ერევანში მომიტინგეებმა ფაშინიანს გადადგომისთვის დრო სამშაბათამდე მისცეს

© photo : Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიოპოზიციის აქცია ერევანში
ოპოზიციის აქცია ერევანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერევანში თითქმის ერთი თვეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი

თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის რეზიდენციასთან შეკრებილებმა მას ულტიმატუმი გამოუცხადეს, იუწყება Sputnik-სომხეთი.

„ნიკოლ ფაშინიანს გადადგომისთვის დროს სამშაბათამდე, 12:00 საათამდე ვაძლევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელს ქვეყანაში დაუმორჩილებლობის აქციები დაიწყება. თუ სამშაბათამდე არ გადადგება, ჩვენ თვითონ გადავაყენებთ მას“, - განაცხადა ოპოზიციური პარტია „დაშნაკცუტუნის“ წარმომადგენელმა იშჰან საღათელიანმა.

მისი თქმით, ოპოზიცია განიხილავს ფაშინიანისთვის ხელშეუხებლობის გარანტიების საკითხს.

სომხური მხარის მიერ მიტოვებული ტანკი  - Sputnik საქართველო
მოსაზრება: რატომ დაკარგა სომხეთმა დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა?

შაბათს ერევნის ცენტრში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. მიტინგის შემდეგ დემონსტრანტები მისი სამთავრობო რეზიდენციისკენ გაემართნენ. მოქალაქეები სკანდირებდნენ „სომხეთი ნიკოლის გარეშე“, „ნიკოლ - მოღალატე“. აქტივისტები ფერად ფაიერებს წვამდნენ.

ამ დროისათვის საპროტესტო აქცია დასრულებულია.

ოპოზიცია სომხეთში 10 ნოემბრიდან აპროტესტებს მთიან ყარაბაღში ზავის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც ფაშინიანმა მოაწერა ხელი. მომიტინგეები ითხოვენ პრემიერ-მინისტრის გადადგომას და ყარაბაღზე მიღწეული შეთანხმების დერატიფიკაციის პროცესის დაწყებას.

ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამდგომლობით ცეცხლისა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, სომხეთის მხარემ დათმო ტერიტორიების ნაწილი, მთიან ყარაბაღში კი რუსი სამშვიდობოები შევიდნენ. ისინი მხარეთა გამყოფ ხაზსა და სომხეთთან ყარაბაღის დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ განლაგდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0