05:49 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (155)
39 0 0

ერევანში თითქმის ერთი თვეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი

თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. ერევანში, თავისუფლების მოედანზე დაიწყო ოპოზიციის მიტინგი, სადაც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მეთაურობით სომხეთის მთავრობის გადადგომას მოითხოვენ, უწყება Sputnik-სომხეთი.

სააგენტოს ცნობით, მოედანზე საკმაოდ ბევრი ხალხია შეკრებილი. დასაწყისში მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ყარაბაღში ომის დროს დაღუპულ მეომართა ხსოვნას.

შეკრებილები პერიოდულად სკანდირებენ „ნიკოლ - მოღალატე!“

მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციური პარტია „მამულის“ ლიდერმა, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა არტურ ვანეციანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს პოლიტიკური გვამი უწოდა.

პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის, გაგიკ ცარუკიანის მიმართვაში ნათქვამია, რომ ფაშინიანის გადადგომა კაპიტულაციის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ უალტერნატივოა. თავად ცარუკიანი მიტინგს ვერ ესწრება იმის გამო, რომ უსაფრთხოების სამსახურში ჩვენების მისაცემად არის დაბარებული.

ოპოზიცია სომხეთში 10 ნოემბრიდან აპროტესტებს მთიან ყარაბაღში ზავის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც ფაშინიანმა მოაწერა ხელი. მომიტინგეები ითხოვენ პრემიერ-მინისტრის გადადგომას და ყარაბაღზე მიღწეული შეთანხმების დერატიფიკაციის პროცესის დაწყებას.

ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამდგომლობით ცეცხლისა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, სომხეთის მხარემ დათმო ტერიტორიების ნაწილი, მთიან ყარაბაღში კი რუსი სამშვიდობოები შევიდნენ. ისინი მხარეთა გამყოფ ხაზსა და სომხეთთან ყარაბაღის დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ განლაგდებიან.

თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (155)

მთავარი თემები