რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შესახებ იუწყება

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშირუსი სამშვიდობოები ყარაბაღში
რუსი სამშვიდობოები ყარაბაღში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე სომხურმა მხარემ აზერბაიჯანის მხრიდან მთიან ყარაბაღზე ახალი შეტევის განხორციელების შესახებ განაცხადა

თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დასრულების მომენტიდან პირველად დაირღვა.

„11 დეკემბერს ჰადრუთის რაიონში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე.

მანამდე სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აზერბაიჯანის მხრიდან მთიანი ყარაბაღის დასახლებული პუნქტების - ჰინ თაღლარის და ჰცაბერდის მიმართულებით შეტევის შესახებ იუწყებოდნენ.

სამხედრო აღლუმის რეპეტიცია ბაქოში - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: რა იარაღი დაეხმარა აზერბაიჯანს ყარაბაღის კონფლიქტში

ეს ორი სომხური სოფელი აღმოჩნდა ანკლავი, ჰადრუთის დანარჩენ ტერიტორიას აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ.

სექტემბრის ბოლოს მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო, რომელშიც სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი დაადანაშაულეს. რუსეთის შუამავლობით ქვეყნები 2020 წლის 10 ნოემბრიდან სამხედრო მოქმედებების სრულ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ხელშეკრულების პირობების მიხედვით, სომხეთი და აზერბაიჯანი დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოები შედიან. ისინი მხარეთა გამყოფი ხაზისა და ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ ლაგდებიან. გარდა ამისა, სომხეთი რამდენიმე რაიონის დათმობაზე დათანხმდა.

ყველა ახალი ამბავი
0