010
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (155)
148 0 0

საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ შეთანხმების მიღებიდან ერთი თვის თავზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაირღვა

თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ერთობლივი რუსულ-თურქული მონიტორინგის ცენტრი შეიქმნება აღდამის რაიონში, რომელიც სამმხრივი შეთანხმების პირობების თანახმად, ბაქოს კონტროლის ქვეშ გადავიდა, იუწყება РИА Новости.

„ჩვენ აღდამის რაიონში მონიტორინგის ცენტრის შექმნის სტადიაზე ვიმყოფებით. ეს ასახულია 10 ნოემბერს ხელმოწერილ შეთანხმებაში. თურქულ-რუსული მონიტორინგის ცენტრი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონტროლს განახორციელებს. ჩემი თვალსაზრისით, ეს რეგიონული თანამშრომლობის კარგი მაჩვენებელია. მათ შორის თურქეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის. ეს უკვე რეალობაა“, - მოჰყავს ალიევის სიტყვები მის პრეს-სამსახურს.

სექტემბრის ბოლოს მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო, რომელშიც სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი დაადანაშაულეს. რუსეთის შუამავლობით ქვეყნები 2020 წლის 10 ნოემბრიდან სამხედრო მოქმედებების სრულ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ხელშეკრულების პირობების მიხედვით, სომხეთი და აზერბაიჯანი დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოები შედიან. ისინი მხარეთა გამყოფი ხაზისა და ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ ლაგდებიან. გარდა ამისა, სომხეთი რამდენიმე რაიონის დათმობაზე დათანხმდა.

ერთი თვის შემდეგ, 11 დეკემბერს აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შემთხვევა დაფიქსირდა. თავის მხრივ, რუსეთმა კონფლიქტის მხარეებს ყარაბაღში ზავის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა.

თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (155)

მთავარი თემები