ფაშინიანმა ოპოზიცია უხელისუფლებობის შექმნის სურვილში დაადანაშაულა

© photo: Sputnik / Alexey Danichev / გადასვლა მედიაბანკშინიკოლ ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თითქმის ერთი თვეა, მას შემდეგ, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა, ერევანში საპროტესტო აქციები არ წყდება

თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გაკვირვება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია მოითხოვს მთავრობის მეთაურის გადადგომას და არა ვადამდელ არჩევნებს. ამის შესახებ წერს Sputnik-სომხეთი.

ოპოზიციის აქცია ერევანში - Sputnik საქართველო
ერევანში მომიტინგეებმა ფაშინიანს გადადგომისთვის დრო სამშაბათამდე მისცეს

ოპოზიცია სომხეთში 10 ნოემბრიდან აპროტესტებს მთიან ყარაბაღში ზავის დადებას, რომელსაც ფაშინიანმა მოაწერა ხელი. მომიტინგეები ითხოვენ პრემიერ-მინისტრის გადადგომას და ყარაბაღის შესახებ შეთანხმების დერატიფიკაციის პროცესის დაწყების მოწოდებით გამოდიან. პრემიერის პოსტზე 16 ოპოზიციური პარტია დამოუკიდებელი სომხეთის პირველი პრემიერის, ვაზგენ მანუკიანის კანდიდატურას აყენებს.

„რატომ არ ითხოვენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, არამედ გვთავაზობენ სცენარებს, რომლებიც მიზნად ისახავს ხალხის პროცესიდან სამუდამოდ გამოყვანას? ისინი გვთავაზობენ სომხეთში უხელისუფლებობის ან მარიონეტული ხელისუფლების შექმნას, რადგან შემოგვთავაზეს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა, რომელსაც არ გააჩნია ხალხის მხარდაჭერა, საყრდენი პარლამენტში და ხალხის მხარდაჭერის მოპოვების პერსპექტივა, ვინაიდან მის წინაშე დგას პირობა, არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

პრემიერის აზრით, მისი გადადგომა ახლა ხალხს პოლიტიკური პროცესებიდან გამოდევნის და ხელისუფლებაში წინა რეჟიმის წარმომადგენლებს მოიყვანს. ეს კი ნიშნავს, რომ ერთი წლის განმავლობაში აღდგება არჩევნების გაყალბების ყველა მექანიზმი, განაცხადა მან.

სომხეთის მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ხალხს კიდევ ექნება სომხეთში შექმნილი ვითარების შეფასების შესაძლებლობა.

სომხეთის ეროვნული კრება - Sputnik საქართველო
სომხეთში სამხედრო მდგომარეობის რეჟიმი გახანგრძლივდა

ვაზგენ მანუკიანმა ამასწინათ მიმართა ფაშინიანს და აღნიშნა, რომ მის გადადგომას ითხოვს პრეზიდენტი, პარლამენტის ორი ფრაქცია, კათოლიკოსები გარეგინ მეორე და არამ პირველი, არაერთი სათვისტომოს ხელმძღვანელი, პოლიტიკური ძალები, კულტურის მოღვაწეები. ამ ფონზე მან გაოცება გამოხატა იმით, თუ ფაშინიანის რომელ სახალხო მხარდაჭერაზე შეიძლება იყოს საუბარი.

ერევანში პროტესტი ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამდგომლობით შეთანხმდნენ 2020 წლის 10 ნოემბრიდან ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე. შეთანხმების პირობების თანახმად, სომხეთის მხარემ დათმო ტერიტორიების ნაწილი, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე კი რუსი სამშვიდობოები შედიან. ისინი განთავსდებიან მხარეთა გამყოფ ზოლისა და დერეფნის გასწვრივ, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს.

ყველა ახალი ამბავი
0